ქართული მცირე პროზის სათაურების სტრუქტურულ-სემანტიკური გააზრებისათვის

ქართული მცირე პროზის სათაურების სტრუქტურულ-სემანტიკური გააზრებისათვის

ავტორები

  • ნუნუ გელდიაშვილი

DOI:

https://doi.org/10.52340/idw.2021.505

საკვანძო სიტყვები:

მცირე პროზა, სათაურები, სტრუქტურა, სემანტიკა

ანოტაცია

ქართული მცირე პროზის ლინგვისტური წახნაგების  შესწავლის ერთ-ერთ  მნიშვნელოვან კომპონენტად მათი სათაურების გაანალიზება  მიგვაჩნია, რადგან  იგი ტექსტის განუყოფელი ნაწილი და ერთგვარი მედიატორია მკითხველთან. ამიტომ მწერალთა წინაშე მდგომი ეს რთული ამოცანა  - სათაურის, ერთი ან რამდენიმე სიტყვისაგან შემდგარი ფრაზის, მნიშვნელობა, განსაკუთრებულია. ცუდად მოფიქრებულმა სათაურმა შეიძლება დააკნინოს ტექსტის მნიშვნელობა, ან, იმ შემთხვევაში, თუ ეფექტურობით ტექსტის შინაარსს აღემატება, იმედი გაუცრუოს მკითხველს. ასევე, სათაური განიხილება არა როგორც ავტორის სტილის მაჩვენებელი მხოლოდ, არამედ, როგორც იმ მხატვრულ-კულტურული აზროვნების გამომხატველიც, რომლის წიაღშიც ის შეიქმნანაშრომში განვიხილავთ ქართული მცირე პროზის სახელწოდებათა სტრუქტურისა და სემანტიკის ძირითად მახასიათებლებს.სათაურების უმრავლესობა ქართული მცირე პროზის ნიმუშებში ერთი სრულმნიშვნელოვანი სიტყვაა, შედარებით ნაკლებია ორწევრა, სამწევრა, ოთხ და მეტწევრა შემთხვევები. ექსპრესიულობასა და გრადაციას კი ძირითადად  ლექსიკური გამეორება, სინონიმია და ანტონიმია ემსახურება.კვლევის თვისებრი, რაოდენობრივი, ანალიზისა და სინთეზის მეთოდებზე დაყრდნობით, გამოგვაქვს ძირითადი დასკვნები.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

გაბადაძე, მ. (2016). მხატვრული ტექსტის სათაური როგორც ენობრივ-კულტურული ფენომენი და მისი ტიპოლოგიური დინამიკა ინგლისური პროზის კონტექსტში. ფილოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად წარმოდგენილი დისერტაცია. ქუთაისი. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერისიტეტი.

http://doc.atsu.edu.ge/geo/sadoqtoro%20disertacia/disertacia_gabadadze.pdf (28.07.2016).

გოგოლაშვილი, გ. (2014). რამდენიმე შენიშვნა შიო არაგვისპირელის სათაურების შესახებ. შიო არაგვისპირელისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენციის მასალები. თელავი. გვ. 11-12

გოცირიძე, დ. (1978). ქართული სათაურის სტრუქტურულ-ფუნქციონალური განვითარების საკითხისათვის. ზოგადი და იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების საკითხები. თბილისი: გამომცემლობა „მეცნიერება“. გვ.202-225

Ламзина, А. В. Заглавие. (2014) http://studopedia.org/1-44464.html (03.08.16)

მარტაშვილი, ნ. (2004). მხატვრული ტექსტის სათაურის სემანტიკის სპეციფიკურობა. საენათმეცნიერო ძიებანი, XVI. გვ. 65-69.

საკარული, ც. (2004): სათურის ძირითადი პარამეტრების საკითხისათვის. „საენათმეცნიერო ძიებანი“, XVII, გვ. 176-183.

ტალიაშვილი, თ. (2012). სათაურის ფუნქცია, სტატუსი, ინტერპრეტაცია. სემიოტიკა,N11.

ჭიკაძე, რ. (2014). შიო არაგვისპირელის თხზულებათა სათაურების სახელდების ექსპრესია. შიო არაგვისპირელისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენციის მასალები, თელავი.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2021-09-24

გამოცემა

სექცია

ენა და ენათმეცნიერება

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...