პედაგოგიური ალღო და პროგრესული ხედვები: ალექსი ჭიჭინაძის წვლილი მე-19 საუკუნის ქართული განათლების სისტემაში
DOI:
https://doi.org/10.52340/idw.2025.42საკვანძო სიტყვები:
სწავლება, განათლება, მეთოდები, სასწავლო გეგმები, სახელმძღვანელოები, პედაგოგიური იდეებიანოტაცია
ალექსი ჭიჭინაძე სასწავლო-სააღმზრდელო მუშაობას ეწეოდა ქუთაისისა და თბილისის სასწავლებლებში, ხონის საოსტატო სემინარიაში, ხელმძღვანელობდა ერევნისა და თერგის სკოლათა საქმიანობას, იყო კარგი პედაგოგი, თავდაუზოგავი საზოგადო მოღვაწე, არაერთი სახელმძღვანელოსა და დიდაქტიკური ნაშრომის ავტორი, საუკეთესო ხელმძღვანელი. პრაქტიკულ საქმიანობასთან ერთად იგი ეწეოდა ნაყოფიერ მეთოდურ, თეორიულ საგანმანათლებლო და საზოგადოებრივ საქმიანობას.
იმისი სასწავლო სააღმზრდელო და საგანმანათლებლო საქმიანობა პროგრესულ პედაგოგიურ პრინციპებს ეყრდნობოდა. დიდ დროს უთმობდა ქართული ენის, ლიტერატურის, ტრადიციების სწავლება-გაანალიზებას, სასწავლო კოლექტივის შეკრებას, ქართული სასწავლო პროგრამებისა და გეგმების შემუშავებას.
მისი თხზულება „რიჟრაჟზე სათქმელი“ მნიშვნელოვანი პედაგოგიურ-დიდაქტიკური ნაწარმოებია, იმ დროისათვის გაბედული სიტყვაა ცარისტული საგანმანათლებლო რეჟიმის წინააღმდეგ. ნაშრომი ერთგვარი მოწოდებაა ეროვნული სკოლების მუშაობის გარდასაქმნელად, ეპოქის მოთხოვნათა შესაბამისობაში.
ალექსი ჭიჭინაძის ხედვები თანხვედრაშია თანამედროვე განათლების პრინციპებთან, განსაკუთრებით სწავლა-სწავლების მოსწავლის სუბიექტურობის პრინციპთან. მისი მიდგომა ითვალისწინებს თეორიული ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებას და მოსწავლეთა აქტიურ ჩართულობას, რაც თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტებისთვის აქტუალურია. მის მიერ წარმოდგენილი ჰოლისტური მიდგომა, რომელიც მოიცავს გონებრივი, ფიზიკური, რელიგიური და ესთეტიკური აღზრდის ურთიერთკავშირს, დღესაც მნიშვნელოვანია ეროვნული სასწავლო გეგმის კონტექსტში, როგორც მოსწავლეთა ჰარმონიულ განვითარების პირობა.
ალექსი ჭიჭინაძის პედაგოგიური იდეები ნათლად აჩვენებს, რომ განათლება არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ ცოდნის აგებით. იგი ხელს უნდა უწყობდეს პიროვნების მორალური, სულიერი და ზნეობრივი ღირებულებების ჩამოყალიბებას, ხელს უწყობდეს ინდივიდის მზადყოფნას საზოგადოებრივი ცხოვრების გამოწვევებისათვის. მისი ხედვები დღესაც შთამაგონებელია და თანამედროვე სასწავლო პროცესისთვის განსაკუთრებულ ღირებულებას წარმოადგენს.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
გიგიბერია, იოსებ. „განათლება“, 1911, № 1, გვ. 10, 16.
გოგებაშვილი, იაკობ. თხზულებანი. თბილისი, 1956.
საქართველოს ცენტრალური არქივი, ფონდი 107, საქმე 98, ფ. 9, ქუთაისის ც.ა.
ჭყონია, ილია. გაზეთი „ივერია“, 1878, № 41.
ჭიჭინაძე, ალექსანდრე. „რიჟრაჟზე სათქმელი“. ჟურნ. „განათლება“, 1915, № 7–9, გვ. 195, 539.


