მოზარდებზე საინფორმაციო საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გავლენის ასპექტები

ავტორები

აღსანიშნავია, რომ მოზარდებზე ეფექტური პედაგოგიური ზემოქმედების მისაღ­წე­ვად, მნიშვნელოვანია მათთვის მეცნიერული ცოდნის მიწოდება პიროვნების  ინდი­ვი­დუ­ა­ლური მახასიათებლების შესახებ. ცოდნის ობიექტურობა კი, დამოკიდებულია იმაზე, თუ შე­დეგები რამდენად მეცნიერული და ობიექტური  მეთოდებით არის მიღებული. ფსიქო­ლო­გიური და პედაგოგიური შემოწმების სპეციფიკა მდგომარეობს მოზარდის განვი­თა­რების ფენომენების სისტემატურ ანალიზში. თანამედროვე განათლების გლობალური მიზანია  მოზარდების განვითარების შემდგომი ჰუმანური მიდგომის პირობების შექმნა. ჩვენ მიერ განხორციელებული კვლევა ჩატარდა 2022 წლის ივნისი-აგვისტოს პე­რი­ოდში. კვლევის სამიზნე ჯგუფი იყო საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა უმაღ­ლე­სი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები.   კვლევა ანკეტირების მეთოდით განხორციელდა და სულ გამოიკითხა 16-20 წლის 186 ადამიანი (76 ბიჭი და 110 გოგონა). ჩვენს კვლევაში ყურადღება გამახვილებულია იმ ფაქტზე, რომ საზოგადოების გან­ვი­თარების ამჟამინდელ ეტაპზე ნებისმიერ სამეცნიერო სფეროში გამოიყენება ინ­ფორ­მა­ციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიღწევები, პირდაპირ თუ ირიბად. დღე­ის­ათვის, შეუძლებელია უარყო ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფის სა­შუა­ლებების განათლების სფეროში არსებობა და მათი საჭიროება. ნაშრომში ჩანს, რომ ამ მხრივ, თანამედროვე პირობებში აქტუალური პრობლემაა განათლების სფეროში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი დიაგნოსტიკური ფსიქოლოგიური და პედაგოგიური მეთოდების დაუფლება. ნაშრომში აღნიშნულია საინფორმაციო საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამო­ყე­ნე­ბა განათლებაში, რომელიც განპირობებულია მთლიანად ინფორმაციული საზო­გა­დო­ების შექმნით და განვითარებით, მათი დანერგვა განათლებაში საშუალებას იძლევა დააჩქაროს ცოდნის გადაცემა, კაცობრიობის დაგროვილი ტექნოლოგიური და სო­ცი­ა­ლური გამოცდილება, აუმჯობესებს სწავლების და განათლების ხარისხს. მნიშ­ვნე­ლო­ვანი ფაქტორია ინფორმაციული საზოგადოების მოთხოვნების შესაბამისი განათლების სისტემის შესაქმნელად. სტატია ეხება საინფორმაციო საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დატვირთვის დო­ნის გავლენის აქტუალურ საკითხებს კერძოდ, მოზარდების კომპიუტერზე მუშაობის სო­ცი­ალურ და ფსიქოლოგიურ  ასპექტებს. ჩატარდა გამო­კითხვა 16-20 წლის 186 სტუ­დენ­ტზე (ბიჭები და გოგონები). გამოკითხულთაგანში გა­ნი­საზღვრა კომპიუტერის დატ­ვირ­თვის დონის სტრუქტურა, მათ შორის სქესის მიხედვით. გაანალიზებულია მო­ზარ­დების მუშაობის თავისებურებები პერსონალურ კომპიუტერებზე: კომპიუტერის გამო­ყე­ნება სამეცნიერო მიზნებისთვის, სწავლისთვის, დასასვენებლად, ინ­ტერ­ნე­ტის სოცი­ა­ლურ ქსე­ლებში ყოფნა. ჩატარდა კომპიუტერთან მუშაობის დროს სხვადასხვა სახის აქტივობების შე­და­რებითი ანალიზი (ჭამა, დალევა, მუსიკის მოსმენა ყურსასმენებით) კო­მპი­უტერით დატვირთვის დო­ნეების: დაბალი, საშუალო და მაღალის მიხედვით. დად­გინ­და ტე­ლე­ვი­ზიის ყურების ხან­გ­რ­ძ­ლი­ვობა, სუფთა ჰაერზე სიარულის დრო და ღამის ძილის ხან­გრძლივობა მოზარდებს შორის კომპიუტერის დატვირთვიდან გამომდინარე. მოცე­მუ­ლია ჩივილებისა და არასასურველი კლინიკური გამოვლინებების ანალიზი, რო­მ­ლებიც გამო­წ­ვეულია ხანგრძლივი კომპიუტერის დატვირთვით. ჩვენ შევეცადეთ თავალსაჩინოდ გამოგვეტანა თუ რამდენად აუცილებელია თა­ნა­მედროვე კომპიუტერული მეთოდების დანერგვა, რომელიც განსაკუთრებით აად­ვი­ლებს მიღ­წე­ვების დონისა და სწავლის დინამიკის რუტინული კონტროლის ამოცანას. აგრეთვე აღნიშნულია თუ რა  გავლენა აქვს საინფორმაციო საკომუნიკაციო ტექ­ნო­ლოგებს მოსწავლის განათლებისა და აღზრდის პროცესზე, რადგან ცვლის ცოდნის გადაცემის სქემას და სწავლების მეთოდებს. ამასთან, საინფორმაციო საკომუნიკაციო ტექნოლოგების დანერგვა განათლების სისტემაში არა მხოლოდ გავლენას ახდენს სა­გან­მანათლებლო ტექნოლოგიებზე, არამედ  ნერგავს ახლს განათლების პროცესში. სტა­­ტიაში ყურადღება გამახვილებულია განათლებაში საინფორმაციო საკომუნიკაციო ტექნოლოგების დანერგვის გზებზე:

  • საწყისი, რომელიც დაკავშირებულია კომპიუტერების ინდივიდუალურ გა­მო­ყე­ნე­ბასთან, ძირითადად განათლების სისტემის ორგანიზებისთვის, მისი ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­უ­ლი მართვისა და მართვის პროცესის შესახებ ინფორმაციის შესანახად;
  • თანამედროვე, რომელიც დაკავშირებულია კომპიუტერული სისტემების შექ­მ­ნას­თან, ინტერნეტთან და საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების დაახლოებასთან;
  • მომავალი, რომელიც დაფუძნებულია ახალი ICT-ების საგანმანათლებლო ტექ­ნო­ლო­გიებთან ინტეგრაციაზე.

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

<< < 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.