ძველი - ახალი რაკურსით ანუ გმირთა იდენტობის საკითხი დროში

ძველი - ახალი რაკურსით ანუ გმირთა იდენტობის საკითხი დროში

ავტორები

  • ნინო გიორგაძე

DOI:

https://doi.org/10.52340/idw.2021.518

საკვანძო სიტყვები:

Diso, Elepter, didactic maxims, verbal laconism

ანოტაცია

თანამედროვე ქართული ლიტერატურული პროცესების განვითარებაში თავისი მოკრძალებული წვლილი შეაქვს როლანდ გიორგაძეს. მისი პოეტური და პროზაული ნაწარმოებები პერიოდულად იბეჭდება ქართულ ჟურნალ-გაზეთებში. მწერლის შემოქმედების ძირითადი ნაწილი წარმოდგენილია რამდენიმე კრებულის სახით: „ოცნების პრეზიდენტი“(2001),  „გზა“(2011), „ძახილი“(2017) და „დისო, დისო“(2020).ჩვენ ყურადღება  შევაჩერეთ ბოლო კრებულში გამოქვეყნებულ რომანზე „დისო, დისო.“ მწერალმა ყოველგვარი შელამაზების გარეშე მრუმე, მაგრამ ზედმიწევნით რეალური ფერებით დაგვიხატა XX საუკუნის 90-იანი წლების ქართული ყოფა. რომანში ზუსტი აქცენტები კეთდება ქვეყნის სულიერ მდგომარეობაზე, ამ მდგომარეობით შექმნილ ტრაგიკულ რეალობაზე, უიდეო საზოგადოებაში დეგრადირებული ადამიანის დაბადება-აღზევების სამწუხარო მიზეზებზე. უკეთურებას ყოველ დროში ახალი აწმყო აქვს და ეს აწმყო რომანში  ელეფთერის სახით ვლინდება.რომანს გარკვეულწილად პუბლიცისტური იერი დაჰკრავს. როლანდ გიორგაძე ღიად საუბრობს ყველა პრობლემაზე. მას არც პოლიტიკური ალღო ღალატობს და არც მოვლენების სწორი განსჯისა და შეფასების უნარი. მოუვლელი ქვეყნის დაღი დასტყობია ყველა სფეროს, არად ფასობს ღირსება, ქვეყნის უანგარო სიყვარული.  „დისო,დისო“   შეგონება-სენტენციებით გაჯერებული რომანია, რაც ნათლად წარმოაჩენს მისი ავტორის ცხოვრებისეულ გამოცდილებას, ამაღლებული ღირებულებებისადმი ერთგულებას.მწერალი კარგად აცნობიერებს ლიტერატურული ნაწარმოების დანიშნულებას და ამიტომაც მოზომილია მისი ყოველი სიტყვა და ფრაზა. როლანდ გიორგაძე მნიშვნელოვანი  სათქმელის  გადმოცემას, შეკუმშული ფორმით, სიტყვიერი ლაკონიზმით ახერხებს.ავტორს სამზეოზე გამოაქვს დროისგან დაღდასმული, სულიერი შეჭირვების დრამატული სურათები, ეკონომიური სიდუხჭირით გამოწვეული ყოფითი დეტალები, რაც ეროვნული გადაგვარების შიშსა და გენოციდამდე მისულ საფრთხის შეგრძნებას იწვევს. მწერლის მიერ ეროვნული-სახელმწიფოებრივი ნაკლის მხილება თვითგვემად, ნიშნისმიგებად არ აღიქმება. მისი მიზანია დააფიქროს მკითხველი, მიანიშნოს ზნეობრივ-სარწმუნოებრივი ცხოვრების მნიშვნელობაზე, სიყვარულისა და დანდობის სიკეთეზე. ეროვნული თვითმყოფობის შენარჩუნებას იგი ეკლესიის წიაღში ხედავს  და ეროვნულ-სარწმუნოებრივი გადაგვარების ამ ნაცრისფერ ფონზე პრობლემებიდან გამოსვლის გზებსაც სახავს.ვფიქრობთ, „დისო, დისო“ საგულისხმო მოვლენაა თანამედროვე ქართულ რომანისტიკაში და ის აუცილებლად მიიქცევს  მკითხველი საზოგადოებისა და სალიტერატურო კრიტიკის ყურადღებას.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

გიორგაძე რ. (2020), დისო დისო, გამომცემლობა „მერიდიანი“, თბილისი

ბიბლია განმარტებებით (2020), ტ.9. გამომცემლობა „პალიტრა L”, თბილისი

კვანჭილაშვილი ტ. (1987), მიხეილ ჯავახიშვილის შემოქმედება, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2021-09-25

გამოცემა

სექცია

ლიტერატურა და ლიტერატურის თეორია

მსგავსი სტატიები

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...