თელავი - როგორც კულტურული და ტურისტული რესურსი

თელავი - როგორც კულტურული და ტურისტული რესურსი

ავტორები

  • თენგიზ სიმაშვილი იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსტიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/idw.2023.17

საკვანძო სიტყვები:

თელავის ისტორია, ტურიზმი, ხელოსნობა, ტურები, წითელი ტერორი, გერმანული კვალი თელავში

ანოტაცია

ქალაქ თელავს საქართველოს ქალაქებს შორის თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიით ერთ-ერთი განსაკუთრებული ადგილი უკავია. თელავის ტურისტული პოტენციალი უნიკალურია. მას დიდი კულტურული და ტურისტული რესურსი გააჩნია. ამისი დამადასტურებელია თელავის ისტორიის სხვადასხვა პერიოდის გამოყენებით, ჩვენს მიერ შექმნილი ალტერნატიული ტურისტული ტურები.

     თანამედროვე თელავის განაშენიანების დიდი წილი შვიდ გორას მოიცავს: ,,ზუზუმბოს გორა“, ,,დაბახნების გორა", ,,ყადორის გორა“, ,,ღვთაების გორა“, ,,ბატონის ციხის გორა“, ,,ფიქრის გორა“, ისტორიულ-რეკრეაციული ,,გიგოს გორა“. თელავის ალტერნატიული ტურისტული მარშრუტების უმეტესობა სწორედ ამ გორებზე მდებარე ისტორიულ შენობებს, აქ განვითარებულ მოვლენებს ეხება. მათ შორის აღსანიშნავია ,,დაბახნების“ გორა, სადაც ხელოსნობის რამოდენიმე დარგი იყო განვითარებული. აქვე გამავალ, ბიძინა ჩოლოყაშვილის სახელობის ქუჩაზე დღესაც შემორჩენილია ხელოსნების სახლების, მათი სამუშაო ოთახების ნაშთები. საუბარია ე.წ. ,,დარაბებიან’’ სახლებზე, სადაც ხელოსნები მუშაობდნენ და ასევე თავის საქონელს ჰყიდნენ. ,,ყადორის გორაზე“ მდებარეობს კახეთის მეფე კვირიკე III დიდის, რომელმაც თელავი კახეთის დედაქალაქად აქცია, დროინდელი ციხე-გალავნის ნაშთები. თელავის მნიშვნელოვან ტურისტულ რესურსს წარმოადგენენ ეკლესიები და მათთან დაკავშირებული ისტორიები, მათ შორისაა საბჭოთა პერიოდში დანგრეული ეკლესიების მემორიალური ტური. საბჭოთა პერიოდში გეგმაზომიერად ხდებოდა საბჭოთა რეპრესიების კვალის წაშლა, თუმცა ქალაქი თელავი მაინც ,,ინახავს’’ მათ კვალს. ამისი მაგალითია, 1924 წლის აგვისტო-სექტემბრის მოვლენებთან დაკავშირებული ,,საქართველოს საგანგებო კომისიის (ჩეკას)’’ ადგილობრივი ორგანოს ,,თელავის მაზრის პოლიტიკური ბიურო’’-ს შენობის არსებობა თელავში. აღსანიშნავია, რომ 1930-იანი წლების ,,წითელი ტერორის’’ კვალი თელავში - 1937-1938 წლების დიდი ტერორი და დახვრეტილთა და რეპრესირებულთა პერსონალური ისტორიები, რეპრესირებულთა სახლები, მოგონებები, შესანიშნავი წყაროა თელავში ტურიზმის სხვადასხვა მიმართულებით დაინტერესებული გიდებისთვის. გარდა ამისა, თელავში ცალკე ტურისტულ ტურად შესაძლებელია განვიხილოთ ,,გერმანული კვალი თელავში’’, როგორც თელავში მაცხოვრებელი ეთნიკური გერმანელების, ასევე გერმანელი ტყვეების ისტორიების სახით.

 

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

აბესაძე, ნ. (1979). ქალაქ თელავის ხელოსანთა ამქარი, მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის, XX. თბილისი. გამომცემლობა ,,მეცნიერება"

ალადაშვილი, მ., თამარაშვილი, თ., სიმაშვილი, თ., (2021) თელავის ინოვაციური ტურისტული მარშრუტები, გზამკვლევი, თბილისი, გამომცემლობა სათემო განვითარების ცენტრივახტანგიშვილი, თ., სიმაშვილი, თ. (2020) თელავი - წარსული და თანამედროვეობა. თბილისი. გამომცემლობა ,,მერიდიანი“

მარგველაშვილი, ა., სიმაშვილი, თ., სიხარულიძე, თ. (2022) ჩემი ქუჩა, ჩვენი ქალაქი - მაწანწრის უბნის ამბები, თელავი. გამომცემლობა ,,სათემო განვითარების ცენტრი’’

ნანობაშვილი, ი. (1963) საამქრო ნაგებობანი თელავში. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, ტომი II, თბილისი, გამომცემლობა ,,საბჭოთა საქართველო“

სიმაშვილი, თ., (2020) საბჭოთა რეპრესიები კახეთში 1921-1924 წლები, ნაწილი I, გამომცემლობა მერიდიანი

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-09-27

მსგავსი სტატიები

<< < 1 2 3 4 5 6 7 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...