ნაწლავური მიკროფლორის მნიშვნელობა შაქრიანი დიაბეტი ტიპი-2-ით და ინსულინრეზისტენტობით დაავადებულ პაციენტებში
PDF

საკვანძო სიტყვები

შაქრიანი დიაბეტი
ინსულინრეზისტენტობა
ნაწლავის მიკროფლორა

როგორ უნდა ციტირება

ქათამაძე ნათია, ყანდიაშვილი თამარ, მეტრეველი დავით, & გორდელაძე დავით. (2021). ნაწლავური მიკროფლორის მნიშვნელობა შაქრიანი დიაბეტი ტიპი-2-ით და ინსულინრეზისტენტობით დაავადებულ პაციენტებში. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული, 54, 141–143. https://doi.org/10.52340/csw.2021.435

ანოტაცია

შაქრიანი დიაბეტი არაგადამდებ ქრონიკულ დაავადებათა შორის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. მრავალ ქვეყანაში შაქრიანმა დიაბეტმა ეპიდემიის სახე მიიღო და სიკვდილიანობის მიზეზებს შორის ერთ-ერთი პირველი ადგილი უჭირავს.

ანტიჰიპერგლიკემიური აგენტების დღეს არსებული მრავალრიცხოვანი ჩამონათვალის მიუხედავად, ჯერ ვერ ხერხდება პაციენტებში სტაბილური ნორმოგლიკემიის სრულფასოვანი მიღწევა და სიცოცხლისათვის საშიში გართულებების თავიდან აცილება.

ცნობილია, რომ ადამიანის ორგანიზმი მასპინძლობს ბაქტერიების ტრილიონამდე რაოდენობას,თუმცა მასპინძელ ორგანიზმზე მათი გავლენას ყველა შესაძლო მექანიზმი და შედეგი ჯერჯერობით ბოლომდე შესწავლილი არ არის.

ექსპერიმენტალად დადასტურებულია, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის ნორმალიზებას და დადებითად მოქმედებს შაქრიანი დიაბეტის მიმდინარეობაზე.

ჩვენი კვლევის მიზანი იყო შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2 ის და ინსულინრეზისტენტობის მქონე პაციენტებში გასტროინტესტინური ტრაქტის დარღვევების გამოვლენა. შემუშავებულ იქნა კითხვარი, რომელიც შეიცავდა 10 კითხვას. პასუხების მიხედვით მოხდა პაციენტების შერჩევა კვლევის შემდგომი ეტაპისათვის. კერძოდ შერჩეული იქნა ის პაციენტები, რომლებიც საჭიროებდნენ ნაწლავის მიკროფლორის გამოკვლევას დისბაქტერიოზის გამოვლინების მიზნით.

კითხვარის საფუძველზე გამოვლენილი მსგავსი გასტრო-ინტესტინური დარღვევების მქონე ორივე ჯგუფის პაციენტებს ჩაუტარდათ ნაწლავის მიკროფლორის კვლევა, რომელმაც დაადგინა ლაქტობაცილების მკვეთრი ნაკლებობა და დაადასტურა  ნაწლავური მიკროფლორის აღდგენის მიზანშეწონილობა შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2 სა და ინსულინრეზისტენტობის მქონე პაციენტებში, მათი კლინიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და დაავადებების გართულებების პროფილაქტიკის მიზნით.

https://doi.org/10.52340/csw.2021.435
PDF

წყაროები

Everard A, Cani PD. Diabetes, obesity and gut microbiota. Best Pract Res Clin Gastroenterol. 2013 Feb;27(1):73-83. doi: 10.1016/j.bpg.2013.03.007. PMID: 23768554.

Liou AP, Paziuk M, Luevano JM Jr, Machineni S, Turnbaugh PJ, Kaplan LM. Conserved shifts in the gut microbiota due to gastric bypass reduce host weight and adiposity. Sci Transl Med. 2013 Mar 27;5(178):178ra41. doi: 10.1126/scitranslmed.3005687. PMID: 23536013; PMCID: PMC3652229.

C.N. Lumeng, A.R. Saltiel, Inflammatory links between obesity and metabolic disease, Journal of Clinical Investigation 121 (2011) 2111–2117.

E. Naito, Y. Yoshida, K. Makino, et al., Beneficial effect of oral administration of Lactobacillus caseistrain Shirota on insulin resistance in diet-induced obesity mice, Journal of Applied Microbiology 110 (2011) 650–657.

F. Calcinaro, S. Dionisi, M. Marinaro, et al., Oral probiotic administration induces interleukin-10 production and prevents spontaneous autoimmune diabetes in the nonobese diabetic mouse, Diabetologia 48 (2005) 1565–1575.

F.C. Hsieh, C.L. Lee, C.Y. Chai, et al., Oral administration of Lactobacillus reuteriGMNL-263 improves insulin resistance and ameliorates hepatic steatosis in high fructose-fed rats, Nutrition & Metabolism 10 (2013) 35

H.S. Ejtahed, J. Mohtadi-Nia, A. Homayouni-Rad, et al., Probiotic yogurt improves antioxidant status in type 2 diabetic patients, Nutrition 28 (2012) 539–543.

H. Panwar, H.M. Rashmi, V.K. Batish, et al., Probiotics as potential biotherapeutics in the management of type 2 diabetes – prospects and perspectives, Diabetes/Metabolism Research and Reviews 29 (2013) 103–112

Tilg H, Kaser A. Gut microbiome, obesity, and metabolic dysfunction. J Clin Invest. 2011 Jun;121(6):2126-32. doi: 10.1172/JCI58109. Epub 2011 Jun 1. PMID: 21633181; PMCID: PMC3104783.

IDF atlas 2019

Amar J, Chabo C, Waget A, Klopp P, Vachoux C, Bermúdez-Humarán LG, Smirnova N, Bergé M, Sulpice T, Lahtinen S, Ouwehand A, Langella P, Rautonen N, Sansonetti PJ, Burcelin R. Intestinal mucosal adherence and translocation of commensal bacteria at the early onset of type 2 diabetes: molecular mechanisms and probiotic treatment. EMBO Mol Med. 2011 Sep;3(9):559-72. doi: 10.1002/emmm.201100159. Epub 2011 Aug 3. PMID: 21735552; PMCID: PMC3265717.

Ncdc.ge

Mu Q, Tavella VJ, Luo XM. Role of Lactobacillus reuteri in Human Health and Diseases. Front Microbiol. 2018 Apr 19;9:757. doi: 10.3389/fmicb.2018.00757. PMID: 29725324; PMCID: PMC5917019.

Downloads

Download data is not yet available.

Metrics

Metrics Loading ...