ნიადაგის ჰიდრომელიორაციული პრობლემები კლიმატის გლობალური ცვლილების ფონზე

ნიადაგის ჰიდრომელიორაციული პრობლემები კლიმატის გლობალური ცვლილების ფონზე

ავტორები

  • მანანა კევლიშვილი იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსტიტეტი image/svg+xml https://orcid.org/0009-0005-0785-3553
  • ლევან შავაძე იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსტიტეტი image/svg+xml https://orcid.org/0000-0002-6521-2747
  • ნიკოლოზ სულხანიშვილი იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსტიტეტი image/svg+xml
  • თამარ ნადირაძე იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსტიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/tuw.2024.37.01.05

საკვანძო სიტყვები:

ირიგაცია, ნიადაგი, ტენი, მცენარე, მოსავალი

ანოტაცია

წყალი ნიადაგის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და საკმაოდ მობილური შემადგენელი ნაწილია. წყლის მონაწილეობით ხორციელდება გამოფიტვის, ორგანული ნარჩენების ჰუმიფიკაციის და მინერალიზაციის პროცესები. წყალი ნიადაგში წარმოდგენილია ნიადაგური ტენის რამდენიმე სახით, რომელიც წარმოადენს მიკროორგანიზმების და უმაღლესი მცენარეების სიცოცხლის საფუძველს. მცენარეების და ნიადაგური მიკროორგანიზმების ნორმალური განვითარება შეუძლებელია ტენის საკმარის რაოდენობის გარეშე. 1 გრამი მშრალი ნივთიერების შესაქმნელად მცენარე ხარჯავს 200-დან 1000-გრამამდე წყალს.

          ნიადაგში ტენის დინამიკა დამოკიდებულია ნიადაგურ ტიპსა და ნიადაგთწარმოქმნის პროცესზე. ალუვიური ნიადაგეები ყოველთვის გამოირჩეოდა ტენის განსაკუთრებული შემცველობით, რაც განაპირობებდა ამ ნიადაგზე მრავალი სახის სასოფლო-სამეურნეო კულტურის მოყვანას.

   კლიმატის გლობალურმა ცვლილებამ გარკვეული კითხვის ნიშნები გააჩინა ნიადაგის ტენის დინამიკის მიმართ, ტენის არარაციონალური რაოდენობის და არათანაბარი გადანაწილების შედეგად მივიღეთ ზოგიერთ ნიადაგში ტენის მნიშვნელოვანი დეფიციტი, ხოლო ზოგიერთში კი- სიჭარბე.

         სამეცნიერო კვლევის  მიზანია ალუვიურ ნიადაგზე  ტენის რაოდენობის განისაზღვრა. ტენის რაოდენობის მიხედვით კი განისაზღვრა ნიადაგში ტენის მარაგი და

ფორმები. ამის შედეგად კი დადგინდა ნიდაგში როგორც ფაქტიური ტენის რაოდენობა, ასევე მაქსიმალურ მოლეკულური და მაქსიმალურ ჰიგროსკოპიული წყლის რაოდენობა.

         ტენის აღნიშნული ფორმების და მარაგის განსაზღვრის შედეგად განისაზღვრა თუ რა რაოდენობის ტენია საჭირო ალუვიური ნიადაგის ტენით სრული უზრუნველყოფისათვის.  ალუვიურ ნიადაგზე შესწავლილ იქნა ერთწლიანი (ხორბალი, სიმინდი) და მრავალწლიანი (ვაზი ზრდასრული და ნერგი) კულტურების მოთხოვნილება ტენზე, განისაზღვრა ამ კულტურების ჭკნობის ტენი და ბოლოს საირიგაციოდ საჭირო ტენის რაოდენობა.

          ნიადაგის წყლის ნორმების განსაზღვრამდე აღწერილ იქნა ალუვიური ნიადაგის ჭრილი განსხვავებული მდებარების მიხედვით, შესწავლილ იქნა აღნიშნული ნიადაგების ფიზიკო-ქიმიური მონაცემები. სამეცნიერო ნაშრომში განხილულია საირიგაციო წყლის ნორმები და ირიგაციის განხორციელების ვადები მარცვლეულ და ვაზის კულტურისათვის. ეს მონაცემი შეიცვალა კლიმატის გლობალური ცვლილების ფონზე.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

ხარაიშვილი,ო., მებონია,ნ., ახვლედიანი,ლ., (2023). საქართველოს სარწყავი რეგიონების ირიგაციული მაჩვენებლების და რწყვის საჭიროების დადგენა მუნიციპალიტეტების მიხედვით. თბილისი, სტუ გამომცემლობა;

ურუშაძე,თ., ბაჯელიძე,ა., ლომინაზე, შ., (2011). ნიადაგთმცოდნეობა. ბათუმი, გამომცემლობა ბსუ;

ურუშაძე,თ., მაჭავარიანი, ლ., (2011). პრაქტიკუმი ნიადაგთმცოდნეობაში. თბილისი, გამომცემლობა მერიდიანი;

ტყებუჩავა, ზ., სამადაშვილი, ც., ცაგურიშვილი, გ., გათენაძე, ა. (2008). სოფლის მეურნეობის საფუძვლები I ნაწილი. თბილისი: გამომცემლობა საქართველოს სასოფლო სამეურნეო უნივერსიტეტი,

მინდელი,კ., გუნთაიშვილი, ლ., მაჭავარიანი, ნ., კირვალიძე, დ., გამსახურდია,(2011) ნიადაგთმცოდნეობის პრაქტიკულ-ლაბორატორიული სახელმძღვანელო, თბილისი, გამომცემლობა საქართველოს სასოფლო სამეურნეო უნივერსიტეტი.

გამოქვეყნებული

2025-03-13

როგორ უნდა ციტირება

კევლიშვილი მ., შავაძე ლ., სულხანიშვილი ნ., & ნადირაძე თ. (2025). ნიადაგის ჰიდრომელიორაციული პრობლემები კლიმატის გლობალური ცვლილების ფონზე. თელავის უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული, (1(37). https://doi.org/10.52340/tuw.2024.37.01.05

გამოცემა

სექცია

აგრარული და ბიოლოგიური მეცნიერებები
Loading...