ანოტაცია
ნაშრომის მთავარი მიზანი იყო შეგვესწავლა თუ რა როლი აქვს ადგილის მარკეტინგს იმერეთის რეგიონის, კერძოდ ქალაქ ქუთაისის ტურიზმის პოტენციალის განვითარებაში, რომელიც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს ქალაქის მდგრად განვითარებას. ასევე ნაშრომში საუბარია რეგიონისა და ქალაქის მდგრადი განვითარების მნიშვნელობასა და მიზნებზე, რომელშიც დიდი ადგილი უკავია რეგიონის განვითარების პოლიტიკას. კვლევის ანალიზმა, რომლის მიზანი იყო შეგვესწავლა რა როლი აქვს ადგილის მარკეტინგს ქალაქ ქუთაისის ტურიზმის პოტენციალის განვითარებაში, რესპოდენტების 73,7% მიაჩნიათ, რომ ყველაზე მომგებიანი ქუთაისისათვის იქნებოდა კულტურული ტურიზმის განვითარება. ამასთან ადგილის რესპოდენტების 66,7% მიაჩნიათ, რომ ადგილის მარკეტინგის ძირითადი ობიექტი უნდა იყოს როგორც საშინაო ისე საგარე ბაზარი, რადგან 26,3% ადგილობრივი მოსახლეობის არა აქვს მონახულებული ყველაზე საინტერესო და მიმზიდველი ადგილები, ამიტომ ეს გვაძლევს შიდა ბაზრისათვის ვიზიტორების გაზრდის საშუალებას. ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის ფაქტი, რომ რესპოდენტების 68,4% მიაჩნიათ ტურიზმის განვითარების დონე ქუთაისში არის საშუალო, ხოლო 21,1% თვლის რომ დაბალია, რაც გამოიხატება ინფორმაციის ნაკლებობაში საინფორმაციო ცენტრების საქმიანობის შესახებ. ასევე არაა საინფორმაციო რეკლამები იმ ღირსშესანიშნაობების შესახებ, რომელიც საშუალებას მისცემდა პოტენციურ მომხმარებელს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ, მოენახულებინათ ეს ადგილები.
საბოლოოდ სტატიაში ყურადღება გავამახვილეთ იმ პრობლემებზე, რომელიც ხელს უშლის ტურიზმის განვითარებას იმერეთის რეგიონში, კერძოდ ქუთაისში, ესენია:
- იმერეთის რეგიონის ინფრასტრუქტურა (გზები, სასტუმროები და სხვა) არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს ტურიზმის დარგის;
- ამ სფეროში არ ხდება საკმარისი ინვესტიციის ჩადება, რაც მეტად წარმოაჩენს და განავითარებს ტურისტულ ობიექტებს;
- გიდების მომსახურების დონე დაბალია;
- მოუწესრიგებელია ტრანსპორტი;
- ფინანსები არასწორადაა გადანაწილებული;
- არაა სათანადო ყურადღება რეგიონის და ქალაქის ხელმძღვანელობის მხრიდან.
ჩვენი აზრით, ყოველივე ზემოთ ნათქვამის გათვალისწინებით და გამოსწორების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება იმერეთის რეგიონის, კერძოდ ქალაქ ქუთაისის ტურიზმის პოტენციალის უფრო მეტად განვითარება, რაც მნიშვნელოვნად იმოქმედებს ვიზიტორების რაოდენობაზე და საბოლოო ჯამში ქალაქის ეკონომიკურ მდგომარეობას გააუმჯობესებს, რაც ქალაქს უფრო მდგრად გახდის.
წყაროები
https://georgia.un.org/ka/sdgs/1
https://www.slideshare.net/MarikaRekhviashvili1/pdf-255821819
https://www.ipovesastumro.ge/ka/sastumroebi/kutaisi/
https://sendpulse.com/ru/support/glossary/territorial-marketing
https://www.geostat.ge/ka/modules/categories/93/regionuli-statistika
http://www.concordtravel.ge/portal/alias__concordtravel/lang__ka-ge/tabid__1373/default.aspx სასტუმროები ქუთაისში
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური https://www.geostat.ge/ka/modules/categories/102/utskhoel-vizitorta-statistika
https://www.geostat.ge/ka/modules/categories/93/regionuli-statistik
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .
საავტორო უფლებები (c) 2024 ქართველი მეცნიერები