ანოტაცია
ინფექციური ენდოკარდიტი გავრცელებული, სიცოცხლისთვის საშიში დაავადებაა, რომელიც მაღალი ავადობითა და ლეტალობით ხასიათდება [1,2]. ენდოკარდიუმის (კედლის ამყოლი და გულის სარქვლოვანი აპარატის) ეს ინფექციური დაავადება ხშირია იმ პაციენტებში, ვისაც გულის შეცვლილი და ანომალური არქიტექტონიკა აქვს [3,5]. ბოლო ათწლეულების განმავლობაში მიღწეულია მნიშვნელოვანი წარმატებები დაავადების მართვაში, რაც მის დიაგნოსტიკას, მედიკამენტურ და ქირურგიულ მკურნალობას მოიცავს. ამის მიუხედავად, ლეტალობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. ინფექციური ენდოკარდიტით ჰოსპიტალური პაციენტების ლეტალობის მაჩვენებელი15-20%-ია, ხოლო წლიური ლეტალობის მაჩვენებელი 40%-ს აღწევს. ეს მაჩვენებლები მნიშვნელოვნად განსხვავდება გულ-სისხლძარღვთა სისტემის სხვა დაავადებების, მაგალითად, მიოკარდიუმის ინფარქტით გამოწვეული ლეტალობისგან, რაც უკანასკნელ წლებში დრამატულად შემცირდა [4].
წყაროები
Oxford Handbook of Infectious Diseases and microbiology. 2010.
A.Fouda M, M.Agying, T Njim at all. Epidemiology and clinical characteristics of the Measles outbreak in the Nylon Health District. Pan. Af .J. 2016 Mar.25:23:135.
Lekana-Douki Se. Sir Ondo Enquier PN, Banga Mve Ella Obmc. Epidemiology and molecular characterization of the re-emerging measles virus among children and adults in the Haut-Ogooue, Gabon. Infect.diseases 2019.Jan25;19.90
WWW.NCDC.GE