მოფერება-ალერსის გამომხატველ სინონიმთა სემანტიკური და ლინგვოკულტუროლოგიური ანალიზი
DOI:
https://doi.org/10.52340/tuw.2021.447საკვანძო სიტყვები:
სინონიმები, სემანტიკა, ლინგვოკულტუროლოგია, მოფერება, ალერსიანოტაცია
სტატიაში განხილულია მოფერება/ალერსის სემანტიკის მქონე სინონიმური ველები. საანალიზო წყაროდ გამოყენებულია ქართული და ინგლისური ენების სინონიმთა ლექსიკონები. სინონიმების შესწავლას საკმაოდ დიდი ხნის ისტორია აქვს. განსაკუთრებით საინტერესოა მათი კვლევა სხვადასხვა სისტემის ენებში. მხედველობაში გვაქვს ის განსხვავება, რომელიც არსებობს ქართულ და ინგლისურ ენებში, როგორც სტრუქტურულ-სემანტიკური, ისე ლინგვოკულტუროლოგიური თვალსაზრისით. სინონიმები ენის ლექსიკურ-სემანტიკური სისტემის შემადგენელი ნაწილია და მათი არსი მნიშვნელობათა სრულ ან ნაწილობრივ დამთხვევაში მდგომარეობს. მათი შესწავლა ხელმისაწვდომს ხდის ენის გამომსახველობითი საშუალებების უმდიდრეს მარაგს, გვაძლევს მათი სისტემურად წარმოდგენის შესაძლებლობას, რაც ,,განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როგორც მშობლიური, ისე უცხო ენის შესასწავლად” (ჯორჯანელი კ. 2006:6). ლინგვოკულტუროლოგიური ანალიზის დროს ყურადღება ძირითადად გადატანილია იმაზე, თუ რას ნიშნავს მოცემული ცნება სხვადასხვა ენაში, რას გულისხმობს, რას გამოხატავს; რამდენად განსხვავდება ერთი სამყაროს ენობრივი სურათი მეორე ენის სამყაროს ენობრივი სურათისაგან.როგორც სინონიმებზე დაკვირვებამ გვიჩვენა, ორივე ენაში უნივერსალურია საალერსო მიმართვის ფორმებში გასუბსტანტივებული ზედსართავი სახელებისა და ზოონიმების გამოყენება. თუმცა, ადგილი აქვს ინდივიდუალიებსაც, რაც, რა თქმა უნდა, თითოეულის ლინგვოკულტუროლოგიური სპეციფიკიდან გამომდინარეობს. მაგ. სპეციფიკურია ინგლისურში მიმართვები: sweetie-pie (ტკბილი ღვეზელი), bantam (ბანტამი უკავშირდება შინაური ქათმის მომცრო ჯიშს), minuscule - (დამწერლობის ერთგვარი სახეობა, რომელიც ალერსის დროს გამოიყენება, როგორც ძალიან პატარა, უმნიშვნელო), ქართულში - შენი კუჭისა! მიტირე / მტლად დაგედე / ჭირი მოგჭამე / ჭირი მოგპარე და ა.შ.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
გრიშაშვილი, ი. (1997)., ქალაქური ლექსიკონი, თბილისი, გამომცემლობა სამშობლო.
ნეიმანი, ალ. (1951), ქართულ სინონიმთა ლექსიკონი, თბილისი, გამომცემლობა საბჭოთა საქართველო.
ნეიმანი, ალ. (1961), ქართულ სინონიმთა ლექსიკონი - მეორე შევსებული და შესწორებული გამოცემა, თბილისი, გამომცემლობა საბჭოთა საქართველო.
ორბელიანი, ს.ს. (1993)., ლექსიკონი ქართული (ავტოგრაფული ნუსხების მიხედვით მოამზადა, გამოკვლევა და განმარტებათა ლექსიკის საძიებელი დაურთო ილია აბულაძემ), წ. II, თბილისი, გამომცემლობა მერანი.
ფოჩხუა, ბ. (1980)., ქართული სინონიმიკის ლექსიკოგრაფიული საკითხები: იკე, XXII, თბილისი, გამომცემლობა მეცნიერება.