ქართული მუხის (Quergus. iberica Stev.) ტყის ტიპები კახეთში ეკოტოპი - Siccum - მშრალი

ქართული მუხის (Quergus. iberica Stev.) ტყის ტიპები კახეთში ეკოტოპი - Siccum - მშრალი

ავტორები

  • მალხაზი სამადაშვილი იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/tuw.2025.38.01.04

საკვანძო სიტყვები:

ტყის ეკოტოპი, ტყის ტიპი, კორომი, ხის ვარჯი, ექსპოზიცია

ანოტაცია

სატყეო ტიპოლოგიურმა მეცნიერებამ, როგორც ტყეთმცოდნეობის უმნიშვნელოვანესმა მიმართულებამ, განვითარების მაღალ დონეს კავკასიის ქვეყნებს შორის, განსაკუთრებით საქართველოში მიაღწია ჯერ კიდევ გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან. კლასიკური გაგებით ტყის ტიპში იგულისხმება ტყით დაფარული ფართობები, ერთგვაროვანი სახეობრივი შემადგენლობით, სხვადასხვა სართულის მცენარეულობით და ფაუნით, ტყის ზრდის პირობების კომპლექსით (კლიმატური, ნიადაგური, ჰიდროლოგიური), მცენარეთა და გარემოს შორის ურთიერთობით და აქედან გამომდინარე, ერთნაირი ეკოლოგიური პირობებით, რომლებიც ერთგვაროვან სატყეო-სამეურნეო ღონისძიებებს მოითხოვენ. ტყის ტიპი უპირველესად ყოვლისა, ტყის ზრდის განმსაზღვრელი ეკოლოგიური პირობების ერთგვაროვნებას და არა ფლორისტულ შემადგენლობას გულისხმობს, განსხვავებით „მცენარეული ასოციაციისგან“

ტყის ტიპებიდან თექვსმეტი აღმოსავლეთ საქართველოს ტყის ეკოსისტემებშია წარმოდგენილი, ქართული მუხის ტყის ტიპების რამდენადმე სიჭარბე აიხსნება შედარებით მშრალი ჰავის, კარბონატული, თხელი, განუვითარებელი ნიადაგების მიმართ ჯერ კიდევ მაღალი გამძლეობითა და შეგუების საუკეთესო უნარით, რასაც Q. iberica-ს მაღალი ქსეროფილური ბუნება განაპირობებს.

აღმოსავლეთ საქართველოს ტყის ტიპებიდან ქართული მუხის გაბატონებითა და ტყის სხვა მერქნიან სახეობებთან შერევით კახეთის რეგიონში წარმოდგენილია ცხრა ტიპი, სადაც მუხა ძირითადად ქმნის მონოდომინანტურ, ზოგჯერ ბიდომინანტურ და ბოლოს პოლიდომინანტურ კორომებს - კავკასიურ რცხილასთან (C. caucasica), ჩვეულებრივ იფანთან (F. excelsior), კორპიან თელასთან (U, Suberosa), ბალამწარასთან (C. avium), მინდვრის ნეკერჩხალთან (A. campestre), ჩვეულებრივ თელასთან (U. foliacea), ქორაფთან (A.laetum), თამელთან (S.torminalis), კავკასიურ ცაცხვთან (T.caucasica) და სხვა მერქნიანებთან ერთად.

ადგილმდებარეობის პირობების გათვალისწინებით, ჩვენს მიერ შესწავლილი ტყის ტიპები წარმოდგენილია ოთხივე ეკოტოპში შემდეგი თანმიმდევრობით:          

            ეკოტოპი - Siccum - მშრალი:

მუხნარი ისლის საფარით -(Quercetum carexosum);

მუხნარი თივაქასრას საფარით- (Quercetum poosum);

მუხნარი ნაირბალახოვანი საფარით -(Quercetum mixtoherbosum);

მუხნარი ჯაგრცხილის ქვეტყით -(Quercetum carpinulosum).

            ეკოტოპი - Subsiccum - ზომიერად მშრალი:

მუხნარი არჯაკელის საფარით -(Quercetum lathyrosum);

მუხნარი წივანას საფარით -(Quercetum festucosum);

       ეკოტოპი - Subhumidum - ზომიერად გრილი:

მუხნარი მკვდარი საფარით -(Quercetum nudum)

მუხნარი შინდის ქვეტყით -(Quercetum cornosum);

             ეკოტოპი - Humidum - გრილი:

მუხნარი მაყვალის ქვეტყით -(Quercetum rubosum).

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

• გაგოშიძე, გ. ( 2009) კახეთის მდინარე ალაზნის მარცხენა სანაპიროს ფიზიკურ-გეოგრაფიული პირობები და ტყემცენარეულობა. თბილისი: საქართველოს სოფლის მეურნეობის აკადემიის მოამბე

• გიგაური, გ. (1999) საქართველოს ტყის ეკოსისტემების ბიომრავალფეროვნება. თბილისი:

ეროვნული კონფერენციის მასალები.

• გაგოშიძე, გ. სამადაშვილი,მ.( 2020) ეკოლოგიური ფაქტორების გავლენა ქართული მუხის გავრცელებაზე გარე კახეთსა და ქიზიყში. თბილისი: საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ,,გარემოს დაცვა მდგარდი განვითარება"

• ლობჟანიძე, გ. (1995) აღმოსავლეთ საქართველოს ტყის ყავისფერი ნიადაგები (მუხის სარტყელი). თბილისი: საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის რომები(1989) ყვარლის სატყეო მეურნეობის ინვენტარიზაციის მასალები. თბილისი: საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის სააღრიცხვო მასალები

გამოქვეყნებული

2025-12-25

როგორ უნდა ციტირება

სამადაშვილი მ. (2025). ქართული მუხის (Quergus. iberica Stev.) ტყის ტიპები კახეთში ეკოტოპი - Siccum - მშრალი. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული, (1(38). https://doi.org/10.52340/tuw.2025.38.01.04

გამოცემა

სექცია

1100 აგრარული და ბიოლოგიური მეცნიერებები (ყველა) / 1107 მეტყევეობა
Loading...