„ბერობანა" ბაზგირეთში

„ბერობანა" ბაზგირეთში

ავტორები

  • მეჰმეთ ალი ქესქინი Artvin Coruh University image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/idw.2023.60

საკვანძო სიტყვები:

ხალხური სანახაობა, სოფლის თეატრი, სოფელი მადენი (ბაზგირეთი), რიტუალი, ბერობანა

ანოტაცია

უძველესი ხალხური თეატრალიზებული სანახაობები დღემდე შემორჩენილია სოფლებში. ეს ის რიტუალური სანახაობებია, რომელთაც არ სჭირდება სცენა, დაწერილი ტექსტები ან პროფესიონალი რეჟისორის ხელი.  ეს არის მასობრივი თამაშობანი, რომელშიც  ყველას ჩართვაა შესაძლებელი.

მუსიკით და ნიღბებით გაფორმებული იმპროვიზებული ხალხური თეატრის დასაბამი საუკუნეთა სიღრმეში იკარგება. დღესასწაული, რომელიც დღემდე შემორჩა ეთნოგრაფიულ სინამდვილეს, უკავშირდება ბუნების კულტს და თავისი არსით  ნაყოფიერებისა და ბუნების აღორძინებისადმი მიძღვნილი რიტუალია.

ადამიანური ყოფის დეტალების კვლევისას მკვლევარი პირდაპირ ეხება ამა თუ იმ ხალხის კულტურას, ტრადიციებს, ცხოვრების წესს, ურთიერთობას სხვა კულტურებთან.  ამ სტატიაში წარმოდგენილია სოფლის თეატრალური თამაშობა „ბერობანა", რომელსიც  სოფელ მადენში (ბაზგირეთში) დღემდე შემორჩენილია. ეს თეატრალიზებული სანახაობა უძველესი დროიდან მოდის  და მასში სხვადასხვა ეპოქის კვალიც საგრძნობია.

ბერობანას ანალოგიური სანახაობა საქართველოში ცნობილია ბერიკაობა-ყეენობის სახელით. ეს არის დღესასწაული, კარნავალი, რიტუალური გართობა. ნიშანდობლივია, რომ „ბერიკაობაც“ და „ბერობანაც“ მომდინარეობს ერთი ქართული სიტყვიდან - „ბერი“.

ბაზგირეთი ართვინის პროვინციის შავშეთის რაიონის ქართული სოფელია. საშუალო და უფროსი თაობა ქართულად ლაპარაკობს. ბაზგირეთში შემონახულია არაერთი უძველესი ქართული ტრადიცია, მდიდარი ზეპირსიტყვიერება. შავშეთი ისტორიული სამხრეთ საქართველოს უძველესი პროვინცია იყო. მისი ურთულესი ისტორია ცხოვრების ყველა სფეროში აისახა და შესაბამისად, კულტურათა დიალოგის კვალი თანამედროვე შავშეთის ყოფაშიც თვალსაჩინოა.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

მაკალათია, ს. (1938). „მესხეთ-ჯავახეთი“. თბილისი.

რუხაძე, 1990: რუხაძე ჯ., „ქართული ხალხური დღესასწაული". ძეგლის მეგობარი, N 2 (კრებული ოთხმოცდამეექვსე), თბილისი;

ჩაჩავა, ა. (2016). ქართული ფოლკლორული სანახაობების მხატვრული გაფორმების ტენდენციები. სადოქტორო დისერტაცია. თბილისი.

ჯანელიძე, დ. (1948). ქართული თეატრის ხალხური საწყისები. თბილისი;

გოლდერე, ს. (2019) GÖLDERE, S., „Anadolu Köylü Temsilleri Oyun ve Ritüel Kalıpları". 9. Milletlerarası Türk Halk Bilimi Kongresi, 3., 136-150. TC Kültür ve Turizm Bakanlığı. https://ekitap.ktb.gov.tr/TR-251073/9-milletlerarasi-turk-halk-kulturu-kongresi.html adresinden alındı;

ოზდემირი, ფ. (2011). „Anadolu Köy Seyirlik Oyunlarının Gösteri Danslarına Dönüştürülmesinde Yöntem Önerisi ve Bir Uygulama Örneği. İzmir. https://acikerisim.deu.edu.tr/xmlui/bitstream/handle/20.500.12397/9595/289467.pdf?sequence=1&isAllowed=y doktora tezi adresinden alındı;

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-09-29

გამოცემა

სექცია

ლიტერატურა და ლიტერატურის თეორია

მსგავსი სტატიები

1 2 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...