4.1 მედიცინა

გულის რუბტურა - თირკმელზედა ჯირკვლის ქერქოვანი შრის სიმსივნის გართულება - შემთხვევის განხილვა

რუბტურა აუტოფსია ექსპერტიზა ადენომა ინციდენტალომა თირკმელზედა ჯირკვალი

ავტორები

ტომ. 6 No. 2 (2024)
სტატიები
June 10, 2024

ჩამოტვირთვები

თირკმელზედა ჯირკვლის ადენომა, როგორც წესი კეთილთვისებიანი ნეოპლაზიებია, რომელიც წარმოიქმნება თირკმელზედა ჯირკვლის ქერქიდან. ადენომების უმეტესობა ჰორმონს არ გამოიმუშავებს, შეუძლიათ წარმოქმნან თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ჰორმონები გადაჭარბებულად. თუმცა აღწერილია შემთხვევები, როდესაც აღნიშნული ტიპის სიმსივნეები გამოიმუშავებს კატექოლამინებს, რომელთაც  ახასიათებს კარდიოტოქსიურობა. კვლევების უმეტესობა მიმართულია თიკრკმელზედა ჯირკვლის ტვინოვანი შრის სიმსივნეებისაკენ, რომლებიც ვითარდება ქრომაფინული უჯრედების და ნეირონების გადაგვარების შედეგად. მათი უმეტესობა ასინთეზებს და გამოყოფენ კატექოლამინებს. ჩვენს მიერ განხილული აკა-ს შემთხვევა წარმოადგენს ფუნქციურ სიმსივნეს, რომლის ქრონიკული ჰორმონული აქტივობა, გამოვლინდა კარდიომიოციტების ჰიპერტროფიით, ინფარქტის ჩამოყალიბებით, რამაც მიგვიყვანა საბოლოო შედეგთან რასაც გულის რუბტურა ჰქვია.

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.