ბაგრატ ბატონიშვილის სამზარეულოს წიგნი ლინგვოკულტუროლოგიური ასპექტით
DOI:
https://doi.org/10.52340/idw.2023.38საკვანძო სიტყვები:
კულინარიული დისკურსი, გასტრონიმები, ბარბარიზმები, გასტროკულტურის ლექსიკონიანოტაცია
ნებისმიერ კულინარიულ წიგნს, როგორც კულტურის კვებითი კოდის დისკურსულ რეპრეზენტაციას, კულტუროლოგიური ინტერესი ახლავს. ჩვენ მიერ საანალიზოდ შერჩეული წიგნისადმი ამგვარ ინტერესს კიდევ უფრო ზრდის რამდენიმე ფაქტორი – იგი პირველი ქართულენოვანი კულინარიული წიგნია; 1818 წელს პეტერბურგშია გამოცემული; ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფის ძეს ეკუთვნის; მასში რუსულის გზით შემოტანილი, ქართულს მორგებული, ევროპული სამზარეულოა წარმოდგენილი. აღნიშნული, თავის მხრივ, ლინგვისტურ ინტერესსაც ბადებს ტექსტისადმი, რომლის ყველაზე თვალსაჩინო თავისებურება ორი ენის – დედნისეული ფრანგულისა და გამაშუალებელი რუსულის – გავლენებია ლექსიკურსა და ფონეტიკურ დონეებზე.
ნაშრომში განხილულია გასტრონიმთა ლექსიკურ-სემანტიკური ჯგუფები, სხვადასხვა სახის ბარბარიზმები, მათი აგებულება (უცხო ფუძე + ქართული აფიქსი, უცხო ფუძე + უცხო აფიქსი + ქართული აფიქსი), ორთოგრაფია (სტაბილური და ლაბილური ფონემატური სტრუქტურები) და ფუნქციონირება მთელი ტექსტის ფარგლებში (ქართულ შესატყვისებთან მიმართება და დისტრიბუცია, საკუთარი აღსანიშნისათვის ერთადერთ აღმნიშვნელად გამოყენება).
მიუხედავად იმისა, რომ უცხო ენათა გავლენები აშკარაა, ბაგრატ ბატონიშვილს უცხოური საინსტრუქციო ტექსტები ზედმიწევნით არ გადმოუტანია. მან ისინი ქართულ სინამდვილეს მიუსადაგა, რასაც მის მიერ არაერთი უეკვივალენტო ლექსემის ხმარება მოწმობს.
ბატონიშვილის კულინარიული დისკურსის სრულმა აღწერამ მდიდარი და მნიშვნელოვანი მასალა მოგვცა როგორც მომავალი კვლევებისათვის, ასევე გასტროკულტურის ლექსიკონის შესადგენად.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
ბაბუნაშვილი, ვ. (2017). ბაგრატ ბატონიშვილის სამზარეულოს წიგნი 1818 (წიგნი ეძღვნება ბაგრატ ბატონიშვილს). თბილისი: ქარჩხაძის გამომცემლობა.
ბაგრატ ბატონიშვილი (1818). წიგნი შესამზადებელი სანოვაგეთა მზარეულთაგან. სანკტ პეტერბურღი: იოსებ იოანესოვის სტამბა.
გოგებაშვილი, ი. (1982). საგანძური. წიგნი I: 62-63, თბილისი: განათლება.
ომიაძე, ს. (2023). შედარების კოგნიტიური მექანიზმი და ენობრივი საშუალებები ბაგრატ ბატონიშვილის კულინარიულ დისკურსში. თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის თეორიული და გამოყენებითი ენათმეცნიერების სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის სამეცნიერო კონფერენციის (კონფერენცია მიეძღვნა პროფ. ი. მელიქიშვილის დაბადების მე-80 წლისთავს) თეზისები, 29-33, თბილისი: უნივერსიტეტის გამომცემლობა.