ფერთა ჰარმონიზაცია ქართულ ორნამენტში
PDF (English)

საკვანძო სიტყვები

ორნამენტი
ფერი
ჰარმონიზაცია
აღქმა
ქართული კოსტიუმი
დომინანტი ფერი
ფორმა
კულტურული მემკვიდრეობა

როგორ უნდა ციტირება

ლურსმანაშვილი ლ., კვანტიძე გ., & ფაილოძე ნ. (2022). ფერთა ჰარმონიზაცია ქართულ ორნამენტში. ქართველი მეცნიერები, 4(5), 369–382. https://doi.org/10.52340/gs.2022.04.05.41

ანოტაცია

ნაშრომში განხილულია ქართულ ორნამენტში გამოყენებილი ფერების კვლევის საკითხები.  ორნამენტი ქართულ ეთნოგრაფიულ სინამდვილეში მრავალფეროვნადაა წარმოდგენილი საერო-საეკლესიო სამოსში, ფეხსაცმელში, ხალიჩურ ნაწარმში, იარაღში, სამკაულში, ქვითხუროობაში, ხითხუროობაში, მეთუნეობაში და სხვ. ფერთა უხვი პალიტრითაა გადმოცემული ორნამენტი ფერწერულ იკონოგრაფიაში, ხელნაწერ წიგნებსა და მინიატიურებში. ორნამენტი, როგორც ქართული კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლი, ეროვნული იდენტობისა  და თვითმყოფადობის მატარებელია. საქართველოში ტურიზმის განვითარებას თან მოჰყვა ეთნოგრაფიული ნივთების კომერციალიზაცია,  ვხვდებით  უხეშ  უზუსტობებს - ფორმების, წარმოშობის, დომინანტი ფერებისა და შემკულობების თვალსაზრისით.  ხშირად ნაკეთობებზე  გამოსახული ორნამენტების არც ფორმას და არც ფერთა შეხამებას საერთო არ აქვს ძველ ქართულ ორნამენტთან. გაჩნდა საშიშროება იმისა, რომ გაგრძელდეს სტილიზირება  და საზოგადოების არაინფორმაციულობამ განაპირობოს მისი სრული აღრევა და მივიწყება. ქართულ სამეცნიერო სივრცეში ორნამენტი შესწავლილია როგორც მხატვრული, ასევე სიმბოლური თვალსაზრისით. მიუხედავად საკითხის კვლევის არსებული მდგომარეობისა, ჯერ კიდევ არ მომხდარა  ქართული ორნამენტის სისტემატიზაცია ფორმის, ფერისა და სიმბოლური მახასიათებლების მიხედვით და მათი რაციონალური გამოყენება სხვადასხვა ტექნოლოგიებში ორიგინალური ფორმისა და ფერის შენარჩუნებითა და დაცვით.  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტი „ძველი ქართული ნაქსოვი ორნამენტის სახეობების კვლევა და მემკვიდრეობის ძეგლის მოძიებას, შესწავლა-გაანალიზებას, სისტემატიზაციასა და კლასიფიცირებას თანამედროვე საფეიქრო ტექნოლოგიებში დანერგვის მიზნით. პროექტის განხორციელებაში  ერთ-ერთი მნიშვნელოვანია  ყოფაში გამოყენებული  ფერთა გამის, ფერთა შეხამების, ჰარმონიულობის, შეპირისპირების ან მათი კონტრასტულობის და გამოყენებული საღებარების   (ქიმიური/ ბუნებრივი შესაღები მასალა) მოძიება და შესწავლა, რისთვისაც დაიგეგმა სამეცნიერო ჯგუფის მივლინებები აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში (ბოლნისი, გორი, სიღნაღი, თელავი,  ალვანი ,თუშეთი). მივლინებების პერიოდში  რეგიონულ და კერძო მუზეუმებში დაცული მასალისა და ყოფაში (ოჯახებში) შემორჩენილი ნივთების მიხედვით, მოხდა მოძიებული ორნამენტის სახეებისა და ფერების ფოტოფიქსაცია, ჩატარდა  ინტერვიუები არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მატარებლებთან, მოხდა ჩაწერა  შემდგომი  დამუშავების მიზნით. მატერიალური კულტურის ძეგლებიდან საგანგებოდ შევისწავლეთ ეკლესია-მონასტრების, სალოცავებისა და ძველი საცხოვრებელი სახლების შიდა და გარე ინტერიერში არსებული დეკორი, მოხდა მათი ფოტოფიქსაცია, ზემოთ აღნიშნული თანმიმდევრობით კვლევისათვის.

   

https://doi.org/10.52340/gs.2022.04.05.41
PDF (English)

წყაროები

დოლიძე ნ., დათუაშვილი მ., უგრეხელიძე ი., ჩარკვიანი ი., ჩირგაძე ქ., ლურსმანაშვილი ლ., კვანტიძე გ., 2017: ქართული ეროვნული სამოსის ილუსტრირებული ცნობარი. მონოგრაფია. გამომც. აწსუ. ქუთ.

დოლიძე ნ., დათუაშვილი მ., უგრეხელიძე ი., ჩარკვიანი ი., ჩირგაძე ქ., ლურსმანაშვილი ლ., კვანტიძე გ.,2017: ქართული ეროვნული სამოსის კონსტრუქტორული და ტექნოლოგიური დაგეგმარება. მონოგრაფია. აწსუ გამომც. ქუთ.

დოლიძე ნ., დათუაშვილი მ., უგრეხელიძე ი., ჩარკვიანი ი., ჩირგაძე ქ., ლურსმანაშვილი ლ., კვანტიძე გ., 2017: ქართული ეროვნული სამოსის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი. აწსუ გამომცემლობა. ქუთ.

კვანტიძე გ., 2018: ქართული სამოსის ორნამენტი. მონოგრაფია. გამომცემლობა სვეტი. თბ.

კვანტიძე გ., 2019: ქართული ჩაცმულობა (XVI-XVIII სს,), მონოგრაფია, თბილისი

თოფურია ნ., 1953: მასალები ვაზის კულტურის ისტორიისათვის საქართველოში, მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა. თბ.

კალანდია, გ. 2017: ქსოვილი საქართველოდან. რედ. გ. კვანტიძე, საქართველოს ხელოვნების სასახლე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო. გამომც. „ფავორიტი“. თბ.

ხიდაშელი, მ. 2010: არქაული ხანის გეომეტრიული სიმბოლოები, საქართველოს ძველი კულტურის საკითხები, თბ.

ხიდაშელი, მ. 2010 : ფერის სიმბოლიკა მახლობელი აღმოსავლეთის ადრესამიწათმოქმედo კულტურებსა და ქართულ ხალხურ კულტურაში, საქართველოს ძველი კულტურის საკითხები, თბ.

ღონღაძე, გ. 2004: ფერთამეტყველება ქართულ შელოცვებში. ქართველური მემკვიდრეობა. VIII. თბ.

"ხელმწიფის კარის გარიგება" 1970: ქართული სამართლის ძეგლები, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევები, ლექსიკონები და საძიებლები დაურთო ი. სურგულაძემ, გამომც. „საბჭოთა საქართველო“, თბ.

Creative Commons License

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .

Downloads

Download data is not yet available.

Metrics

Metrics Loading ...