ანოტაცია
ფიზიკური განვითარების მაჩვენებლების ცვლილება ნორმის ფარგლებში ერთ-ერთია, რომელიც გვიჩვენებს ადამიანის ორგანიზმის დინამიურ განვითარებას. დაკვირვებისათვის აღებულია სხეულის სიგრძე, მასა, თავისა და გულმკერდის გარშემოწერილობა. მოცემული ნაშრომის მიზანია ფიზიკური განვითარების მაჩვენებლების ცვლილებების ანალიზი, ცხოვრებისეულ ანამნეზთან კავშირში, რომელიც ჩატარდა დაწყებითი კლასების პრაქტიკულად ჯანმრთელ მოსწავლეებში, 2018 წლის გაზაფხულიდან მოცემულ მომენტამდე. დაკვირვებას კვლავ ვაწარმოებდით ქუთაისის სამ სკოლაში, უკვე მეხუთე კლასის მოსწავლეებში, იგივე ბავშვებში. ამ დროისათვის გაანალიზებულმა ფიზიკური განვითარების საშუალო მაჩვენებელმა გვიჩვენა:
- 10 და 11 წლის ბავშვთა შორის ფიზიკური განვითარების საშუალოზე მაღალი მაჩვენებლები დაფიქსირდა 73,9% შემთხვევაში, ორივე სქესის წარმომადგენლებში ერთად. თუმცა მათგან თითქმის ნახევარს ჰქონდა საშუალო მაჩვენებლებთან მიახლოებული მონაცემები. მაღალი მაჩვენებლები უმეტესად კვლავ დაფიქსირდა მაღალი ფიზიკური განვითარების მაჩვენებლების მქონე მშობლების ბავშვებში, აგრეთვე მოსწავლეებში, რომლებიც დაიბადნენ საკმარისი შუალედის შემდეგ მშობიარობებს შორის (4 წლამდე) და სადაც არ იყო სამედიცინო აბორტი ამ შუალედში. სადაც ანამნეზში არ ჰქონდათ რაიმე სერიოზული დაზიანება საყრდენ–მამოძრავებელი სისტემაში.
- 4 წლის განმავლობაში მოსწავლეებში შესაბამისი მატება განიცადა ანალიზისათვის აღებულმა ფიზიკური განვითარების ყველა საშუალო მაჩვენებელმა. ეს მნიშვნელოვანია ბოლო 2 წლის შეზღუდვებისა და ზოგიერთი მათგანისათვის გადატანილი კოვიდ ინფექციის ფონზე.
- და კვლავ საშუალო მაჩვენებლები ძირითადად დაფიქსირდა იმ ბავშვებში, რომელთა დედებს ორსულობის პერიოდში ჰქონდათ გარკვეული კორექტირებადი ექსტრაგენიტალური პათოლოგიები, დამძიმებული სამეანო და გინეკოლოგიური ანამნეზი, ხანმოკლე პერიოდი მშობიარობებს შორის(2 წლამდე). მიუხედავად მშობლების მაღალი ფიზიკური განვითარების მაჩვენებლებისა. რა თქმა უნდა, უფრო სრულყოფილი და სარწმუნო მონაცემებისათვის საჭიროა გამოკვლეულ ბავშვების მეტი რაოდენობა, კვლევის სხვა მეთოდების ჩართვა, დინამიკაში დაკვირვების გაგრძელება მინიმუმ 10 წლის მანძილზე. ეს იქნება მომავალი მუშაობის საგანი, რის შედეგადაც შეგვიძლია დავდოთ უფრო მეტად ამომწურავი ინფორმაცია.
წყაროები
ზარანდია მ.ი. ბავშვის განვითარების კანონზომიერებანი თბ.მეცნიერება 1985წ.-211გვ.
კაციტაძე გ.ზ. აფხაზეთიდან დროებით ადგილნაცვალ ოჯახებში დაბადებულ ახალშობილთა და ადრეული ასაკის ბავშვთა ფიზიკური განვითარების მაჩვენებელი საკანდიდატო დისერტაციის ავტორეფერატი თბილისი 2001 წ.- 27 გვ.
შუკაკიძე ა.ქ. რუსთავის სკოლამდელი ასაკის ბავშვთა ფიზიკური განვითარების მაჩვენებლები საკანდიდატო დისერტაციის ავტორეფერატი. თბილისი 1992წ.- 23 გვ.
Alfredo R. Tinajero and Anaïs Loizillon -The Review of Care, Education and Child Development Indicators in Early Childhood -Desk review prepared for UNESCO on existing indices and indicators-2012
Butenko H. ,Goncharova N.,Salenko V., Tolchieva H.,-Physical condition of primary school children in school year dynamics-Journal of Physical Education and Sport 2017(2):543 - 549
Баранов А. А. Состояние здоровья современных детей и подростков и роль медико-социальных факторов в его формировании Вестн. РАМН. – 2009. – №5. – С. 6–11.
Беляков В.А. Физическое развитие детей школьного возраста, проживающих в Кирове, за 10-летний период Вісник ЛНУ імені Тараса Шевченка. – 2012. – №8 (243). – С. 11.
Виноградов П.А., Жолдак В.И. и др. Основы физической культуры.Челябинск, 1997. – 80 с.
Власова И.Н. Методы комплексной оценки состояния здоровья детей раннего возраста: метод. реком. – Нижний Новгород, 1998. – 37 с.
Дегтярев И.П. Физическое развитие. Киев 2005 – ст.23-48
Еренков В.А. Клиническое исследование ребенка / В.А. Еренков.– К.: Здоровье,1984.–336 с.
Лаптев А. Управление физическим развитием. – Москва. 2003 - 180ст
Хорошева Т.А., Бурханов А.И. Морфофункцио¬нальные особенности развития организма учащихся начальных классов // Гигиена и санитария. – 2006. – № 4. – С. 58–60.
. Щуров В.А., Могеладзе Н.О., Горбачёва Л.Ю. Децелерация роста тела детей как форма адаптации к изменившимся социально-экономическим условиям жизни Фундаментальные исследования
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .