ისტორიული რეპრეზენტაცია და რეჟისორ სტენლი კუბრიკის პეპლუმი ფილმში ,,სპარტაკი“
DOI:
https://doi.org/10.52340/idw.2023.45საკვანძო სიტყვები:
ისტორიული ფილმი, ძველი რომი, სპარტაკი, რეპრეზენტაცია, გლადიატორი, ჰოვარდ ფასტი, სტენლი კუბრიკიანოტაცია
ისტორიულ ფილმზე საუბარი მოიცავს წარსული მოვლენებისა და ფაქტების გადმოტანის სხვადასხვა ხერხს (ნარატიული, ანალიტიკური, რაოდენობრივი). ჩვენ შეგვიძლია ისტორიული ფილმი დავყოთ რამოდენიმე კატეგორიად:ისტორია, როგორც დრამა/ანტიდრამა; ისტორია გმირების გარეშე, ისტორია, როგორც ესე; სპექტაკლი, პირადი ისტორია, ზეპირი, პოსტმოდერნისტული. კინოსურათების ექსპლიციტური მიდგომა იმ ეპოქის სოციალურ, პოლიტიკურ საზრუნავს ასახავს. ფაქტობრივად ფილმის პოსტ-პროდუქცია სწორედ წერილობითი ისტორიული კონვენციის დოკუმენტის, ან ემპირიული მასალის საფუძველზე გვამოგზაურებს წარსულ სამყაროში. ისტორიული ნაწარმოების წაკითხვისას სიტყვებით შექმნილ წარსულში ყოფნა არ არის მყისიერი, ისე როგორც ეკრანზე ყურებისას. როგორი ჟანრისაც არ უნდა იყოს ისტორიული ფილმი, ის ჩვენ - მაყურებელს გვთავაზობს ვიზუალურ თხრობას: დახურულს, დასრულებულს, ღიას და ზოგ შემთხვევაში მარტივი დრამატურგიული ფორმითაც.
სპარტაკი - თრაკიელი გლადიატორი, არის ძველი რომის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფიგურა. მიუხედავად ამ პერიოდის ისტორიული წყაროების ნაკლებობისა იგი პოპულარული გახდა თანამედროვე საზოგადოებაში. მისი ისტორია ადაპტირებულია რომანებში, ფილმებში, ბალეტშიც კი.
მხატვრულ ფილმში რეჟისორი მიზნად ისახავს მაყურებელმა ნახოს სპარტაკის იდენტიფიცირება გლადიატორებთან, ასევე გაიგოს რომაელთა პერსპექტივა, სავარაუდო ბალანსი, რომელიც ხელს უწყობს სცენარისტის დალტონ ტრამბოს პოლიტიკურ მიზნებს და ,,Universal“-ის მემარცხენე იდეოლოგიის პოპულარიზაციის შიშს. რომაული საზოგადოება ისტორიულად ხშირად იყო წარმოჩენილი, როგორც „ძლიერებისა და მანკიერების საზოგადოება“, ფილმში კი ამბის სიუჟეტური წყობა სხვაგვარია: „დააშოროს მაყურებელი რომაელებს და მოიზიდოს აუდიტორია რომის მსხვერპლებთან, ან მოწინააღმდეგეებთან იდენტიფიცირებისთვის“.ფილმი „სპარტაკი“ ერთადერთი მაგალითია კინემატოგრაფიის ისტორიაში, სადაც რომაელები მტრად არიან გამოყვანილნი, რაც სპარტაკს უნიკალურს ხდის. კინოსურათში არის დისტანცირების გამოყენება, იდენტიფიკაცია ამერიკულ მიმდინარე მოვლენებთან გარკვეული იდეოლოგიების პოპულარიზაციისთვის. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ფილმის წარმოების კონტექსტს განვიხილავთ, ეს პოლიტიკური განცხადებები კიდევ უფრო ნათელი ხდება. ისტორიული გარემოება, სპარტაკის ისტორია, იწყება არა ფილმით, არამედ რომანით.
ჩვენი კვლევა ფოკუსირებულია ორ მნიშვნელოვან მოვლენაზე- ჰოვარდ ფასტის, ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით - სტენლი კუბრიკის ფილმის, რომელიც 1960 წელს არის გადაღებული. ჩვენი თეზისი განიხილავს მოტივებსა და გზავნილებს კლასიკური სიუჟეტის თანამედროვე აღქმის ადაპტაციის მიღმა არსებული ისტორიისას. მოკლედ, მატებს თუ არა კინო-ენა მაყურებელს წარსულის ისტორიის რეპრეზენტაციას, რათა გავითავისოთ კონკრეტულად ისტორიული პიროვნება, მოვლენა, ფაქტები და სიტუაციები.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
Appian: Historia Romana. Printed in Venice
პლუტარქე, (1957).რჩეული პარალელური ბიოგრაფიები.თბილისი.
Plutarch Crassus (2007) Translation is by Bernadotte Perrin in Winkler.
.ROSENSTONE R.(1995). The Historical Film as Real History
სანიკიძე,ლ.(1984).რომის ისტორია.თბილისი
ფელდმანი, ჯ,გ(2020).ფილმის დინამიკა.
კუბრიკი,ს.(1999).კინოსა და თეატრის შესახებ