ასეპტიკური მეთოდით ყურძნის ნატურალური წვენის დამზადების მოდიფიცირებული ტექნოლოგია
DOI:
https://doi.org/10.52340/idw.2025.14საკვანძო სიტყვები:
ყურძენი, ტექნიკური სიმწიფე, ყურძნის წვენი, ასეპტიკური მეთოდი, ნახშირწყლები, ვიტამინები, მოდიფიცირებული ტექნოლოგიაანოტაცია
შემუშავებულია დღეისთვის არსებული ასეპტიკური მეთოდით წვენების შენახვის ზოგიერთი მეთოდის ნაწილობრივი შეცვლით ყურძნის ნატურალური წვენის ასეპტიკური მეთოდით შენახვის ტექნოლოგია, რომლის გამოყენებითაც მაქსიმალურადაა შენარჩუნებული ყურძნის წვენში თავმოყრილი ყველა სასარგებლო ქიმიური ნივთიერებები, როგორიცაა ნახშირწყლები, ორგანული მჟავები, ვიტამინები და სხვა. კვლევისათვის ყურძნის გადამუშავების დროს გამოყენებულია შემდეგი დამხმარე მასალები: ICEZYM BIANCHI MP, ICEZYM BIANCHI MP, ICEZYM BIANCHI - არის ფერმენტული პრეპარატი პექტოლიზური აქტივობით. LAFAZYM PRESS, პექტოლიტიკური ფერმენტი თეთრი ყურძნის გადამუშავებისას, LAFAZYM 600 XL - პეტქტოლიტიკური ფერმენტული პრეპარატი თეთრი ტკბილის დასაწმენდად.
კვლევის საფუძველზე შემუშავებული მოდიფიცირებული ტექნოლოგია, ასეპტიკური მეთოდის გამოყენებით ყურძნის ნატურალური წვენის დასამზადებლად, უზრუნველყოფს წვენში თავმოყრილი ყველა სასარგებლო ქიმიური ნივთიერებების მაქსიმალურ შენარჩუნებას.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
მაღლაკელიძე თ., ჩიხრაძე ნ. (2005). ხილისა და ბოსტნეულის დაკონსერვების ტექნოლოგია. თბილისი:
შაფათავა ზ., ნაცვლიშვილი ც. ( 2009). ხილისა და ბოსტნეულის დაკონსერვების ტექნოლოგია თბილისი: სახელმძღვანელო შედგენილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და ევროკომისიის დაფინანსებით
Dina M. El Kersh ; Ghada Hammad ;Marwa S. Donia; Mohamed A. Farag A. (2023) Comprehensive Review on Grape Juice Beverage in Context to Its Processing and Composition with Future Perspectives to Maximize Its Value ; ,,Food and Bioprocess Technology” 16: 1-23
Bates R.P; Morris J.R.; Crandall P.G. ( 2001) Principles and practices of small - and medium - scale fruit juice processing; ,, Fao Agricultural Services Bulletin146“, Food Science and Human Nutrition Department University of Florida, United States ISBN 92-5-10466


