ანოტაცია
რომის კლუბის წევრის, ცნობილი საზოგადო მოღვაწის აურელიო პეჩეს მიხედვით, პრობლემის არსი, რომელმაც თავი იჩინა ადამიანის ევოლუციის თანამედროვე ეტაპზე მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანები ვერ ასწრებენ კულტურის ადაპტირებას იმ ცვლილების შესაბამისად, რომელიც მათ მიერვე არის ინიცირებული. იგი ამ კრიზისის მიზეზად ადამიანის შინაგან ბუნებას მიიჩნევს და პრობლემის გადაჭრის შესაძლებლობასაც მხოლოდ ადამიანის შინაგანი მრწამსის ცვლილებასა და საზოგადოების შეგნებაში ხედავს. ამასთან, თვლის, რომ საზოგადოებამ უნდა შეიგნოს თანამედროვე ეკოლოგიური კრიზისის საშიშროება და ძირეულად შეცვალოს ბუნებისადმი მგლური დამოკიდებულება.
საზოგადოებრივი შეგნების ფორმაა ეკოლოგიური ეთიკა, რომელიც ეფუძნება ეკოლოგიისა და კლასიკური ეთიკის ძირითად პრინციპებს, ადამიანისა და ბუნების მორალურ ურთიერთობებს, ზნეობრივ ნორმებს და ქმედებებს. ეკოეთიკის სფეროებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ეთიკური პრობლემები. ადამიანისა და ბუნების ურთიერთობის ეს კავშირი კარგადაა ასახული ფილოსოფიური აზროვნების ისტორიაში. ჯერ კიდევ ძველი ბერძენი ფილოსოფოსები პლატონი და არისტოტელე განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებდნენ კლიმატის როლზე, როგორც ადამიანის ხასიათისა და ორგანიზმის ბიოლოგიური განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორზე. ამ მხრივ, კიდევ უფრო ბევრად საინტერესოა შემდგომი პერიოდის ფილოსოფოსთა შეხედულებები, კვლევები და დასკვნები ეკოეთიკური და ფილოსოფიური გეოგრაფიის, პოლიტიკური გეოგრაფიის მიმართულებით. წარმოდგენილი ნაშრომი სწორედ ამ უკანასკნელს ემსახურება. მისი მიზანია ფილოსოფოსთა შრომებზე დაყრდნობით ნათლად წარმოაჩინოს თანამედროვე დროის გლობალური ეკოლოგიური პრობლემები - ადამიანისა და კლიმატის მიმართების ჭრილში.
წყაროები
არისტოტელე, პოლიტიკა, ძვ. ბერძნ. თარგმნა, შესავ. წერილი და განმარტებები დაურთო თ. კუკავამ. "პირველი სტამბა", თბილისი, 1995-1996.
არისტოტელე, პოლიტიკა. ნაწილი მეორე. თბილისი, 1996.
პლატონი, სახელმწიფო. ძველი ბერძნულიდან თარგმნა ბ. ბრეგვაძემ. გამომცემლობა „ნეკერი“, 2003.
მონტესკიე, „კანონთა გონი“, ფრანგულიდან თარგმნა დ. ლაბუჩიძემ. თბილისი. მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი, 1994.
კაპანელი კ. ფილოსოფიური შრომები, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა. თბილისი. 1989
შნაიდერი ჰ. ფილოსოფიური გეოგრაფია. წყლის მნიშვნელობა ისტორიისათვის -ევროპა და აზია. გერმანულიდან თარგმნა გ. თავაძემ. თბილისი, „ნეკერი“. 2010.
Watsuji T. Climate and Culture: A philosophical Study. Translated by G. Bownas. New York: Greenwood Press, 1988.
Гердер И. Г. Идеи к Философии Истории Человечества. Перевод А. Михайлова. Москва: „Наука“, 1977.
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .
საავტორო უფლებები (c) 2022 Vardo Beridze