HCV- ინფექციის კომბინირებული ანტივირუსული მკურნალობის მართვა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში
PDF (English)

საკვანძო სიტყვები

საკვანძო სიტყვები არაა

როგორ უნდა ციტირება

იმნაძე თ., ვაშაკიძე ე., & გეგეშიძე თ. (2021). HCV- ინფექციის კომბინირებული ანტივირუსული მკურნალობის მართვა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული, 50, 66–68. Retrieved from https://journals.4science.ge/index.php/CSW/article/view/27

ანოტაცია

HCV ყველაზე ფართოდ გავრცელებული პარენტერული ვირუსული ინფექციაა. დღეისათვის, C ჰეპატიტის  ვირუსი, მთელ მსოფლიოში, ღვიძლის ციროზის  40%-ის, ჰეპატოცელულარული კარცინომის 60%-ის და ღვიძლის ტრანსპლანტაციის 30%-ის მიზეზია (1, 2, 3).   საქართველოში HCV-ით მოსახლეობის ინფიცირების  მაჩვენებელი ყველაზე მაღალია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის (>10%). პრობლემა განსაკუთრებით  აქტუალურია სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, სადაც C ჰეპატიტი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გადამდები დაავადებაა (4,5). პენიტენციალური სისტემის კონტინგენტში HCV-ს სიხშირე 3-4-ჯერ მეტია ზოგად პოპულაციასთან შედარებით. სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული  კვლევების მეტა-ანალიზით დადგენილია პატიმარ  მამაკაცებში HCV-ინფექციასა და ნარკოტიკის ინტრავენურად გამოყენებას შორის პირდაპირი კავშირი (6, 7). პრობლემის აქტუალობიდან გამომდინარე, 2014 წლიდან, საქართველოში დაიწყო სასჯელაღსრულების  სისტემაში C ჰეპატიტის პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სახელმწიფო პროგრამის განხორციელება, რომელიც ითვალისწინებს პატიმრებს შორის C ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირებ- ის მაჩვენებლის დადგენას, ინფიცირებულთა სრულ კლინიკურ-ლაბორატორიულ და ინსტრუმენტულ გამოკვლევას, მათ მკურნალობას თანამედროვე ან- ტივირუსული პრეპარატებით და დაავადების შემდგომი გავრცელების პროფილაქტიკას.

PDF (English)

წყაროები

Dumont DM, ALLEN SA, Brockmann BW, Alexander NE, Rich JD. Incarceration, community health and racial disparities. J. Health Cave Poor Underserved. 2013, 24:778-88.

EASL Clinical Practice Guidelines. Management of hepatitis C Virus infectios. J. Hepatology 2011, 55, 245-264.

Fazel S, Gram M, Kling B, Hawton K. Prison suicide in 12 countries: an ecological study of 861 suicide during 2003-2007. Soc psychiatry Psychiatry Epidemiol 2011; 46: 191-5. 4. Kirwan P, Evans B, Brant L. Hepatitis C and B testing in English prisioners is low but increasing. J. Public. Health (oxf) 2011; 3:197-204. 5. Ly KN, Xing I., Klevens RM at all. The increasing burden of moztality fozfality from viral hepatitis in USA. Ann Intern Med 2012, 156, 271-278. 6. Mitchell AE, Colvin HM, Ralmez Beasley R. Institute of medicine recommendation for the prevention an control of HBV and HCV Hepatology 2010, 51, 729-733. 7. United Nations 45/111 Basic principles for the treatment of prisioners, 1990. Available at: http://www.un.org. documents/ga/ves45/111.htm.Assessed 15 feb. 2013.

Downloads

Download data is not yet available.

Metrics

Metrics Loading ...