დედოლარიზაციის სტრატეგია, როგორც საქართველოს საფინანსო სისტემის მდგრადი განვითარების სტაბილურობის გარანტი - რისკები და გამოწვევები

დედოლარიზაციის სტრატეგია, როგორც საქართველოს საფინანსო სისტემის მდგრადი განვითარების სტაბილურობის გარანტი - რისკები და გამოწვევები

ავტორები

DOI:

https://doi.org/10.52340/tuw.2025.38.01.27

საკვანძო სიტყვები:

დედოლარიზაციის სტრატეგია, მდგრადი დედოლარიზაცია, საფინანსო სისტემა, დედოლარიზაციის რისკები, ეკონომიკური სტაბილურობა, დედოლარიზაციის ეფექტი

ანოტაცია

დღევანდელი მსოფლიოში, რომელიც მუდმივი ცვლილებებისა და გლობალური გამოწვევების გარემოში ვითარდება, მდგრადი განვითარება და ფინანსური სტაბილურობა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის ფორმირების პროცესში. მდგრადი განვითარება გულისხმობს ეკონომიკური, ფინანსური და სოციალური მიზნების თანხვედრას, რომელთა შედეგად მიიღწევა  ეკონომიკის და ფინანსური სისტემის ისეთი მდგრადობას, რომელიც უზრუნველყოფს სისტემის ფუნქციონირების უწყვეტობას და მინიმუმამდე ამცირებს რისკებს.

საქართველო, რომელიც გლობალურ და რეგიონალურ ეკონომიკურ პროცესებში აქტიურად მონაწილეობს და გამოირჩევა თავისი მდებარეობით, მუდმივად დგას, როგორც გეოპოლიტიკური, ასევე ეკონომიკური და ფინანსური გამოწვევების წინაშე. ქვეყნის ეკონომიკა უკვე სამი ათწლეულია გადის ეკონომიკური და ფინანსური ტრანსფორმაციის პროცესს, რომელიც დაკავშირებულია მრავალი შიდა და გარე ფაქტორების და გამოწვევების გავლენასთან. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა ეროვნული ვალუტის, ლარის, სტაბილურობა. მიუხედავად იმის, რომ ეროვნული ვალუტა არის ქვეყნის წინაშე არსებული ეკონომიკური და ფინანსური რისკების პირველი ინდიკატორი და პრობლემების მაჩვენებელი, იგი მაინც ერთერთ ყველაზე სტაბილურ ინსტრუმენტად რჩება ქვეყნის ეკონომიკისა და ფინანსებისათვის, რომელიც თავის მხრივ მჭიდროდ არის დაკავშირებული ქვეყნის დედოლარიზაციის სტრატეგიასთან.

ნაშრომის მიზანია გავაანალიზოთ დედოლარიზაციის სტრატეგია, როგორც საქართველოს საფინანსო სექტორის მდგრადი განვითარების და სტაბილურობის გარანტი, მდგრადი დედოლარიზაციის მნიშვნელობა საქართველოს ფინანსურ სისტემაში და მისი გავლენა ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილურობაზე.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

ავტორის ბიოგრაფია

დავით ჭიოტაშვილი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი

საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტი

წყაროები

საქართველოს ეროვნული ბანკი. (2023). სტაბილურობა და გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარება: საქართველოს საფინანსო ბაზრის ტენდენციები და პროგნოზები. საქართველოს ეროვნული ბანკი. https://www.nbg.gov.ge

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. (2024). საქართველოს ეკონომიკური მიმოხილვა: 2023 წლის ანგარიში. სტატისტიკის ეროვნული სამსახური. https://www.geostat.ge

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო (2023). ფისკალური მაჩვენებლები და საგადასახადო პოლიტიკის მიმოხილვა. თბილისი.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (2023). საგარეო ვაჭრობის სტრატეგია და ექსპორტის ხელშეწყობის პოლიტიკა. თბილისი.

პაპავა, ლ. (2020). ლარიზაცია და მისი ეკონომიკური შედეგები საქართველოში. "საქართველოს ეკონომიკური კვლევების ცენტრი".

პაპავა, ლ. (2021). საქართველოს ეკონომიკის მდგრადი განვითარება: თეორიული და პრაქტიკული ასპექტები. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

World Bank. (2023). Georgia Country Partnership Framework: 2021–2025. World Bank. https://www.worldbank.org

IMF (International Monetary Fund). (2023). Georgia: 2023 Article IV Consultation Report. International Monetary Fund. https://www.imf.org

Georgian Financial Sector Development Strategy. (2021). Challenges and Opportunities for Sustainable Growth. Ministry of Finance of Georgia.

გამოქვეყნებული

2025-12-26

როგორ უნდა ციტირება

ჭიოტაშვილი დ. (2025). დედოლარიზაციის სტრატეგია, როგორც საქართველოს საფინანსო სისტემის მდგრადი განვითარების სტაბილურობის გარანტი - რისკები და გამოწვევები. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული, (1(38). https://doi.org/10.52340/tuw.2025.38.01.27

გამოცემა

სექცია

2200 ეკონომიკა, ეკონომეტრიკა და ფინანსები (ყველა) / 2001 ეკონომიკა, ეკონომეტრიკა და ფინანსები (სხვადასხვა)
Loading...