ანოტაცია
ლითონური მილების წარმოებაში მიღწეული წარმატების მიუხედავად მისი შემ-დგომი განვითარება და სრულყოფა ტექნიკის სიახლეებთან დაკავშირებით მაინც პრობლემურ საკითხად რჩება. საბრძოლო სასროლი იარაღის ლულების და სპეციალური მილების დამზადები-სათვის, რაც მიეკუთვნება წვრილსერიულ წარმოებას, მიზანშეწონილად ჩაითვალა გამოყენებულიყო გამოწნეხის ტექნოლოგიური პროცესი, რომელიც გამოირჩევა შედა-რებით მარტივი ტექნოლოგიით და მცირე რაოდენობის მანქანა-დანადგარების გამო-ყენებით. ექსპერიმენტულმა სამუშაომ აჩვენა, რომ ცხლად გამოწნეხის დროს ხდება პრეს-ფორმის ელემენტების გადახურება და ცვეთა, განსაკუთრებით მძიმე პირობებში მუ-შაობს სამილე სამართული, რომელიც იმყოფება გახურებული (800-12000C) ნამზადის შუაგულში, რის შედეგადაც კარგავს სიმტკიცეს და ზოგჯერ გამჭიმავი ძალების ზემოქ-მედებით განიცდის რღვევას. აქედან გამომდინარე, პრესფორმების გამძლეობაზე დიდ გავლენას ახდენს ტემპერატურული ფაქტორი, ამიტომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება გაცივების სისტემის გამოყენებას, რისთვისაც დაპროექტებული იქნა და თბილავიამშე-ნებელ საწარმოში დამზადდა პრესფორმები 50 მმ-მდე დიამეტრის ნამზადის გამოწნე-ხისათვის. გამოწნეხის რეჟიმის შემსუბუქების მიზნით პროცესი გაიყო ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე წარმოებს მასრის მიღება, ხოლო მეორეზე - მასრიდან მილის მიღება. იმისათ-ვის, რომ მასრის მიღების პროცესი წარიმართოს რაციონალურად, საჭიროა ნამზადს მიეცეს რადიალურად გაფართოების საშუალება, წინააღმდეგ შემთხვევაში ლითონის ჭარბი ნაწილი დაიწყებს პუანსონის საწინააღმდეგო მიმართულებით დენას. ამ მოვლე-ნის თავიდან ასაცილებლად ნამზადს მიეცა მრავალწახნაგა პრიზმის ფორმა, იმ ანგა-რიშით, რომ ნამზადის კვეთის ფართობი ყოფილიყო მატრიცის კვეთის ფართობზე ნაკლები. ნაშრომში, თეორიული და ექსპერიმენტული სამუშაოების შედეგების საფუძველ-ზე შემუშავებული იქნა უკუგამოწნეხის მეთოდით მილნამზადის და შემდგომ სპე-ციალური მილების მიღებისათვის საწარმოო დანიშნულების პრესყალიბები. სამუშაოში მოყვანილი პრესყალიბის კონსტრუქცია შედგება წყლით გაცივების სისტემისაგან, რომელიც იცავს პრესყალიბის ელემენტენს გახურებისაგან და შესაბა-მისად მნიშვნელოვნად ზრდის მათი მუშაობის ხანგრძლივობას, რაც იძლევა საგრძნობ ეკონომიკურ ეფექტიანობას.
წყაროები
М.М. Микаутадзе. Основы комплексного решения проблемы совершенствования технологического процесса и машин для производства бесшовных труб. Докт. диссерт., Тбилиси, 1987. 227 с.
С.И. Губкин., Теория обработки металлов давлением, Металлургиздат, 1937, с. 90.
ნ. კანთელაძე. სპეციალური მილების მიღების ტექნოლოგიის დამუშავება და სრულყოფა. დისერტაცია დოქტორის აკად. ხარისხის მოსაპოვებლად, თბი-ლისი, 2018 წ.
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .