კანის ლეიკოციტოკლაზიური ვასკულიტი (შემთხვევის აღწერა)
PDF (English)

როგორ უნდა ციტირება

ხარძეიშვილი ო., ჩიხლაძე რ., & კოჭლამაზაშვილი ბ. (2026). კანის ლეიკოციტოკლაზიური ვასკულიტი (შემთხვევის აღწერა). თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული, 53, 131–134. Retrieved from https://journals.4science.ge/index.php/CSW/article/view/4607

ანოტაცია

ტერმინი ლეიკოციტოკლაზიური ვასკულიტი, ანუ სხვაგვარად -”ზემგრძნობელობითი ანგიიტი (ვასკულიტი)” პირველად ნახსენები იქნა Dეეკ P.M., შმიტჰ ჩ.ჩ., ჭეეტერ ჟ.ჩ. ერთობლივ შრომაში 1948 წელს, სადაც აღნიშნული იყო კანის პურპურა და ნეკროზული ვასკულიტი შრატის გამოყენების ფონზე [1]. შემდგომში ტერმინთან “ზემგრძნობელობითი ვასკულიტი” ერთად გამოიყენებოდა ტერმინები: “წამლისმი-ერი ვასკულიტი” ან “ალერგიული ვასკულიტი” - იმისდა მიხედვით, თუ კანის იზოლირებული ვასკულიტის გამოვლინება შესაბამისად პირველადი იყო, თუ მეორადი.

თანამედროვე ლიტერატურაში, ამ მიმართებით, უპირატესად გამოიყენება ტერმინი ლეიკოციტოკლაზიური ვასკულიტი, როგორც კანის იზოლირებული ფორმა, ანუ სისტემური ვასკულიტის და გლომერულონეფრიტის გამოვლინების გარეშე. ეს ცნება შემოღებულ იქნა იმ კონსენსუსის საფუძველზე, რომელიც მიღწეული იყო ვასკულიტების კლასიფიკაციის საერთაშორისო კონფერენციებზე ჩჰაპელ Hილლ ჩონსენსუს ჩონფერენცეს (ჩHჩჩ) (1994 ანდ 2012) და გამოიყენება ალერგიული ვასკულიტის კონტექსტში [2,3].

PDF (English)

Downloads

Download data is not yet available.