კონსტრუქციული ჟურნალისტიკა როგორც სენსაციურობის ალტერნატივა -სპეციფიკა და ამოცანები

კონსტრუქციული ჟურნალისტიკა გამოსავლის ძიებაზე ორიენტირებული ჟურნალისტიკა პოზიტიური ფსიქოლოგია

ავტორები

ტომ. 5 No. 4 (2023)
სტატიები
October 3, 2023

ჩამოტვირთვები

თანამედროვე ეტაპზე კარგად მომზადებული ახალი ამბავი ძირითადად ხუთ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს: უნდა იყოს ოპერატიული, მნიშვნელოვანი, შეეძლოს იდენტიფიცირება, შეიცავდეს სენსაციასა და კონფლიქტს. თუმცა, აშკარაა, რომ ამ კრიტერიუმებით მომზადებულ „კარგ ახალ ამბავს“ დღითიდღე უმცირდება მაყურებელი. რატომ? პასუხი მარტივია - ჟურნალისტი კარგავს ნდობას. სწორედ ამიტომ, აღნიშნული კრიტერიუმები ხშირად გამხდარა ფართო განხილვის საგანი. ამ რეალობამ ბიძგი მისცა ახალი ხედვის ჩამოყალიბებას, რომლის მიხედვითაც კარგად შედგენილი ახალი ამბავი კი არ უნდა კარგავდეს მაყურებელს, არამედ უნდა განამტკიცებდეს ნდობას მედიასა და მოქალაქეებს შორის. ჟურნალისტიკის მხოლოდ ასეთ მოდელს შეუძლია დემოკრატიული დიალოგის გაძლიერება და საზოგადოების ერთიანობის ხელშეწყობა. გამოსავლის ძიებაზე ორიენტირებული ჟურნალისტიკა (Solution Journalism) შეიძლება ჩაითვალოს ჟურნალისტიკის კონტექსტურ ფუნქციად, ჟურნალისტიკის უფრო საფუძვლიან სახეობად, რომელსაც ასევე მოიხსენიებენ, როგორც „ინტერპრეტაციული გაშუქება, სიღრმისეული რეპორტაჟი, გრძელვადიანი ჟურნალისტიკა, განმარტებითი რეპორტაჟი და ანალიტიკური რეპორტაჟი“ (Fink, 2014). გადაწყვეტილებების ჟურნალისტიკა ასევე შეიძლება განთავსდეს მსგავს, მაგრამ უფრო სპეციფიკურ კატეგორიაში, რომელსაც ეწოდება კონსტრუქციული ჟურნალისტიკა, რომელიც „მოიცავს პოზიტიური ფსიქოლოგიის ტექნიკის გამოყენებას ახალ ამბებზე მუშაობაში, რათა შეიქმნას უფრო პროდუქტიული, ჟურნალისტიკის ძირითადი ფუნქციების ერთგული საინტერესო ისტორიები“ (McIntyre, 2017). მაკინტაირი აღწერს კონსტრუქციულ ჟურნალისტიკას, როგორც „კონტინიუმს“ და არა დიქოტომიას. აქცენტი გაშუქების „პირდაპირი“ სტილიდან (მაგ., მშვიდობა კონფლიქტის წინააღმდეგ), გადააქვს  ყოვლისმომცველ საგამოძიებო გაშუქებაზე. „კონსტრუქციული ჟურნალისტიკა არის პასუხი თანამედროვე მედიის ახალი ამბების მზარდ ტაბლოიდურობაზე, სენსაციონალიზმსა და ნეგატიურ მიკერძოებაზე“ (იორდგენსენი ქ. ლ., რისბრო ი.,2021). ნეგატიური მიკერძოება აძლიერებს ადამიანის ბუნებრივ მიდრეკილებას, მიანიჭოს უფრო მეტი ღირებულება ნეგატიურ ამბავს, ვიდრე პოზიტიურს. ამასთანავე, ცნობილია, რომ ნეგატიურ ამბავს უფრო დიდი გავლენა აქვს ადამიანზე და გონებაში დიდხანს რჩება. ამ ფენომენს შეისწავლის სოციალური ფსიქოლოგია. შედეგად, თანამედროვე ჟურნალისტებს, რომლებიც უნდა განვითარდნენ „fake news”-ისა და ე.წ. პოსტ-სიმართლის ერაში, მთელ მსოფლიოში აკრიტიკებენ მზარდი ნეგატიური ახალი ამბების გაშუქების გამო. გამოსავალი კონსტრუქციული ჟურნალისტიკაა, რომელიც საშუალებას მისცემს თანამედროვე მედიას, დაიბრუნოს საზოგადოების ნდობა, რაკი მას შესთავაზებს წამოჭრილი პრობლემებიდან გამოსავლის ძიების გზას.

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 8 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.