პოტენციური შეუღლებული ორგანული ლუმინოფორბის სინთეზი 2-პ-ბიფენილინდოლების საფუძველზე

2-ფენლინდოლი მაკმურის რეაქცია ლუმინოფორები

ავტორები

ტომ. 6 No. 3 (2024)
სტატიები
სექტემბერი 11, 2024

ჩამოტვირთვები

ფლუორესცენტული თვისებების მქონე ნაერთები ფართოდ გამოიყე­ნე­ბა მედიცინასა და მრე­წვ­ელო­ბის მრავალ დარგში. განსაკუთრებით მნიშვნელო­ვა­ნი და აქტუალურია მათი მოხმარება  უჯრედების მარკირებისათვის, მაღალ ეფექ­ტუ­­რი დიოდური მზის ენერგიის სანათებში და შუქდიოდებში (OLED ეკრანებში) ასე­­ვე ორგანულ დანამატად პეროვსკი­ტიკულ სისტემებში [1]. ჩვენი სამუშაოს მი­ზანს წარმოადგენდა პოტენციური ფლუორესცენტული უნა­რის მქონე ახალი შეუ­ღ­ლებული ბის-ინდოლების სინთზი. მიზნობრივი შეუღლებული 1,2-ბის(2-ფენილ-1H-ინდოლ-3-ილ)ეთენების სინთე­ზი განვა­ხორ­ცი­­ელეთ 2-ფენილ-1H-ინდოლ-3-კარბალდეჰიდების კონდენ­სა­ცი­ის რეაქ­­ციით მაკმურის რეაქ­ცი­ის საფუძველზე. დავადგინეთ რეაქციის ოპტიმალური პირო­ბები. კვლევის ფიზიკური მეთოდე­ბით შევისწავლეთ მიზ­ნობ­რივი პროდუქ­ტე­­ბის აღნაგობა. ულტრაიისფერი სპექტროსკოპიის საშუალებით დავადგინეთ, რომ ჩვენს მიერ სინთეზირებულ ნაერთებს აქვთ ფლუორეცენციის უნა­რი.