ერთიანი ჯანმრთელობა და ფრინველთა კეთილდღეობის საკითხები
DOI:
https://doi.org/10.52340/idw.2023.11საკვანძო სიტყვები:
ფრინველი, ბროილერი, ქცევა, კეთილდღეობა, ფიტოდანამატი, ნიორიანოტაცია
ფრინველის კეთილდღეობა განიხილება ფრინველის ფიზიკურ და ემოციურ მდგომარეობად. ფიზიკური მაჩვენებლები მოიცავს საკვებისა და წყლის მოხმარებას, ტემპერატურულ მაჩვენებელს, ჰაერის და დაბინძურების ხარისხს, დასმის სიმჭიდროვეს და ყოველდღიურ წონამატს. ხოლო ემოციური მაჩვენებელი გამოწვეულია სტრეს ფაქტორებით, ეს არის ფრინველის დაჭერა, ტრანსპორტირება და ზოგიერთი ვეტერინარულ ზოოტექნიკური პროცედურები. გამომდინარე ზემოთ განხილული მასალებიდან ჩვენ დავისახეთ მიზნად შეგვესწავლა ბროილერის კეთილდღეობის ზოგიერთი გაზომვადი პარამეტრი განსხვავებული მოვლა - შენახვის პირობებში ნივრის შემცველი ფიტოდანამატის vitlöksflörter-ს გამოყენებისას, ვინაიდან ერთიანი ჯანმრთელობის საკითხი მსოფლიოში ერთ- ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. აღსანიშნავია, რომ ეს ფიტოდანამატი ბოლო წლებში გავრცელებული COVID-19 პანდემიის ფონზე რეკომენდირებულია შვედეთის ფარმაციის მხრიდან ადამიანის საერთო ჯამრთელობის და რეზისტენტობის ასამაღლებლად. ამავდროულად იგი არ არის გამოცდილი პროდუქტიულ მეცხოველეობაში. ამდენად ფაქტიურად ჩვენ მსოფლიოში პირველად ვიყენებთ აღნიშნულ დანამატს პროდუქტიულ (ფერმის) ცხოველებზე. კერძოდ, ბროილერის კეთილდღეობისა და სახორცე პროდუქტიულობაზე გავლენის შესასწავლად. დასახული ამოცანების მისაღწვად ლიტერატურული წყაროებისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში კვლევების ანალიზის შედეგად შევადგინეთ კველევის სქემა. მისაცემი ფიტოდანამატის დოზირებისთვის შერჩეული იქნა მინიმალური 0.5% და საშუალო 1,5% ნივრის ფხვნილის დამატების ეფექტის შესაბამისად. ვინაიდან ფიტოდანამატ vitlöksflörter-ში ნივრის შემცველობა 43 %-ია, 0.5% -ის შემთხვევაში მოხდა 11,76 გრამის დამატება 1 კილოგრამზე, ხოლო 1,5% - ინის შემთხვევაში 36,14 გრ /კგ-ზე. კვლევისთვის შერჩეული იქნა 1 დღიანი 150 ბროილერ Ross 308-ს წიწილა. რომელიც გადანაწილდა სამ ჯგუფად, თითვეულში 50 ფრთა. შვედეთში მიღებული საშუალო დაკვლის ასაკიდან გამომდინარე ექსპერიმენტის ხანგრძლივობამ შეადგინა 45 დღე. პირველი ჯგუფი (T) იყო საკონტროლო ჯგუფი, ხოლო მეორე (T1) და მესამე (T2) საცდელი. დაგეგმილი კვლევები მიმდინარეობს წარმატებით, მიღებული მონაცემები იქნება დამუშავებული ბიომეტრიული სტატისტიკის მეთოდების გამოყენებით და გამოქვეყნდება შემდეგ პუბლიკაციებში.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
ღლიღვაშვილი ვ., ფირცხალაშვილი თ., ღლიღვაშვილი გ. (2020) ეკოლოგიური ეთიკა და მეცხოველეობის წინაშე მდგარი პრობლემები. სახელმძღვანელო. თბილისი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.
კაჭარავა თ. (2020) - საქართველოს სამკურნალო არომატული, საღებარი, თაფლოვანი, სანელებელი და შხამიანი მცენარეების ბიომრავალფეროვნება, სახელმძღვანელო, გამომც. „უნივერსალი“, უაკ: 633.88.+615.322, კ-367, ISВN 978-9941-26-728-4, 462 გვ.
https://www.farmhealthonline.com/veterinary-questions/welfare-assessment/
https://www.sciencedirect.com/science/article/pii/S0032579119317444
https://www.poultrywelfare.org/
https://scholar.google.se/scholar?q=poultry+welfare+worldwide&hl=en&as_sdt=0&as_vis=17oi=scholart