ლექსიკოგრაფია ციფრულ ეპოქაში („ქართული ლექსიკონი“)
DOI:
https://doi.org/10.52340/idw.2025.80საკვანძო სიტყვები:
სასწავლო ლექსიკონი, ელექტრონული ლექსიკონი, პროგრამა „ლექსიკოგრაფი“, კომპიუტერული ლექსიკოგრაფიაანოტაცია
„ქართული ლექსიკონი“ არის ქართული ენის პირველი ილუსტრირებული სასწავლო განმარტებითი ლექსიკონი. იგი 2014 წელს გამოსცა ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ. ლექსიკონის დახმარებით მომხმარებელს შეუძლია, ერთი მხრივ, ადეკვატურად გაიგოს ამა თუ იმ სიტყვის მნიშვნელობა და, მეორე მხრივ, მართებულად გამოიყენოს ის შესაბამის კონტექსტში.
„ქართული ლექსიკონი“ მოიცავს თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის აქტიურ სიტყვიერ მარაგს, ითვალისწინებს აგრეთვე სასაუბრო ლექსიკას. მასში ასახულია ნეოლოგიზმები, რომლებიც გაჩნდა ენაში უკანასკნელ ათწლეულებში ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკური და ეკონომიკურ-კულტურული მოვლენების შედეგად.
ლექსიკონში სიტყვები განმარტებულია ნათელი, მარტივი ენით. არ გამოიყენება ისეთი ლექსიკური ერთეულები, რომლებიც ნაკლებ აქტიურია, ვიდრე განსამარტავი სიტყვა. მოცემულია თანამედროვე ქართული ენის ნორმების მიხედვით მართებული ფორმები. ზოგიერთ სალექსიკონო ერთეულთან ნაჩვენებია ყველაზე გავრცელებული მოსალოდნელი ორთოგრაფიული შეცდომები და პარონიმები.
ლექსიკონი შედგება ძირითადი ნაწილისა და დანართისაგან, რომელშიც წარმოდგენილია ზმნის პირიანი ფორმების, რიცხვითი სახელებისა და გეოგრაფიული სახელების საძიებლები. „ქართულ ლექსიკონში“ 25 ათასზე მეტი სალექსიკონო ერთეულია წარმოდგენილი, განმარტებულია 9 ათასამდე ნაწარმოები სიტყვა და ფრაზა, მოცემულია 29 ათასამდე ზმნური ფორმა. ამდენად, მომხმარებელს შეუძლია ინფორმაციის მიღება 60 ათასზე მეტი სიტყვისა თუ სიტყვაფორმის შესახებ.
ლექსიკონის შედგენისას გათვალისწინებულია ლექსიკოგრაფიის თანამედროვე ტენდენციები. ტრადიციულ წყაროებთან ერთად, გამოყენებულია ელექტრონული ტექსტური რესურსები. სალექსიკონო მასალა მომზადდა სპეციალური კომპიუტერული პროგრამის – „ლექსიკოგრაფის“ – საშუალებით, რომელიც შეიქმნა ლინგვისტური ტექნოლოგიების ჯგუფში. პროგრამა უზრუნველყოფს ლექსიკოგრაფიული სამუშაოების შესრულებას ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით. მისი მეშვეობით შესაძლებელია როგორც ბეჭდური, ისე ელექტრონული ლექსიკონების მომზადება და გამოცემა.
ბეჭდური გამოცემის გარდა, „ლექსიკოგრაფის“ საშუალებით შეიქმნა და 2019 წელს გამოქვეყნდა ელექტრონული „ქართული ლექსიკონი“ (https://www.ganmarteba.ge).
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
დათუკიშვილი ქ., ლოლაძე ნ., ზაკალაშვილი მ. (2022), პროგრამა „ლექსიკოგრაფი“ – ლექ-სიკოგ¬რა¬ფი¬ული სამუშაოების მართვის ინსტრუმენტი. დიგიტალური ქართველოლო¬¬გია, 1, დიგიტა¬ლური ჰუმანიტარიის აკადემიისა და და ფრანკ¬ფურტის უნივერსიტეტის ემპირიული ენათ-მეცნიერების ინსტიტუტის კავკასიო¬ლო¬გიის მიმართულების ერთობლივი სამეცნიერო გამო¬ცემა, ტ., I, 2022, ISSN 2720-8427, გვ. 111-119.
დათუკიშვილი ქ., ლოლაძე ნ., ზაკალაშვილი მ. (2019) ქართული ენის ელექტრო¬ნუ¬ლი განმარტებითი ლექსიკონი. ენა და თანამედროვე ტექნო¬ლო¬გიები V – ისტორი¬ული და ეტი¬მო¬ლოგიური ლექსიკოგ¬რა¬ფიის სა¬კითხები, თბ., 15-17 დეკემბერი, 2019
ლოლაძე ნ. (2004), მნიშვნელობის ანალიზი და კომპიუტერული ლექსიკოგრაფია, სამეცნიერო კონფერენცია ბუნებრივ ენათა დამუშავება, თბილისი, 2004.
Bergenholtz H. Theo J. D Bothma (2012), Needs-adapted Data Presentation in e-Information Tools, https://www.researchgate.net/publication/269868931, pp. 53-77
Tarp, S. (2012), Do We Need a (New) Theory of Lexicography, https://www.researchgate.net/publication
ლექსიკონები
https://dictionary.cambridge.org/dictionary/learner-english/


