კბილის ექსტრაქციის ოპერაციის უიშვიათესი გართულება - მთლიანი მოლარის გადავარდნა ჰაიმორის წიაღში (კლინიკური შემთხვევის აღწერა)

კატეგორიები

როგორ უნდა ციტირება

აწყვერელი ლ., ბრეგაძე ო., ჭუჭულაშვილი ნ., სეხნიაშვილი ნ., & წიკლაური გ. (2021). კბილის ექსტრაქციის ოპერაციის უიშვიათესი გართულება - მთლიანი მოლარის გადავარდნა ჰაიმორის წიაღში (კლინიკური შემთხვევის აღწერა). თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული, 52. Retrieved from https://journals.4science.ge/index.php/CSW/article/view/353

ანოტაცია

ჰაიმორის წიაღის მოცულობა ვარიაბელურია და, სხვადასხვა ავტორების მონაცემების მიხედვით, მერყეობს 18,0 -დან - 2,8 კუბ.სმ-ის ფარგლებში. ჰაიმორის წიაღის ფუძის პროექციაზე უპირატესად ლოკალიზებულია პირველი მოლარი და მისი მეზობელი კბილები, კერძოდ, მეორე პრემოლარი და მეორე მოლარი. იშვიათ შემთხვევაში, როდესაც საქმე გვაქვს დიდი მოცულობის ჰაიმორის წიაღთან, მისი ფუძის პროექციაზე შეიძლება აღმოჩნდეს ერთდროულად 6 კბილი - ეშვიდან მესამე მოლარის ჩათვლით. ზედა ძირითადი კბილების ფესვების მწვერვალებიდან ჰაიმორის წიაღის ფუძემდე არსებული მანძილი საშუალოდ შეადგენს 5 – 6 მმ. თუმცა, გვხვდება კლინიკური შემთხვევები, როდესაც წიაღს აქვს მაღალი მდებარეობა და აღნიშნული მანძილი აღწევს 10 –12 მმ - მდე, ან პირიქით, მისი დაბალი მდებარეობის შემთხვევაში, მანძილი 0 მმ-ის ტოლია, ანუ ზედა ყბის წიაღის ფსკერის ძვლოვანი შრე ფაქტიურად არ არსებობს და წიაღის ლორწოვანი გარსი შეხებაშია ძირითადი კბილების ფესვების მწვერვალებთან. ასეთ შემთხვევებში არცთუ იშვიათია წიაღში უცხო სხეულის მოხვედრა, კერძოდ, კბილების ენდოდონტიური დამუშავებისა და არხების დაბჟენის დროს აპიკალური ხვრელიდან საბჟენი მასალის გადატანა, ან კბილების გართულებული ექსტრაქციის დროს ფესვის აპიკალური ნაწილის, ცალკეულ შემთხვევებში კი - მთლიანი ფესვის გადავარდნა წიაღში.

წყაროები

Peterson’s – Principles of Oral and Maxillofacial Surgery, Third Edition, 2014

Oral and maxillofacial surgery, New York, 2010

Moore, Keith l. - Clinically oriented anatomy, Philadelphia, 2010.

Руководство по хирургической стоматологии и челюстнолицевой хирургии, под ред. В.М. Безрукова и Т.Г. Робустовой, Москва, 2-х томах,2000 г.

Клиническая оперативная челюстно-лицевая хирургия, под ред. В.Н. Балина и Н.М. Александрова, Санкт-Петербург, 2007 г.

Downloads

Download data is not yet available.