გამეორება ტარიელ ხარხელაურის პოეზიის ენაში

გამეორება ტარიელ ხარხელაურის პოეზიის ენაში

ავტორები

  • შორენა წიგნაძე იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსტიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/tuw.2022.01.35.13

საკვანძო სიტყვები:

გამეორება, ტარიელ ხარხელაური, ექსპრესია, ლექსიკური, სინტაქსური

ანოტაცია

ტარიელ ხარხელაურის პოეტური შემოქმედება საინტერესოა, როგორც პოეტის თვალთახედვის, ისე მისი განსხვავებული წერის სტილის შესასწავლად. მწერლის ენისა და სტილის შესწავლა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, ვინაიდან, მის გარეშე შეუძლებელია ვისაუბროთ იმ განსხვავებულ წერის მანერასა და სტილზე, რომელიც განსახვავებს მწერლების შემოქმედებას ერთმანეთისაგან; მის ლექსებში მრავალფეროვანი სტილისტური საშუალებები  გვხვდება.  გამეორება ტარიელ ხარხელაურის პოეზიაში დიდი ესთეტიურობით, აზრის ხაზგასმითა და ექსპრესია-ემოციით ხასიათდება.    ტარიელ ხარხელაურთან უფრო ხშირია არა ცალ-ცალკე ძირებისა და ფუძეების, არამედ მთელი სიტყვებისა და გამოთქმების გამეორება. გამეორებულია, როგორც ერთნაირი დანიშნულების იდენტური სიტყვები, ისე ერთნაირი დანიშნულების სხვადასხვა სიტყვები. ანაფორა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტილისტიკური ფიგურაა, რომელიც გამეორების სახესხვაობას წარმოადგენს და აზრისა და ემოციის გაძლიერებას ისახავს მიზნად. გვხვდება როგორც ლექსიკური, მორფოლოგიური, ისე სინტაქსური ანაფორის მაგალითები: ვგრძნობ - ვეღარ შევძლებ,/ ვგრძნობ, დავეცემი./ მეძახი!/და გჯერა, სწორია,/თოვლია, თოვლია, თოვლია,/მეძახი! / *  რა დიდი დღეა, დიდი დღეა - სდუმან ქარები,/და მეც მშვიდი ვარ, /მეც მშვიდი ვარ ბორგვას ჩვეული…

მრავლად გვხვდება ეპიფორული გამეორების მაგალითები:

არც არაფერი მახარებს, / არც არაფერი მწყინს,/  მზარავს ლანდების ხარხარი, /

ხმაური მზარავს წყლის./

არის მაგალითები, სადაც ერთი წინადადების ბოლო სიტყვა იწყებს მეორე წინადადებას, რასაც, როგორც წესი, ანადიპლოზისის სახელით მოიხსენიებენ:

გაჩნდა სურვილი, წვიმაში ვიდგე, /  ვიდგე, როგორც დგას კლდის პირს ჭადარი.../

ასევე პოეტის შემოქმედებაში მეორდება: შემასმენლები,  ქვემდებარეები, შედგენილი შემასმენლის ზმნური ნაწილი, დამატებები,  განსაზღვრება/გარემოება/ზმნიზედა.

ლექსებში ხშირია სტილისტიკური კატეგორიების გამეორება, როგორიცაა: ტროპები, სინონიმები, ანტონიმები, მოდალური სიტყვები. ამრიგად, გამეორების გამოყენებით პოეტი აძლიერებს შთაბეჭდილებას, განამტკიცებს სათქმელის აზრობრივ მთლიანობას, სათქმელს სძენს მაღალმხატვრულობასა და ქმნის მისთვის დამახასიათებელ, გამორჩეულ სტილს. განხილული მასალის ანალიზის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ტარიელ ხალხელაურის პოეზიაში ყველაზე უფრო ხშირად მეორდება ზმნები, თუმცა ასევე არანაკლები სიხშირით მეორდება არსებითი სახელები, კავშირები და ნაწილაკები.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

გვენცაძე, ალ. (1974) - სტილისტიკის საკითხები, თბილისი, გამომცემლობა ,,განათლება“.

კოშორიძე, ე. (2005) - მწერლის ენისა და სრილის საკითხები, თბილისი, გამომცემლობა „მერიდიანი“.

სანიკიძე თ. (1999) - ქართული ენის პრაქტიკული სტილისტიკა, თბილისი, „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“.

სანიკიძე, თ. სანიკიძე, ი. (2009) - ქართული ენის სტილისტიკა, თბილისი, გამომცემლობა „ინტელექტი“.

https://poetry.ge/poets/tariel-kharkhelauri/poems

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-04-29

გამოცემა

სექცია

ენა და ენათმეცნიერება
Loading...