რელიგიური ნაკადის რამდენიმე მაგალით ილია ჭავჭვაძის მხატვრულ მემკვიდრეობაში
DOI:
https://doi.org/10.52340/idw.2023.58საკვანძო სიტყვები:
ეროვნულობა, ქრისტიანობა, გადაჯაჭვულობა, მხატვრულობა, ავტოკეფალია, დამოუკიდებლობა, შემოქმედებაანოტაცია
ილია ჭავჭავაძის მსოფლხედველობის საფუძველი სახარებაა. ეს აშკარად გამოიკვეთა მის მხატვრულ-პუბლცისტურ მემკვიდრეობაში. სამართლიანად ამახვილებს ყურადღებას მკვლევარი აკაკი ბაქრაძე „ოთარაანთ ქვრივის“ მთავარი პერსონაჟის გიორგის ქრისტეშობის დღეს დაბადებისა და მისი სიცოცხლის ტრაგიკული დასასრულის შესახებ. გიორგი არის მსხვერპლი, რომელმაც თვალი უნდა აუხილოს წოდებრივ საფუძველზე დაქუცმაცებულ ერს; შეაგნებინოს ყველას, რომ თითოეულ ადამიანში ეძებოს „ცოცხალი ხატი ღირსებისა“.
წინამდებარე ნაშრომში მოკლედ გავამახვილებთ ყურადღებას წმინდა ილია მართლის შემოქმედებაში ქრისტიანული რელიგიის კვალზე. აქ ძირითადად გამოვიყებეთ პროფესორების გურამ ბახტაძისა და შოთა ჯიჯიეშვილის ერთობლივ მოხსენებას ილია მართლის შესახებ, რომელიც წარმოდგენილი იყო დიდაჭარაში, ანდრია პირველწოდებულისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე 2011 წელს მაისში.
გარდა ამისა მიმოვიხილავთ ილია ჭავჭავაძის მხატვრული შემოქმედებიდან რამდენიმე მაგალითს, რათა ვაჩვენოთ, რომ ილია მართლისათვის ქართველობა და ქრისტიანობა გადაჯაჭვულია ერთმანეთში და ისინი ერთურთის გარეშე ვერ წამოუდგენია.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
ახალი აღთქმა: ახალი აღთქმა, ბათumi 2006
ბახტაძე გ, ჯიჯიეშვილი შ: ილია მართალი, დიდაჭარობა 2011, ხიჭაური. 2011
მინაშვილი ლ. ილია ჭავჭავაძე, თბ. 1995
ჭავჭავაძე ი: თხზულებათა IV ტომი, თბ. 1955
ჯაფარიძე ა:. საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია, თბ. 2009