ბიბლიური ალუზია, როგორც ინტერტექსტუალობის მნიშვნელოვანი ასპექტი და მისი ტრანსფორმაცია ქართულ ენაზე (დ.ჰ. ლორენსის „ინგლისი, ჩემი ინგლისის’’ მიხედვით)
DOI:
https://doi.org/10.52340/idw.2023.21საკვანძო სიტყვები:
ალუზიური საკუთარი სახელები, ფრაზული ალუზიები, ლეპიჰალმის მთარგმნელობითი სტრატეგიები, ინტერტექსტუალობა, კულტურათა შეჯახებაანოტაცია
ნაშრომში წარმოდგენილია ცნობილი ინგლისელი მწერლის, დევიდ ჰერბერტ ლორენსის, მცირე პროზის ერთ-ერთი შედევრის, „ინგლისი, ჩემი ინგლისის’’ ქართული თარგმანის კომპარატივისტული ანალიზი ორიგინალის ტექსტთან, რომლის ყურადღების ცენტრშია ბიბლიური ალუზიის, როგორც ინტერტექსტუალობის მთავარი ელემენტის ტრანსფორმაცია ქართულ ენაზე. აღნიშნული მოთხრობიდან შერჩეულია შესაბამისი მაგალითები და მათი თარგმანი განხილულია ლიტვა ლეპიჰალმის (Leppihalme, 1997) მიერ შემუშავებული ალუზიათა თარგმნის მეთოდის გათვალისწინებით, კერძოდ, მისი კლასიფიკაციის საფუძველზე ჩატარებულია ალუზიური საკუთარი სახელების და ფრაზული ალუზიების ქართულ შესატყვისთა ანალიზი. ლეპიჰალმი ალუზიების თარგმნის რამდენიმე დასაბუთებულ მეთოდს გვთავაზობს. მის მოსაზრებებზე დაყრდნობით, ნაშრომის მიზანს წარმოადგენს აჩვენოს, რომ რა სტრატეგიასაც არ უნდა იყენებდეს მთარგმნელი, საკუთარ სახელთა ალუზიურობის შენარჩუნება იქნება ეს თუ ფრაზული ალუზიების მინიმალური ცვლილება, თარგმანი მაშინაა წარმატებული, როდესაც წყარო (SL) და სამიზნე ენაზე (TL) მკითხველის ემოცია ერთმანეთის ტოლფასია. თუ მთარგმნელი სამიზნე ენაზე სათანადოდ ვერ გადმოსცემს წყარო ენაზე არსებული მხატვრული ტექსტის ალუზიათა კონოტაციურ და პრაგმატულ მნიშვნელობებს, სამიზნე ენაზე ტექსტის მკითხველი ‘’კულტურათა შეჯახების’’ წინაშე აღმოჩნდება. მკითხველისთვის ასეთი თარგმანი ბუნდოვანი და გაუგებარია, რაც მას ხელს უშლის აქტიურად ჩაერთოს კითხვის პროცესში. ამიტომაც მიგვაჩნია, რომ ალუზიების ეფექტურად სათარგმნად აუცილებელია, რომ მხატვრული ნაწარმოების მთარგმნელს გააჩნდეს ფილოლოგიური განათლება, რათა სწორად იქნას გაგებულ-გააზრებული ალუზიური პასაჟები. გარდა ამისა, ტექსტში ალუზიათა ამოცნობას ასევე ჭირდება ფონური ცოდნაც, რადგან ინტერტექსტუალური ტექსტები ერთმანეთთან ყოველთვის არიან გარკვეული ფორმით, კონცეპტით თუ მხატვრულ გამომსახველობით საშუალებათა გამოყენებით დაკავშირებულნი და როგორც მთარგმნელის, ასევე მკითხველისთვისაც გასააზრებლად, ძალიან ხშირად ერთმანეთის გასაღებს წარმოადგენენ. ნაშრომში ორიგინალის და თარგმანის შედარებით (კომპარატივისტულ) მეთოდთან ერთად, ასევე გამოყენებულია კონტენტის ანალიზის მეთოდი და მთარგმნელის ემპირიული გამოცდილება.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
ახალი აღთქმა და ფსალმუნები. (1991). სტოკჰოლმი. ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი.
Allen, G.(2000). Intertextuality. London/New York: Routledge.
Barthes,R. (1998). The Pleasure of the Text. New York: Hill and Wany.
Childs,P.and Fowler, R.(2006). The Routledge Dictionary of Literary Terms. Routledge:
London and New York.
Hermans, T.(2003). Translation, Equivalence and Intertextuality. New York: Wasafiri.
Halliday, M.(2002). Linguistic Studies of Text and Discourse. 3rd ed. .London: Edward Arnold.
Kristeva, J. (1986). The Kristeva Reader. New York: Columbia University Press.
Lawrence, D.H. (1922). England, My England and Other Stories. London: Penguin Classics.
Leppilhame, R.(1997). Culture Bumps. Clevdon, England: Multilingual Matters.
Nida,E.A.(1964). Toward a Science of Translation. Leiden.
Pfister, M.(2009-2010). How Postmodern is Intertextuality? Berlin: W. Gruyter.
.Preminger, A.(1965). Encyclopedia of Poetry and Poetics. Princeton, NY: Princeton University Press.
Venity, L. (2009). Translation, Intertextuality, Interpretation. Romance Studies.