ისრაელში გამოცემული ქართულენოვანი რელიგიური ლიტერატურა - აბრაამ მამისთვალოვი
DOI:
https://doi.org/10.52340/idw.2025.47საკვანძო სიტყვები:
რელიგიური ნაწარმოებები, ბიბლია, ლექსთა ლექსი, სიდური, კანონთა დამატებანიანოტაცია
ებრაელები საქართველოში მრავალი საუკუნის მანძილზე ცხოვრობდნენ. XX საუკუნის 70-იან წლებში მათ დაიწყეს მასობრივი რეპატრიაცია („ალია“ ) ისტორიულ სამშობლოში – ისრაელში. „ალიის“ პირველი წლები ქართველი ებრაელებისთვის მძიმე ეკონომიკური და სოციალური პრობლემებით ხასიათდება. ახალ ქვეყანაში დასამკვიდრებლად საჭირო გახდა ენობრივი და ყოფითი პრობლემების მოგვარება. მიუხედავად ამ სიძნელეებისა, ქართველმა ებრაელებმა წარმატებით განახორციელეს სამწერლობო საქმიანობა. ქართულ ენაზე იწერებოდა სხვადასხვა ჟანრისა და თემის ნაწარმოებები, რომელთა მოპოვება და შესწავლა ქართულ-ებრაული ლიტერატურული ურთიერთობის სრულყოფილად წარმოდგენისათვის აუცილებელია. საინტერესოა ასევე ისრაელში გამოცემული ქართულენოვანი პუბლიკაციების ენობრივ-ლიტერატურული კვლევა, რითაც შეიძლება გამოვლინდეს ის მსგავსება - განსხვავებები, ენობრივი თავისებურებები და სიახლეები ლიტერატურულ გამომსახველობით ხერხებში, რაც სავარაუდოა, განპირობებული იყოს საცხოვრებელი ადგილის და სოციალური გარემოს ცვლილებით.
ისრაელში გამოცემულ ქართულენოვან ლიტერატურაში, ბუნებრივია, გამორჩეული მნიშვნელობა ენიჭება რელიგიური ხასიათის ნაწარმოებებს. ებრაელები, სადაც არ უნდა ყოფილიყვნენ, რელიგიური რწმენა და რელიგიური ვალდებულებების დაცვა წმიდათა წმიდა მოვალეობად მიაჩნდათ, რამაც გადაარჩინა ეს ერი განადგურებისგან. საქართველოში ცხოვრების დროს ისინი განცალკევებულ უბნებად ცხოვრობდნენ, აგებდნენ სინაგოგებს, ლოცულობდნენ და მკაცრად იცავდნენ თორის წესებსა და ტრადიციებს. ისრაელში ქართველები აგრძელებენ ტრადიციულ რელიგიურ ცხოვრებას, თუმცა, მათი რელიგიური ცნობიერების ამაღლებას აღთქმულ ქვეყანაში, ერთმორწმუნე ისრაელელებთან ერთად, მეტი შესაძლებლობები აქვს, რასაც გარკვეულწილად ხელს უწყობდა ისრაელში გამოცემული ქართულენოვანი რელიგიური ნაწარმოებებიც, ვინაიდან ქართველი ებრაელების უმეტესობა სრულყოფილად მხოლოდ ქართულ ენას ფლობდა. ისრაელში ქვეყნდებოდა სხვადასხვა ხასიათის რელიგიური ქმნილებები: ბიბლიის წიგნები, თორის ელემენტარული საკითხები, საწინასწარმეტყველო ნაწყვეტები, ძირითადი ლოცვები ებრაულ ენაზე, ცნობები ქართველ ებრაელთა თემში გამორჩეული რაბინებისა და თალმიდ ხახმების შესახებ, ლოცვებისა და მიცვების თარგმანები, იუდაიზმის ატრიბუტიკა და თეოლოგია, იუდაიზმი თანამედროვე პირობებში, ჰალახის წესები ქართულ ენაზე ( שֻׁלְחָן עָרוּךְ) [გულედანი, 2024; გულედანი, 2025] და სხვა.
რელიგიური ხასიათისაა მწერალ აბრაამ მამისთვალოვის რამდენიმე წიგნი, რომლებიც წინამდებარე სტატიაში შესწავლილი და დახასიათებულია.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
ბუცხრიკიძე, მ. (2024). „ქებათა-ქების“ იდეურ-სტრუქტურული რემინისცენციები „ვეფხისტყაოსანში“. მთარგმნელის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი VIII კონფერენციის მასალები. თამაზ ჩხენკელი-97. ივანე ჯავახიშვილი სახელობის ჰუმანიტარული ფაკულტეტი...დეკემბერი. თბილისი. 15-18.
გულედანი ლ. (2024). ებრაული სამართლის სეფარდული და აშქენაზური კოდექსი. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სამეცნიერო ჟურნალი „მოამბე“, N18; IV,(171-176).
გულედანი ლ. (2025) ებრაული სამართლის კოდექსის ( שֻׁלְחָן עָרוּךְ) ქართული ვერსია. კულტურის ისტორიისა და თეორიის საკითხები, XXXIX. თბილისი: თსუ-ს გამომცემლობა.
მამისთვალოვი, ა.(1988). სიდური ქართული ასოებით. თელ-ავივი: “შუქურა“.
მამისთვალოვი, ა. (1994). ლექსთა ლექსი. თელ-ავივი: “შუქურა“.
მამისთვალოვი, ა. (2000). ლოცვების დანართი ანუ დამატებანი. თელ-ავივი: „შუქურა“.
მამისთვალოვი, ა.(2005): ხსოვნა, საქართველოს რესპუბლიკა.თბილისი, 25 ნოემბერი. N273 (5306). 8გვ.
ნავროზაშვილი, ე. (2021). აბრაამ მამისთვალოვის ერთი თარგმანის შესახებ. მთარგმნელის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი VII კონფერენციის მასალები. ივანე ჯავახიშვილი სახელობის ჰუმანიტარული ფაკულტეტი... სექტემბერი. თბილისი. 71-78.
ხუმაში ქართულ ენაზე(თორის ხუთწიგნეული). (1988). წიგნი პირველი. ბერეშით. მთარგმნელები: აბრაამ მამისთვალოვი, გერშონ ბენ-ორენი (წიწუაშვილი), თამარ მამისთვალოვი-კეზერაშვილი. თელ -ავივი.
ხუმაში ქართულ ენაზე (თორის ხუთწიგნეული). ( 1988). წიგნი მეორე. შმოთ. მთარგმნელები: აბრაამ მამისთვალოვი, გერშონ ბენ-ორენი (წიწუაშვილი), თამარ მამისთვალოვი-კეზერაშვილი. თელ-ავივი.
ხუმაში ქართულ ენაზე (თორის ხუთწიგნეული). (1989). წიგნი მესამე. ვაიკრა. მთარგმნელები: აბრაამ მამისთვალოვი, გერშონ ბენ-ორენი (წიწუაშვილი), თამარ მამისთვალოვი-კეზერაშვილი. თელ-ავივი.
ხუმაში ქართულ ენაზე (თორის ხუთწიგნეული). (1989). წიგნი მეოთხე. ბემიდბარ. მთარგმნელები: აბრაამ მამისთვალოვი, გერშონ ბენ-ორენი (წიწუაშვილი), თამარ მამისთვალოვი-კეზერაშვილი. თელ-ავივი: „შუქურა“.
ხუმაში ქართულ ენაზე (თორის ხუთწიგნეული). (1989). წიგნი მეხუთე. დებარიმ. მთარგმნელები: აბრაამ მამისთვალოვი, გერშონ ბენ-ორენი (წიწუაშვილი), თამარ მამისთვალოვი-კეზერაშვილი. თელ-ავივი: „შუქურა“.
ინტერნეტ რესურსები:
http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00022829/
https://www.orthodoxy.ge/tserili/biblia/fsalmunni/fsalmunni-136.htm


