დისტანციური სწავლის მიმართ მოსწავლეთა და მშობელთა დამოკიდებულებების კვლევა

დისტანციური სწავლის მიმართ მოსწავლეთა და მშობელთა დამოკიდებულებების კვლევა

ავტორები

  • მიმოზა ტყებუჩავა
  • თინათინ ბეჟანიშვილი

DOI:

https://doi.org/10.52340/idw.2021.544

საკვანძო სიტყვები:

დისტანციური სწავლება, კვლევა, საჭიროებები, დაგეგმვა, ინკლუზიური განათლება

ანოტაცია

დისტანციური სწავლება დიდ გამოწვევასთან ერთად  შესაძლებლობების მაქსიმალური გამოვლენის საშუალება იყო განათლების  სფეროში მომუშავე თითოეული ადამიანისთვის მთელი მსოფლიოსთვის. გავეცანით სტატიებს დიდი ბრიტანეთისა, აშშ-სა და საქართველოს გამოცდილებაზე. ჩვენი სკოლა აქტიურად ჩაერთო დისტანციური სწავლების ფორმატში და გადავწყვიტეთ,  საქმიანობის შესაფასებლად ჩაგვეტარებინა კვლევა, როგორც მოსწავლეებში, ისე მშობლებში. ამ კვლევაში აქცენტი გვქონდა  ონლაინ სწავლების დადებით და უარყოფით მხარეების გამოვლენაზე და იმ საჭიროებების დადგენაზე, რომელიც აუცილებელი იყო  სასწავლო პროცესის დახვეწისთვის.   კვლევა დაიყო რამდენიმე ეტაპად. სამიზნე ჯგუფებად ავიღეთ I-VI, VII-XII კლასები და ასევე მშობლების ჯგუფი. I-VI კლასებიდან კვლევაში მონაწილეობა მიიღო სულ 357 მონაწილემ,  VII-XII კლასებიდან  192 მონაწილემ და 349 მშობელმა.  მიღებული კვლევის შედეგები საკმაოდ საინტერესო და ინფორმაციული აღმოჩნდა სკოლისთვის. გამოიკვეთა  ის საჭიროებები, რომელთა გათვალისწინებით მოხდა ახალი სასწავლო წლისთვის სასწავლო პროცესის დაგეგმვა.            2020-2021 სასწავლო წელი კიდევ ახალი გამოწვევებით დაიწყო ჩვენი სკოლისთვის. ჩავერთეთ ახალი სკოლის მოდელში, სწავლების ახალ ჰიბრიდულ მოდელთან ერთად. ამ სასწავლო წელს მაქსიმალურად გავითვალისწინეთ კვლევის შედეგები და წლის ბოლოს გადავწყვიტეთ,  უკვე სასწავლო გარემოში მათთან პირისპირ ჩაგვეტარებინა გამოკითხვა, რათა უკეთესად შეძლებოდათ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა .მათი პასუხები შევაჯამეთ და ჩამოვაყალიბეთ ძირითადი ორიენტირები. მნიშვნელოვანია,  აქვე გამოვყოთ ინკლუზიური განათლების მიმართულება. მათი საჭიროებების კვლევის საფუძველზე ტარდებოდა მშობლების გამოკითხვა და ბავშვების აკადემიური და კოგნიტური უნარების შეფასება დისტანციურ რეჟიმში,   მასწავლებლებთან მუდმივი კომუნიკაცია და გაკვეთილების მონიტორინგი.ამრიგად, აღნიშნულმა კვლევამ დაგვანახა ის ხარვეზები, რაც პანდემიის პირობებში თან სდევდა დისტანციურ სწავლებას. მიღებულმა ინფორმაციამ შესაძლებლობა მოგვცა გაგვეაზრებინა ის გამოწვევები, რის წინაშეც ვიდექით, შესაბამისად ვეცადეთ, სასწავლო პროცესი მაქსიმალურად მოგვერგო მოსწავლეებზე.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2021-09-25

მსგავსი სტატიები

<< < 1 2 3 4 5 6 7 8 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...