ცივილიზაციების დიალოგის მნიშვნელობა მსოფლიოში

ცივილიზაციების დიალოგის მნიშვნელობა მსოფლიოში

ავტორები

  • გიორგი ფარეშიშვილი Caucasus International University image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/idw.2023.108

საკვანძო სიტყვები:

დიალოგი, ცივილიზაციათა დიალოგი, ცივილიზაციათა შეჯახება, კონფლიქტი, საერთაშორისო ტერორიზმი, რელიგიური იდენტობა

ანოტაცია

ზოგადად „დიალოგი“ უძველესი დროიდან ითვლებოდა ადამიანთა შორის გავრცელებულ იდეად, ზოგადად „ ცივილიზაციათა დიალოგი“ კი გახდა აუცილებელი და საჭირო აქტი, რაც გაანპირობა არაერთმა გარემოებამ და ფაქტმა. მსოფლიო ზოგადად აქტიურად იყენებს ურთიერთობების ფორმად კულტურათა დიალოგს.  ირანის ყოფილი პრეზიდენტის ხათამის აზრით, აუცილებელი იყო, ჩამოყალიბებულიყო დიალოგის ინსტიტუტები, სადაც შეიქმნებოდა არაერთი წიგნი და კვლევა, აკადემიური ინსტიტუციების შექმნა, საერთაშორისო კონფერენციების გამართვა დასავლეთსა და აღმოსავლეთში, მუსულმანურ და ქრისტიანულ სამყაროში. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გაეროს წევრმა მხარდამჭერმა ყველა მთავრობამ დაამტკიცა ეს წინადადება და, რაც მთავარია, სამეცნიერო, ადამიანის უფლებათა, აკადემიურმა, სოციალურმა და პოლიტიკურმა საზოგადოებებმა საკმაოდ დიდი ყურადღება დაუთმეს, რასაც აუცილებლად უნდა გაესვას ხაზი.    ცივილიზაციებს შორის დიალოგი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა  ცივი ომის, რეგიონალური ომების, სამხედრო და რევოლუციური კონფლიქტების, ოკუპაციისა და ორი მსოფლიო ომის ფონზე. როგორც მუჰამედ ხატამი ამბობს, ის არ ცდილობდა ცივილიზაციების დიალოგის ფილოსოფიური და თეორიული საფუძვლის ახსნას, რამდენადაც ამბობდა, რომ დღევანდელ მსოფლიოში, განსაკუთრებით ოცდამეერთე საუკუნეში ურთიერთობების გაბატონებული პარადიგმა და მოდელი ძალზე საშიშია. ჩვენს საზოგადოებაში, გარდა ცივილიზაციათა დიალოგისა, არსებობს თეორია „ცივილიზაციათა შეჯახების შესახებ“, რომლის მთავარ იდეას, წარმოადგენს აზრი, რომ ხალხის კულტურული და რელიგიური იდენტობა იქნება კონფლიქტის მთავარი წყარო ცივი ომის შემდგომ მსოფლიოში. ამერიკელი პოლიტოლოგი სემუელ პ. ჰანტინგტონი ამტკიცებდა, რომ მომავალი ომები უნდა ყოფილიყო არა ქვეყნებს, არამედ კულტურებს შორის. უნდა აღინიშნოს, რომ ცივილიზაციათა კონფლიქტის რეალობად ქცეული პერსპექტივა თანაბრად მიუღებელია როგორც დასავლელთათვის, ასევე არადასავლელთათვის. ამიტომ, ორივე მხარემ სცადა სხვაგვარად აეხსნა მიმდინარე მოვლენები და შემოეთავაზებინა მომავლის ნაკლებ კონფრონტაციული ხედვა.  მნიშვნელოვანია, რომ მეცნიერებისაგან განსხვავებით პოლიტიკოსებმა  ცივილიზაციათა კონფლიქტის თემა, ჩაანაცვლეს საერთაშორისო ტერორიზმის თემით. ზოგი მეცნიერი ასევე თვლის, რომ საერთაშორისო ტერორიზმი არ შეიძლება აიხსნას რელიგიური ან ცივილიზაციური ფაქტორებით. ცივილიზაციათა დიალოგის ფორმების მოძებნა გაცილებით ძნელია, ვიდრე საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის ფორმების.

 

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

ჰანთინგტონი,ს (2017) „ცივილიზაციათა შეჯახება და მსოფლიო წესრიგის გარდაქმნა“ თბილისი: თსუ-ს გამომცემლობა https://elearning.tsu.ge/pluginfile.php/291510/mod_resource/content/1/Hantington-

მაცაბერიძე, დ (2003) ცივილიზაციათა შეჯახება თუ ცივილიზაციათა დიალოგი,ცივილიზაციური ძიებანი. თბილისი

ხათამი, მ (2005) ისლამი, ცივილიზაციათა დიალოგი და კაცობრიობის მომავალი.

Huntington, S (1996) Clash of Civilizations and the Remaking of World Order.

Khatami, M (2012) Dialogue Among Civilizations: Contexts and Perspectives. https://www.un.org/en/chronicle/article/dialogue-among-civilizations-contexts-and-perspectives

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-10-01

გამოცემა

სექცია

პოლიტიკური მეცნიერება და საერთაშორისო ურთიერთობები

მსგავსი სტატიები

<< < 1 2 3 4 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...