1.1 აგრარული და ბიოლოგიური მეცნიერებები

აჭარის ნაძვნარ კორომებში გავრცელებული უმთავრესი ქერქიჭამიები და მათი ბუნებრივი მტრები

ქერქიჭამიები ნაძვნარი კორომი ენტომოფაგები ენტომოპათოგენები ფერომონები

ავტორები

ტომ. 7 No. 1 (2025)
სტატიები
January 2, 2025

ჩამოტვირთვები

ნაშრომში განხილულია 2021-2023 წლებში აჭარის ა/რ შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე ზ.დ. 700–1500 მ-მდე სიმაღლის ფარგლებში ნაძვნარ კორომებში გავრცელებული მავნე ქერქიჭამიების სახეობრივი მრავალფეროვნება, რომლებიც აზიანებენ აღმოსავლური  ნაძვს  -Picea orientalis L. და იწვევენ მცენარის ხმობას. ასევე განხილულია მავნე ქერქიჭამიების ბუნებრივი მტრები - ენტომოფაგები და ენტომოპათოგენური  მიკროორგანიზმები. საველე კვლევები განხორციელდა შუახევის მუნიციპალიტეტში ზ.დ 700-900 მ. ფარგლებში, ხოლო ხულოს მუნიციპალიტეტში ზ.დ. 1200-1500 მეტრი სიმაღლის ფარგლებში. კვლევისათვის გამოყენებული იქნა მარშრუტული ექსპედიციის, კვადრატის და მწერების რკვევა-იდენტიფიკაციის მეთოდები. მიღებული მონაცემების სტატისტიკური დამუშავება მოხდა მათემატიკური მოდელირების  IMB – SP SS 23 პროგრამის საშუალებით. კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ შუახევისა და ხულოს ნაძვნარ კორომებში აღმოსავლური ნაძვის - Picea orientalis L. დაზიანებას და მცენარის ხმობას იწვევს ქერქიჭამიების სამი სახეობა: Ips typographus Linnaeus, Ips sexdentatus Boerner და Dendroctonus micans Kugelann. ასევე დავადგინეთ, რომ სამივე სახეობა ქერქის ქვეშ ცხოვრობს ერთად. დადგენილი იქნა მათი გავრცელების ოპტიმალრი ზღვარი. ჩვენს მიერ შესწავლილია აღნიშნული სახეობების ბიოეკოლოგია, მკვებავ მცენარეზე გავრცელების ადგილსამყოფელი და მათი ბუნებრივი მტრები (ენტომოფაგები და ენტომოპათოგენური მიკროორგანიზმები) - Rhizophagus dispar Paykull (Coleoptera, Monotomida), Rhizophagus grandis Gtllenhal (Coleoptera, Monotomida), Thanasimus Formicarius Linnaeus (Coleoptera, Cleridae), Controtylenchus diplogaster (Nematoda, Diplogasteridae), Gregarina typographi (Apicomplexa, Gregarinidae), Chytridiopsis typographi (Microsporidia, Chytridiopsida), Beauveria bassiana (Sordariomycetes, Beauveria).

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.