A Typological Analysis of “Beowulf’ and “Knight in the Panther’s Skin”

A Typological Analysis of “Beowulf’ and “Knight in the Panther’s Skin”

Authors

DOI:

https://doi.org/10.52340/idw.2023.66

Keywords:

„ბეოვულფი“, „ვეფხისტყაოსანი“, ანგლო-საქსური ეპოსი, უნივერსალური, კომპარატივისტიკა, ტიპოლოგიური ძიებანი

Abstract

როგორც ცნობილია, ლიტერატურათმცოდნეობა კვლევის სხვადასხვა მეთოდს იყენებს. მათ შორის უმნიშვნელოვანესია ისტორიულ-შედარებითი მეთოდი  კომპარატივის- ტიკა, რომლის მიზანია სხვადასხვა ქვეყნის ლიტერატურული ტექსტების წარმოჩენა ზოგადსაკაცობრიო კულტურულ სივრცეში. მითოლოგიასა და ლიტერატურაში, ზღაპრებსა და ძველ წარმართულ პოეზიაში არსებობს ბევრი მარადიული სიუჟეტი, ეპიზოდები, პერსონაჟები, სახეები, რომლებიც მსგავსი და საერთო ნიშნებით ხასიათდებიან.

  „ბეოვულფი“ და „ვეფხისტყაოსანი“ ბევრ საიდუმლოებას ინახავს. ორივე ტექსტის შრეებში ბოლომდე შეღწევა რთულია; ორივე ტექსტში არის ბევრი ენიგმურ-ტრანსცენდენტალური ნაკადი. ინდოეთი, არაბეთი და დანია დიდი კოსმიური და სულიერი ველია. აქ ვითარდება ზღაპრული და იდუმალებით სავსე სცენები. ქაჯეთის ციხის აღება, დევებთან და ურჩხულებთან გამარჯვება, სიმბოლურად ძველი, წარმართული სამყაროს კვდომას და ახალი ეპოქის დაბადებას გულისხმობს.

   წინამდებარე სტატია ეძღვნება ორი ტექსტის - „ბეოვულფისა“ და „ვეფხისტყაოსნის“ შეპირისპირებით ანალიზს, ტიპოლოგიურ კვლევას. ტიპოლოგიური კვლევა გულისხმობს სიტყვათა და წინადადებათა ტიპოლოგიას, პერსონაჟთა ტიპოლოგიას, აზრისა და სიუჟეტის ტიპოლოგიას. ორივე ტექსტის ენა და კომპოზიცია ჩვენი ყურადღების ქვეშ მოექცა. ამდენად, ტიპოლოგიური კვლევა გულისხმობს ორი შესადარებელი ტექსტის სიღრმისეულ შესწავლას. ნაშრომში მოცემულია ცდა ამ ორი ტექსტის სიუჟეტური პარალელების გამოვლენისა. ასეთ ტექსტებს არ გააჩნიათ დრო და ეპოქა, ამ სახის ტექსტებს აერთიანებთ მარადიული თემები, მაღალი ღირებულებები და იდეები.

Downloads

Download data is not yet available.

References

ახალი აღთქმა და ფსალმუნები, (1991), საქართველოს საპატრიარქოს გამომცემლობა, თბილისი.

ბეოვულფი, ანგლო-საქსური ეპოსი,(2019), თარგმანი პაატა და როსტომ ჩხეიძეების. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი.

ელიადე მ., (2009), მითის ასპექტები. გამომცემლობა „ილიანუსი“. თბილისი.

თაქთაქიშვილი-ურუშაძე ლ., (1965), მარჯორი უორდროპი, თბილისი.

პლატონი,(1966), ფედონი, თარგმანი და შენიშვნები ბ.ბრეგვაძის, გამომცემლობა „ნაკადული“, თბილისი.

პლატონი, (1964), ნადიმი, თარგმანი, წინასიტყვაობა და კომენტარები ბ.ბრეგვაძის, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, თბილისი.

პლატონი, (2003), სახელმწიფო, თარგმანი ბ.ბრეგვაძის, ნეკერი, თბილისი.

რუსთაველი შ., (1991),ვეფხისტყაოსანი. გამომცემლობა „ლაშარი“. თბილისი.

მარინო ა., (2010), კომპარატივიზმი და ლიტერატურის თეორია. მთარგმნელები: რ.თურნავა, ნ.გოგოშაშვილი. ლიტერატურის ინსტიტუთის გამომცემლობა. თბილისი.

მოსია ტ., (2016), წერილები ვეფხისტყაოსანზე, გამომცემლობა „საარი“. თბილისი.

ნუცუბიძე შ., (1969), კრიტიკული ნარკვევები, ლიტერატურა და ფილოსოფია. გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“. თბილისი.

ხინთიბიძე ე., (2016), ვეფხისტყაოსანი შექსპირისა და მისი თანამედროვეების ინგლისურ დრამატურგიაში. გამომცემლობა „საჩინო“. თბილისი.

ჰესიოდე, (2013),თეოგონია. თარგმანი ნ.სამუშიასი. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. თბილისი.

Tolkien, J.R.R. (1936), „Beowulf: The Monsters and the Critics, Oxford University Press, Oxford.

Downloads

Published

2023-09-29

Issue

Section

LITERATURE AND LITERARY THEORY
Loading...