მდინარე ხრამიდან აღებულ თევზის ნიმუშებში Hg და Cd შემცველობის განსაზღვრა
DOI:
https://doi.org/10.52340/idw.2025.12საკვანძო სიტყვები:
თევზები, მძიმე ლითონები, კადმიუმი, ვერცხლისწყალი, წყლის დაბინძურებაანოტაცია
მდინარე ხრამი, რომელიც მიედინება საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში, შიდა ქართლის რეგიონში, წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყლის რესურსს. მისი ეკოლოგიური მდგომარეობა ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაუარესდა. მდინარის წყლის დაბინძურება, რომელიც ძირითადად გამოწვეულია სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების ჩადინებით, საფრთხეს უქმნის როგორც მის ეკოსისტემას, ისე მისი წყლით სარგებლობას. მდინარის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე უარყოფით გავლენას ახდენს მისი შენაკადი მაშავერა, რომელიც მძიმე ლითონებით დაბინძურებული ჩაედინება მასში. მდინარის ქიმიური დაბინძურების მნიშვნელოვანი წყაროა უმსხვილესი პოლიმეტალური მადნის მოპოვების და აქტიური გადამუშავების მოქმედი საწარმო ბოლნისის მუნიციპალიტეტში. მდინარე ხრამის მძიმე ლითონებით დაბინძურება განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის წყლის ცხოველებს და მცენარეთა მრავალფეროვნებას. ასევე ხელს უშლის წყლის რესურსების მდგრად გამოყენებას.
ვინაიდან, თევზი არის წყლის ეკოსისტემაში მიმდინარე ცვლილებების გამოვლენის მგრძნობიარე ბიოინდიკატორი, მნიშვნელოვნად ჩავთვალეთ, მდინარე ხრამზე მზარდი ანთროპოგენური დაბინძურების ფონზე მასში არსებული თევზების ორგანიზმში დაგვედგინა Cd და Hg შემცველობა. ისინი ცხიმში ადვილად ხსნადობის გამო, აღწევს თევზების ორგანიზმში და აკუმულირდება.
თევზებზე კვლევები ჩავატარეთ 2024 წლის ოქტომბერში, თანამედროვე მეთოდებისა და აპარატურის გამოყენებით, რომლებიც აკმაყოფილებს და შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს. კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მდინარე ხრამზე მოქმედი ანთროპოგენური ფაქტორების ზემოქმედების მიუხედავად, თევზების ორგანიზმში კადმიუმისა (Cd) და ვერცხლისწყლის (Hg) მცირე კონცენტრაციები დაფიქსირდა,
მიუხედავად იმისა, რომ მდინარე ხრამის წყალი არ არის დაბინძურებული კადმიუმით და ვერცხლისწყლით, შესაბამისად, არ წარმოადგენს მნიშვნელოვან საფრთხეს თევზებისთვის და სხვა ჰიდრობიონტებისთვის, საჭიროა მდინარის რეგულარული ეკოქიმიური მონიტორინგი მძიმე ლითონებით დაბინძურების გამოვლენის მიზნით. რათა არ მოხდეს წყალში მათი კონცენტრაციის მომატება, რაც გამოიწვევს წყლის ორგანიზმების მოწამვლას და/ან მათი რაოდენობის შემცირებას, ბუნებრივი ლანდშაფტების დაბინძურებას და წყლის ეკოსისტემების ბიომრავალფეროვნების განადგურება.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
Mchedluri, T. (2012). Hydrobiology. Telavi.
Mchedluri T., Makharoblidze N., (2018) ,,Ecological monitoring of the Khrami River water and anthropogenic load’’ Russian Journal of Biological Research.
Mchedluri T., Makharoblidze N., (2018) ,,Determination of cadmium and mercury contamination levels in fish of the Mtkvari River’’. Russian Journal of Biological Research.
Lomsadze, Z, Makharadze K, Pirtskhalava R. (2016) ,,The ecological problems of rivers of Georgia (the Caspian Sea basin)’’. Annals of Agrarian Science. Volume 14, Issue 3, September 2016, Pages 237-242.
Mindorashvili, A. ,,The water and health problems in Georgia.’’Center Strat. Res. Dev. Ga. 1 (17) (2010) 64 (in Georgian).
Hutton G., Haller, L. (2004) ,,Evaluation of the Costs and Benefits of Water and Sanitation Improvements at the Global Level,’’ WHO/SDE/WSH/04.04, World Health Organization, Who.int/water sanitation, Geneva.
Zhordania Ir, Gobechia G., Makharadze K., Pirtskhalava R.,(2009) Natural Resources of Shida Kartli and the Prospects of Their Utilization (Water Resources), Tbilisi, pp. 136e192 (in Georgian).


