ანოტაცია
Astragalus L.-ის გვარი 2455 სახეობას მოიცავს, საქართველოში მითითებულია 72[1], უძველესი სკვითები მას “უკვდავების ბალახს” უწოდებდნენ. მცენარის ფესვები და მიწისზედა ნაწილები უხსოვარი დროიდან გამოიყენებოდა დიარეის, დაღლილობის, სისხლნაკლულობის, ლეიკოპენიის სამკურნალოდ, თირკმელის, ღვიძლის, გულის, ფილტვების და სხვა დაავადებების შემთხვევაში [2]. მათი ქიმიური შესწავლა განსაკუთრებით ინტენსიურად წარიმართა გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან. მკვლევარები ძირითადად უთითებდნენ მათში ფლავანოიდური, მოგვიანებით კი ტრიტენპენ-სტეროიდული ნაერთების მნიშვნელოვან რაოდენობით შემცველობაზე [2,3]. გამოყოფილ ნივთიერებათა ბოილოგიური და ფარმაკოლოგიური კვლევების საფუძველზე ზოგიერთი სახეობა იქცა სამკურნალო საშუალებათა ოფიცინალურ ნედლეულად. კერძოდ, A. Membranaceus Bunge, A. dasyanthus Pall., A. falcatus Lam.მათში ძირითად მოქმედ ნივთიერებას ფლავანოიდები, ციკლოარტანები და პოლისაქარიდები წარმოადგენენ [2]. შესწავლილია გამოყოფილი ინდივიდების მაღალი ფარმაკოლოგიური აქტიობა სხვადასხვა დაავადებების მიმართ [2].საქართველოს ფლორის ასტრაგალების 22 სახეობის ქემოტაქსონომიური შესწავლით დადგენილია მათში ფლავანოიდების და ციკლოარტანების მნიშვნელოვანი რაოდენობითი შემცველობა [4]. მათ შორის საინტერესო არმოჩნდა A. bungeanus boiss. და A. kadschorensis Bunge., რომლებიც თავისი ქიმიური შედგენილობით და მორფოლოგიური ნიშნებით ურთიერთ იდენტურნი აღმოჩნდნენ [4].
წყაროები
საქართველოს ფლორა, ტ.7, თბილისი, მეცნიერება, 1981, გვ. 313;
М. Д. Алания, Э.П. Кемертелидзе, М.Г. Моисцрапишвили, М.Д.Гедеванишвили, И.С. Сихарулидзе - “Способ получения уродства стимулирующее лейкопоэз”, А.С. №1367195, 1987, 17.02;
М. Д. Алания, Э. П. Кемертелидзе, Н.Ф. Комиссаренко - Флавоноиды некоторых видов Astragalus L. Флоры Грузии, Тбилиси, «мецниереба», 2002, 152с;
М. Д. Алания, Дж. Н. Анели - Химический анализ некоторых видов рода астрагала Флоры Грузии. Изв. АН ГССР,сер,биологическая, Приложение, с213-219, 1988;
Н. А. Анели - Атлас эпидермы листа. изд. Мецниереба, Тбилиси, 1975, 107;
Н. А. Анели. - Анатомическое строение междоузлия как диагностический признак. Химия и биология активных веществ лекарственных растений Грузии. Тб: Изд. Мецниереба; 1969: 148-167.