დადებითი და უარყოფითი ემოციური ველის შექმნის შესაძლებლობები მხატვრულ ტექსტში (XX საუკუნის ქართული მცირე პროზის ნიმუშების მიხედვით)
DOI:
https://doi.org/10.52340/tuw.2022.01.35.06საკვანძო სიტყვები:
ლინგვისტიკა, დადებითი და უარყოფითი ემოციური ველი, ენობრივი შესაძლებლობებიანოტაცია
ენობრივი საშუალებები ავტორის ერთადერთ იარაღს წარმოადგენს მკითხველისათვის საკუთარი განცდების გაზიარებისა და მათი სულიერი სამყაროს გამოსახატავად; ყოველგვარი ემოცია ტრანსფორმირდება ენაში და ლინგვისტიკასაც სწორედ ეს აინტერესებს - როგორ, რა გზით და რა მიზნით აღნიშნავს ენისა და მეტყველების ესა თუ ის ერთეული ამა თუ იმ ემოციას. ნაშრომის მიზანი მცირე პროზაულ ნაწარმოებებზე დაკვირვება, კერძოდ კი, დადებითი და უარყოფითი ემოციური ველის შექმნის იმ ენობრივი შესაძლებლობების ჩვენებაა, რომლებიც სახასიათოა ამ ტიპის ტექსტებისათვის და რომელთა მეშვეობითაც მწერლები პერსონაჟის ცხოვრების ეპიზოდებს, მისი მდგომარეობისა და ყოფის მომენტებს, ასახავენ ეფექტურად, ტვირთავენ განსაკუთრებული ემოციური ელფერით. ანალიზურმა კვლევამ ცხადყო, რომ მკითხველში დადებითი თუ უარყოფითი ემოციური განწყობის შესაქმნელად ნიშანდობლივია ორი ძირითადი გზა: 1. მწერალი თავად გვთავაზობს პერსონაჟის მდგომარეობის ან გარემოების შეფასებას სათანადო ემოციური ენობრივი საშუალებების მოხმობით; 2. მწერალი წარმოაჩენს პერსონაჟის მიერ დანახულ გარე სამყაროს, დახასიათებულს ემოციურ-შეფასებითი ლექსიკური ერთეულებით. გამოიკვეთა, რომ ემოციური ველის შექმნაში ყველაზე მეტად მონაწილეობს ზედსართავი სახელი და შემასმენელი; კონტექსტიდან გამომდინარე, ემოციურ დატვირთვას იძენს ასევე არსებითი სახელი, როგორც იდეის საკვანძო სიტყვა. განსაკუთრებულად საინტერესო მახასიათებელი აღმოჩნდა ემოციური შორისდებული, რამდენადაც სწორედ ის გამოხატავს პერსონაჟების გუნება-განწყობილებას, გრძნობებს, განცდებს და ყველაზე მეტად გამოირჩევა მაღალი ემოციურ-ექსპრესიული გამომსახველობით; ჭარბობს: მწუხარების, დარდის, გაოცების შორისდებულები. შორისდებულებად მრავლადაა ასევე რელიგიური სიტყვები თუ ფრაზებიც. დასტურდება შემთხვევები, როდესაც ემოციას, უარყოფითად დახატული მდგომარეობის ფონზე, დადებითი მუხტის კონტრასტირება და უპირატესობა იწვევს, ზოგჯერ კი უეცარი, მოულოდნელი ფინალი გამოირჩევა მკვეთრი ემოციურობით. ემოციურობით შეფერილი ლექსიკური ერთეულები ძირითადად ორი სახით ფიგურირებს ემოციური ველის შექმნაში: 1. წინადადებაში ერთი სიტყვა, ან ერთი და იგივე მეტყველების ნაწილი გამოირჩევა მეტი ემოციურობით; 2. რამდენიმე სხვადასხვა მეტყველების ნაწილი ქმნის ემოციურ ფონს.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
არაგვისპირელი, შ. (1970): ერთტომეული. თბილისი: გამომცემლობა „მერანი“.
გამსახურდია, კ. (1992). ნოველები. თხზულებანი ოც ტომად, ტომი I. თბილისი: გამომცემლობა „თავრიდა“.
ლორთქიფანიძე, ნ. (1953): რჩეული თხზულებანი. ტომი II. თბილისი: გამომცემლობა „სახელგამი“.
მიშველაძე, რ. (1977): კაცნი. ნოველები. თბილისი: გამომცემლობა „მერანი“.