მიხეილ ჯავახიშვილის თეატრალური წერილები
DOI:
https://doi.org/10.52340/idw.2025.46საკვანძო სიტყვები:
მიხეილ ჯავახიშვილის სათეატრო წერილები, „ქართული წარმოდგენა“, „ქართული ენა ქართულ თეატრში“ანოტაცია
მიხეილ ჯავახიშვილი ქართულ ლიტერატურაში თავის დამსახურებულ ადგილს, უპირველეს ყოვლისა, პროზაიკოსის სახელით იმკვიდრებს. სამწუხაროდ, ნაკლებადაა შესწავლილი მისი პუბლიცისტური და ლიტერატურულ-კრიტიკული მემკვიდრეობა. კერძოდ, იშვიათად ხდება მისი წერილებისა და რეცენზიების იმ ნაწილის სამეცნიერო განხილვა, სადაც თეორიული და პრაქტიკული კუთხით არის გაანალიზებული სცენისა და თეატრის საკითხები.
ჯავახიშვილის თეატრალური ნაშრომები, რომელთა ფარგლებშიც ახდენს იმდროინდელი თეატრალური მოვლენების სისტემურ განხილვას და დრამატურგიის განვითარების კრიტიკულ ანალიზს, წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს პირველწყაროს, როგორც ეროვნული თეატრალური აზროვნების ფორმირების პროცესის შესასწავლად, ისე ქართული კულტურული წარსულის კომპლექსური გააზრებისთვის.
მიხეილ ჯავახიშვილის წერილები წარმოადგენენ ღრმა კრიტიკული ანალიზის ნიმუშებს, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა როგორც მსახიობის პროფესიონალიზმს, ასევე მსახიობური ოსტატობისა და სცენური გარდასახვის მრავალწახნაგოვან ასპექტებს. ავტორი გულდასმით განიხილავს როლის ინტერპრეტაციის თავისებურებებსა და რეჟისორული ხედვის ინტეგრაციას სპექტაკლში. ამასთანავე, მისი კრიტიკული წერილები ხშირად ამხელენ ქართული დრამატურგიის სისუსტეებს-ხელოვნურად აგებულ დიალოგებს, ზედაპირულ და შაბლონურ სიუჟეტურ ხაზებს.
მიხეილ ჯავახიშვილის თეატრალური წერილების ანალიზი ცხადყოფს, რომ მისი ინტერესი სცილდება თეატრის, როგორც სანახაობის უბრალო შეფასებას და მიმართულია თეატრის, როგორც ეროვნული და კულტურული ფენომენის არსებითი მნიშვნელობისკენ. ჯავახიშვილის წერილები და მოკლე რეცენზიები აყალიბებს თეატრალური კრიტიკის ისეთ ტრადიციას, რომელიც ერთიანობაში მოიცავს როგორც ეროვნული ცნობიერების, ისე ევროპული თეატრალური მემკვიდრეობის გააზრებას.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
ჭყოიძე, ნ.(რედ.)მიხეილ ჯავახიშვილი, თხზულებანი შვიდ ტომად, წერილები, ტ. VI, თბილისი, გამომცემლობა „საქართველოს მაცნე“;
.ჭყოიძე, ნ.(რედ.)მიხეილ ჯავახიშვილი, თხზულებანი შვიდ ტომად, წერილები, ტ. VII, თბილისი, გამომცემლობა „საქართველოს მაცნე“.


