მდინარე ჩაქვისწყლის ფიზიკო-ქიმიური და მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების განსაზღვრა
DOI:
https://doi.org/10.52340/idw.2021.495საკვანძო სიტყვები:
მდინარე, ჩაქვისწყალი, ორგანოლეპტიკური, ქიმიური, ფიზიკური, მიკრობიოლოგიური, მაჩვენებლებიანოტაცია
ანთროპოგენური ფაქტორების გარემოზე ზემოქმედების ზრდის შედეგად მით უფრო მნიშვნელოვანი ხდება, წყლის ეკოსისტემების დაცვა. წყალსატევთა რესურსების დეგრადაცია ხშირად გამოწვეულია ანთროპოგენური ეუტროფიკაციის შედეგად, რაც იწვევს ეკოსისტემაში ნივთიერებათა ბალანსის დარღვევას და წყალსატევების სანიტარული-რეკრეაციული მდგომარეობის გაუარესებას. დამაბინძურებელი ნივთიერებების ეკოლოგიური ზეგავლენა ვლინდება ორგანიზმების, პოპულაციების, ბიოცენოზების და ეკოსისტემების დონეზე. მომატებული ანთროპოგენური დატვირთვის ფონზე წყალსატევების მზარდი დაბინძურება აქვეითებს წყლის თვითგაწმენდის უნარს და აუარესებს წყლის ხარისხს, რამაც შესაძლებელია მიგვიყვანოს წყალსატევების დეგრადაციამდე და სასმელი წყლის რესურსების კატასტროფულ შემცირებამდე. ყოველივე ეს უდიდეს საფრთხეს უქმნის როგორც ბიომრავალფეროვნებას და ეკოსისტემების მთლიანობას, ასევე, ადამიანის ჯანმრთელობას. სასმელი წყლის პრობლემა წყლის რესურსებით მდიდარ საქართველოშიც აღინიშნება. ქ.ბათუმის მოსახლეობა ძირითადად სასმელი წყლით მარაგდება მდ. ჩაქვის წყლით, ამიტომ მისი რეგულარული მონიტორინგი, დაბინძურების წყაროსა და გავრცელების გზების დადგენა წარმოადგენს მნიშვნელოვან პრობლემას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სასმელი წყლის სანიტარულ–ჰიგიენური პირობების დაცვა.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
ქაჯაია, გ. გარემოს დაცვის ეკოლოგიური პრინციპები. თბილისი.2008.
ჟორჟოლიანი, ც., გორდაძე, ე., ბუნების დაცვა და ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენება’’ ქუთაისი. 2010
რ. კლდიაშვილი, დ. ბიბილეიშვილი. წყალი და მისი ხასიათი. თბილისი, 2011 წ. 108 გვ
ჭიჭილეიშვილი ხ. სადოქტორო დისერტაცია „თანამედროვე გლობალური დათბობა და მისი გავლენა აჭარის ზღვისპირეთის კლიმატზე და ზღვის ჰიდრომეტეოროლოგიურ რეჟიმზე.თელავი, 2016წ.135 გვ
ვარშალომიძე ჯ. სადოქტორო დისერტაცია „მდინარეების – ჩაქვის წყლისა და ყოროლისწყლის და მათი მიმდებარე ტერიტორიების ეკოქიმიური გამოკვლევა“. თბილისი 2014 წ. 135 გვ
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალაში და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში ყოროლისთავსა და მასაურში მდებარე სასმელ-სამეურნეო და საყოფაცხოვრებო დანიშნულების წყალმიმღებების სათავე ნაგებობების სანიტარიული დაცვის ზონების პროექტი. შპს „გამა კონსალტინგი“, თბილისი, 2018 წ. 44 გვ.
სუპატაშვილი გ. რაოდენობითი ანალიზის პრაქტიკუმი. თბილისი, 2018 წ. 114 გვ.
Золотова Ю. А. Основы аналитической химии. Практическое руководство под редакции М., изд. МГУ, 2001.
Харитонов Ю. Я. Количественный анализ. Изд. Высшая школа, М., 2010.