ემოციურ-ექსპრესიული ლექსიკა მიმართვებში და ქართული სამეტყველო ეტიკეტი

ემოციურ-ექსპრესიული ლექსიკა მიმართვებში და ქართული სამეტყველო ეტიკეტი

ავტორები

  • რუსუდან ზექალაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/idw.2023.27

საკვანძო სიტყვები:

ქართული ენა, სამეტყველო ეტიკეტი, მიმართვა, ემოციურ-ექსპრესიული ლექსიკა

ანოტაცია

მიმართვა დიალოგის განუყოფელი ნაწილია, განსაზღვრული კომუნიკანტთა დამოკიდებულებითა და თვით საუბრის ექსპრესიული ბუნებით. სტატიაში გაანალიზებულია ემოციურ-ექსპრესიული ლექსიკის შემცველი მიმართვა არაოფიციალურ კომუნიკაციაში მხატვრული ტექსტების დიალოგური ნაწყვეტების საფუძველზე; ნაჩვენებია მიმართვის მნიშვნელობა ქართულ სამეტყველო ეტიკეტში. ყურადღება გამახვილებულია იმაზე, თუ როგორ აისახება მოუბარი პირის დამოკიდებულება ადრესატისადმი და მისი ემოცია ექსპრესიული მიმართვის მეშვეობით; დახასიათებულია მარტივი და გავრცობილი მიმართვის გრამატიკულ-ლექსიკური საშუალებები და მათი სტილისტიკური შეფერილობა.

აგებულების თვალსაზრისით გამოყოფილია ერთკომპონენტიანი, ორ- და მეტკომპონენტიანი მიმართვები. ერთსიტყვიან მიმართვებში გვხვდება ანთროპონიმთა კნინობით-ალერსობითი ფორმები, ექსპრესიულ-ემოციური გაარსებითებული ზედსართავი სახელები და  მეტაფორულად გამოყენებული ზოონიმები; გავრცობილ მიმართვებში ლექსიკური ერთეულები მარკირებულია  ემოციური ელფერის მიხედვით, მაგრამ მათი სწორი ინტერპრეტაცია დამოკიდებულია საკომუნიკაციო სიტუაციაზე, რადგან ორაზროვნების გამო დასაშვებია სუბიექტური აღქმა.  გამონათქვამის დადებითი და უარყოფითი ელფერი შეიძლება არ დაემთხვეს ლექსიკური ერთეულების სტილისტიკურ შეფერილობას. მიმართვების მეშვეობით ასახულია დადებითი (ალერსი, შექება, დალოცვა, პატივისცემა...) ან უარყოფითი (აგდება, დამცირება, მუქარა, ვულგარულობა...) ემოცია. ექსპრესიული ლექსიკის შემცველი მიმართვა ფამილიარულ-შინაურულ კომუნიკაციურ სიტუაციაში შეფასებითი ხასიათისაა.

ძირითადი დასკვნები გამოტანილია კვლევის აღწერითი, შედარებითი და სემანტიკურ-სტილისტიკური ანალიზის მეთოდებზე დაყრდნობით.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

აფრიდონიძე შ. (2023). მიმართვის ფორმები ახალ ქართულში: სტრუქტურა და ფუნქციონირება. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა.

გელდიაშვილი ნ. (2022). დადებითი და უარყოფითი ემოციური ველის შექმნის შესაძლებლობები მხატვრული ტექსტის (XX საუკუნის ქართული მცირე პროზის ნიმუშების მიხედვით). სამეცნიერო შრომების კრებული No. 1(35). იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი. თბილისი: გამომცემლობა „პრინტჯეო“, 48-58. DOI: https://doi.org/10.52340/tuw.2022.01.35

Dickey, Eleanor (1997). Forms of address and terms of reference: J. Linguistics 33. Cambridge University Press.

Dunkling, Leslie (1990): A Dictionary of Epithets and Terms of Address. London/New York: Routledge. Finck von Finck

ზექალაშვილი, რ. (2012). ქართული დიალოგური მეტყველება (ძირითადი ლინგვისტური და ექსტრალინგვისტური მახასიათებლები). თბილისი: გამომცემლობა „უნივერსალი“.

ზექალაშვილი, რ. რ. (2017). შეფასებითი მიმართვა, როგორც საკომუნიკაციო რეგისტრის სპეციფიკური მარკერი. IV საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ენა და კულტურა“, შრომები. ქუთაისი, 123-128.

კვარაცხელია, გ. (1990). ქართული ენის ფუნქციური სტილისტიკა. თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა.

კვაჭაძე, ლ. (2010). თანამედროვე ქართული ენის სინტაქსი, მე-5 შევსებული გამოცემა. თბილისი. გამომცემლობა „ცოტნე“.

ლევიძე, მ. (2017). კომუნიკაციის ეთნოსტილი და მიმართვის საალერსო ფორმები ქართულსა და ინგლისურ ენებში. ფილოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად წარმოდგენილი დისერტაცია (ხელნაწერი). თბილისი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. http://eprints.iliauni.edu.ge/6602/1/%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%94%20%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%95%E1%83%98%E1%83%AB%E1%83%94.pdf (25.06.2023).

ЛЭС (1990). Лингвистический энциклопедический словарь (под ред. В. Н. Ярцевой). Москва: «Советская Энциклопедия».

ლოლაძე, ნ. (2008). ემოციების გამოხატვის ენობრივი სურათი. ჟურნ.„სემიოტიკა“, 2008, No.3:122-126.

ომიაძე, ს. (2009). ქართული დისკურსის კულტუროლოგიური პარადიგმა (რედ. გ. კვარაცხელია). თბილისი.

სანიკიძე, თ., სანიკიძე, ი. (2009). ქართული ენის პრაქტიკული სტილისტიკა. თბილისი: გამომცემლობა „ინტელექტი“.

სანიკიძე, ი. (2010). სიტყვის ესთეტიკური და ემოციურ-ექსპრესიული ფუნქციებისათვის ქართულში. I საერთაშორისო კონფერენცია „ენა და კულტურა“, შრომები No.1. ქუთაისი, 349-352.

Spillner, Bernd (2014). Anrede und Grußformen im Deutschen: Czasopismo Stowarzyszenia Germanistów Polskich (Zeitschrift des Verbandes der polnischer Germanisten), 3: 173–187. doi:10.4467/23534893ZG.14.010.2932

ქეეკ – ქართული ენის ეროვნული კორპუსი: http://gnc.gov.ge/gnc/simple-query (25.06.2023).

ქევკ – ქართული ენის ვებკორპუსი: http://corpus.leeds.ac.uk/internet.html (25.06.2023).

ქეკ–ილიას უნივერსიტეტის ქართული ენის კორპუსი:http://corpora.iliauni.edu.ge/?q=ka (20.05.2022).

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-09-27

გამოცემა

სექცია

ენა და ენათმეცნიერება

მსგავსი სტატიები

<< < 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...