ქართული რიცხვითი სახელის მეტყველების ნაწილად ჩამოყალიბებისათვის XVIII-XIX საუკუნეთა გრამატიკებში
DOI:
https://doi.org/10.52340/idw.2023.24საკვანძო სიტყვები:
რიცხვითი სახელი, გრამატიკა, თვლის სიტემა, მეტყველების ნაწილები, მართლწერა, ზედშესრული სახელები, კანკლედობაანოტაცია
ქართულ ენაში არც ისე ცოტაა სიტყვები, რომელთა მნიშვნელობა რიცხვის, რაოდენობის ცნებას უკავშირდება. ისინი მნიშვნელობასთან ერთად გრამატიკული თავისებურებებითაც გამოირჩევიან. ის თვისებები, რომლებიც დამახასიათებელია რიცხვითი სახელებისთვის, საშუალებას აძლევს მათ, ცალკე მეტყველების ნაწილად გამოიყოს.
გამოკვლევები ცხადყოფს, რომ ეს პროცესი საუკუნეების განმავლობაში გრძელდებოდა. ნაშრომში ნათლად არის წარმოჩენილი, რა ადგილი ეკავა რიცხვით სახელს XVIII საუკუნისა და XIX საუკუნის პირველი ნახევრის გრამატიკებში. მიმოხილულია რიცხითი სახელების სპეციფიკა ზურაბ შანშოვანის, ანტონ პირველის, გაიოზ რექტორის, იოანე ბატონიშვილისა და სოლომონ დოდაშვილის სახელმძღვანელოებში.
გაანალიზებულია თითოეული ავტორის შეხედულებები რიცხვით სახელებზე. გარკვეული მოსაზრებაა გამოთქმული იმის შესახებ, რომ დოდაშვილის „ქართული ღრამმატიკა“, რომელიც 1830 წელს დაიბეჭდა, ძირითადად ქართველიშვილის გრამატიკას ეყრდნობა, მაგრამ ავტორს ბევრი რამ ორიგინალურადაც აქვს წარმოდგენილი, მათ შორის - რიცხვითი სახელის სემანტიკური დახასიათება.
დოდაშვილისა და ბატონიშვილის შეხედულებები რიცხვით სახელზე შედარებულია წინამორბედი გრამატიკოსების ნააზრევთან და დასაბუთებულია, რომ ავტორებმა სრულად ვერ გამოკვეთეს რიცხვითი სახელის ლექსიკურ-სემანტიკური და მორფოლოგიურ-სინტაქსური თავისებურებანი, ამიტომაც ზემოაღნიშნულ გრამატიკებში რიცხვითი სახელი დამოუკიდებელ მეტყველების ნაწილად არ არის გამოყოფილი. გამოვლენილია, რომ ტერმინი „რიცხვითი სახელი“ ანტონ პირველს ეკუთვნის.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
ჩიქობავა არნ. (1965), იბერიულ-კავკასიურ ენათა შესწავლის ისტორია, თბილისი;
გვენცაძე ალ. (1972), ქართული ენის რიცხვითი სახელი, დამხმარე სახელმძღვანელო, თბილისი;
ფოცხიშვილი ალ. (1995), ქართული ენათმეცნიერების ისტორია, თბ.;
ბაბუნაშვილი ე. (1970), ანტონ პირველი და ქართული გრამატიკის საკითხები, „მეცნიერება“, თბილისი;
ქართული ღრამმატიკა (1885), შედგენილი ანტონ I-ის მიერ. რედაქტორი რაფიელ ერისთავი, გამოცემული ალექსანდრე ეპისკოპოსის საფასით, თბილისი, ექვთიმე ხელაძის სტამბა;
გაიოზ რექტორი (1970), ქართული ღრამმატიკა (ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთო ელენე, ნიკოლაიშვილმა), „მეცნიერება“, თბილისი;
ხუცესი იაკობ (1985), შუშანიკის წამება, მერჩულე გიორგი, გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება (სასკოლო გამოცემა), „განათლენა“, თბილისი;
პეტრიწი ი. (1937), II ტომი, თბილისის სახ. უნივერსიტეტის გამოცემა (ტექსტი გამოსცეს და გამოკვლევა დაურთეს შ. ნუცუბიძემ და ს. ყაუხჩიშვილმა);
დოდაშვილი ს. (1989), თხზულებები, თბილისი.