ლურჯი ფერის სიმბოლიკისა და სტრუქტურისათვის გერმანულ ენაში

ლურჯი ფერის სიმბოლიკისა და სტრუქტურისათვის გერმანულ ენაში

ავტორები

  • ცისანა მოდებაძე იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსტიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/idw.2023.36

საკვანძო სიტყვები:

ფერი, ლურჯი, სიმბოლიკა, სტრუქტურა, კონოტაცია, ფრაზეოლოგიზმი

ანოტაცია

ფერებს ყველა კულტურაში  განსხვავებული სიმბოლური დატვირთვა აქვს. ამ შემთხვევაში ჩვენი კვლევის მიზანია ლურჯი (blau) ფერის სემანტიკური ველების, სიმბოლიკის  და სტრუქტურის დადგენა.  Blaue  ქართულად ორგვარად ითარგმნება: ლურჯი და ცისფერი. გერმანულ ენაში ცისფერი მხოლოდ კომპოზიტის სახით იხმარება არსებითი სახელის Himmel-ცა დამატებით - Himmelblau.

კვლევის ობიექტია: გერმანულენოვანი ლექსიკონები.

   „blau-ლურჯი“ ინდო-გერმანული წარმოშობის სიტყვაა და ნიშნავს „მოციმციმეს“, „ბრწყინვალეს“.

ფერთა გამა ფართოვდება  ზედსართავი სახელების „hell-ღია“, „dunkel-მუქი“ დართვით: hellrot-ღია წითელი, dunkelrot-მუქი წითელი, hellblau-ღია ლურჯი, dunkelblau-მუქი ლურჯი, hellgelb-ღია ყვითელი, dunkelgelb-მუქი ყვითელი, hellgrün-ღია მწვანე, dunkelgrün-მუქი მწვანე.  ფერების დაკონკრეტება ხდება ასევე შედარების კავშირის wie-როგორც დახმარებით:blau, wie das Meer sein-ზღვასავით ლურჯია.

ფრაზეოლოგიზმებში ფერები დაკავშირებულია სხვადასხვა სემანტიკულ ველებთან, ემოციებთან და თვისებებთან. ფერები მრავალი სიმბოლიკის მატარებელია. თითქმის ყველა ენაში, და მათ შორის გერმანულ ენაშიც, ლურჯი არის წყლის და ცის სიმბოლო. მიუხედავად იმისა, რომ ლურჯი ცივი ფერია, იგი მშვიდობის, მეგობრობის, სიმშვიდის, განტვირთვის,  საიმედოობის  ირეალური სამყაროს და სულის  სიმბოლოს წარმოადგენს.

სტრუქტურის მხრივ ყველაზე ხშირად შეგვხვდა ორკომპონენტიანი კომპოზიტები (არსებითი სახელი+blau (ზედსართავი სახელი)):

Himmelblau (Himmel-ცა+blau-ლურჯი)-ცისფერი.

დაფიქსირდა ასევე სამკომპონენტიანი კომპოზიტები (არსებითი სახელი+არსებითი სახელი+blau (ზედსართავი სახელი)):

Marienmantelblau- (Marien-მარია+Mantel-პალტო+blau-ლურჯი)- მარიამის მოსასხამისფერი. ასევე შეგვხვდა ზედსართავი სახელი+ზედსართავი სახელი blau (ორკომპონენტიანი)

Ägyptischblau (Ägyptisch-ეგვიპტური+blau-ლურჯი) - ეგვიპტური ცისფერი. 

ზედსართავი  სახელი+არსებითი სახელი+blau (ზედსართავი სახელი) (სამკომპონენტიანი):

Blaubeerenblau- (blau-ლურჯი+Beeren-კენკრა+blau-ლურჯი)-მოცვისფერი

ფრაზეოლოგიზმებში ლურჯი გამოხატავს როგორც დადებით, ასევე უარყოფით და ნეიტრალურ ემოციებს.

ამრიგად, ლურჯი ფერი გერმანულ ენაში არის წყლის და ცის სიმბოლო. მიუხედავად იმისა, რომ ლურჯი ცივი ფერია, თითქმის ყველა ენაში და მათ შორის გერმანულ ენაშიც, იგი მშვიდობის, მეგობრობის, სიმშვიდის, განტვირთვის,  საიმედოობის, ერთგულების,  უსასრულობის,   ირეალური სამყაროს და სულის  სიმბოლოს წარმოადგენს. ფრაზეოლოგიზმებში ლურჯი გამოხატავს როგორც დადებით, ასევე უარყოფით და ნეიტრალურ ემოციებს. მიუხედავად იმისა, რომ ლურჯი ფერი ხშირად უფრო დადებითი სიმბოლიკის მატარებელია,  ჩვენს მიერ მოძიებული 51 ფრაზეოლოგიზმიდან მხოლოგ 13 აღმოჩნდა დადებითი კონოტაციის. უფრო მრავლად (27 ფრაზეოლოგიზმი) შეგვხვდა  უარყოფითი კონოტაციით  და 11 -  ნეიტრალური კონოტაციით.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

გამრეკელი, ნ., ჰოფმანი, თ., ქადაგიძე, ნ. (1973): გერმანულ-ქართულ-რუსული ფრაზეოლოგიური ლექსიკონი. თბილისი. განათლება.

ზექალაშვილი, რ. ქირია, ჭ. (2007): გერმანულ-ქართული ლექსიკონი. თბილისი: საქართველოს მაცნე.

Burger, H. 2010): Phraseologie: eine Einführung am Beispiel des Deutschen. 4., neu bearb. Aufl. Berlin:

Duden (Deutsches Universalwörterbuch) (5. überarbeitete Aufgabe) (2003). Dudenverlag. Mannheim. Leipzig. Wien. Zürich.

Duden (2008): Wörterbuch der deutschen Idiomatik. 3., überarbeitete und aktualisierte Aufl. Mannheim: Dudenverlag.

Fleischer, W.(1983): Deutsche Sprache (Kleine Enzyklopedie). VEB Bibliographisches Institut, Leipzig.

Fleischer, W.(1997): Phraseologie der deutschen Gegenwartssprache. 2. durchges. und ergänz. Aufl. Tübingen: Max Niemeyer.

Götz, D. u. a.:(2008) Droßwörterbuch Deutsch als Fremdsprache. Langenscheidt-Berlin- München -Wien -Zürich -New York.

Kempke, G. (1984):Handwörterbuch der deutschen Gegenwartssprache in zwei Bänden. Berlin: Akademie Verlag.

Schmidt, W. (1982): Deutsche Sprachkunde; Volk und Wissen, volkseigener Verlag. Berlin.

Paffen, K.A. (1980): Deutsch-russisches Satzlexikon. Leipzig: VEB Verlag Enzyklopädie.

Warig, G. (2000): Deutsches Wörterbuch. Bertelsmann Lrxikon Verlag. Gütersloh/ München

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-09-28

გამოცემა

სექცია

ენა და ენათმეცნიერება

მსგავსი სტატიები

1 2 3 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...