ანოტაცია
მუხლის სახსრის წინა ჯვარედინა იოგი საკმაოდ ხშირად ზიანდება სპორტსმენებში და აქტიური ცხ- ოვრების მოყვარულ ადამიანებში. წინა ჯვარედინა იოგის რეკონსტრუქცია ერთ-ერთი ყველაზე ხშირი პროცედურაა ორთოპედიულ ოპერაციებს შორის. რეკონსტრუქციის შედეგები არის დამოკიდებული ჩატარებული ოპერაციის სახეზე, ოპერაციის დროს გამოყენებულ ტრანსპლანტანტზე, საფიქსაციო მასალაზე, მენისკების და ხრტილის მდგომარეობაზე, პაციენტის ასაკსა და წონაზე, დაზიანების მექანიზმზე. ბოლო წლებში ოპერაცია ძირითადად ტარდება ართროსკოპიული მეთოდებით. მუხლის სახსრის წინა ჯვარედინა იოგის დაზიანების დიაგნოსტიკა ეფუძნება პაციენტის ანამნეზს, კლინიკურ გასინჯვას და ინსტრუმენტულ დიაგნოსტიკურ კვლევებს. როგორც პაციენტები იხსენებენ, დაზიანება ხდება ვალგუსური ან ჰიპერგაშლითი ტრავმის შემთხვევაში, რა დროსაც, ხანდახან, ისმის დამახასიათებელი ტკაცუნის ხმა. შედეგად, შეუძლებელია მუხლის სრული გაშლა და პაციენტები აღნიშნავენ მუხლის არასტაბილობას. მნიშვნელოვანია წინა ჯვარედინა იოგის დაზიანების გამოსავლენი კლინიკური ტესტების ჩატარება (1-8). დიაგნოსტიკისთვის ღირებულია რენტგენოლოგიური კვლევები ძვლოვანი დაზიანების გამოსარიცხად (9). საბოლოო დიაგნოზის დასაზუსტე- ბლად ძალზედ მნიშვნელოვანია მუხლის სახსრის მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა (მრტ). გამონაკლისია მხოლოდ ის შემთხვევები, როცა პაციენტის გასინჯვით აშკარაა დიაგნოზი და როდესაც პაციენტს ვერ უტარდება მრტ კლაუსტროფობიის, სხეულის განსაკუთრებით დიდი ზომის ან სხვა უკუჩვენების გამო. მრტ ავლენს ასოცირებულ (თანმდევ) დაზიანებებს, რომლებიც გავლენას ახდენენ ქირუგიული ჩარევის პროცესზე, დიაგნოზზე და პოსტოპერაციულ რეაბილიტაციაზე. რაც შეეხება ოპერაციის ჩატარების დროს, ოპერაცია ეფექტურია მაშინ, როცა პაციენტს შეუძლია მუხლის სრული აქტიური გაშლა და აქვს ოთხთავა კუნთის კარგი ფუნქცია. მუხლის სახსრის წინა ჯვარედინა იოგის დაზიანების ოპერაციული მკურნალობისათვის ძირითადად გამოიყენება ბარძაყის მომზიდველი კუნთების მყესების (18-20) და კვირისტავის საკუთარი Bio Interferencial Screwიოგის აუტოტრანსპლანტატი. ორთოპედთა ერთი ნაწილი იყენებს ალოტრანსპლანტატსაც (11-14,21) (კვირისტავის მყესი, წვივის დიდი ძვლის უკა- ნა მყესი ან დიდი წვივის წინა მყესი). ალოტრანსპლანტატის გამოყენების უარყოფითი მხარეა ბაქტერიული ინფექციის, შიდსისა და ც ჰეპატიტის განვითრების მცირე რისკი (15, 17, 23, 24). უპირატესობა, რაც იზიდავს პაციენტებს ჰამსტრინგისა და ალოტანსპლანტატების გამოყენებისკენ, არის უკეთესი კოსმეტიკური ეფექტი კვირისტავის მყესის ტრანს- პლანტატთან შედარებით. გარდა ამისა, ამ ტრანსპლანტატების გამოყენების უპირატესობაა შემცირებული პოსტოპერაციული ტკივილი და რეაბილიტაციის საწყისი პერიოდის უფრო კომფორტული რეჟიმით მიმდინარეობა (15-20,22). ოპერაციის შემდგომ მნიშვნელოვანია რეაბილიტაციის სპეციალური, სრული კურსის ჩატარება.
წყაროები
Katz JW, Fingeroth RJ: The diagnostic accuracy of ruptures of the anterior cruciate ligament comparing the Lach- man test, the anterior drawer sign, and the pivot shift test in acute and chronic knee injuries. Am J Sports Med 14:88-91.1986
Wiertsema SH, van Hooff HJ, Migchelsen LA, et al Reliability of the KT1000 arthrometer and the Lachman test in patients with an ACL rupture. Knee 15:107-110, 2008
Benjaminse A, Gokeler A, van der Schans CP: Clinikal diagnosis of an anterior cruciate ligament rupture:Ametal-
analysis. J Orthop Sports Phys Ther 36:267-288, 2006
Liu SH, Osti L, Henry M, et al: The diagnosis of acute complete tears of the anterior cruciate ligament. Compari-son of MRI, arthrometry and clinical examination. J BoneJoint Surg Br 77:586-588, 1995.
Ostrowski JA: Accuracy of 3 diagnostic tests for anterior cruciate ligament tears. J Athl Train 41:120-121, 2006
Baugher WH, Warren RF, Marshall JL, et al: Quadri- ceps atrophy in the anterior cruciate insufficient knee. Am J
Sports Med 12:192-195, 19847. Williams GN, Buchanan TS, Barrance PJ, et al: Quad- riceps weakness, atrophy, and activation failure in predicted
noncopers after anterior cruciate ligament injury.Am J SportsMed 33:402-407, 2005
Lorentzon R, Elmqvist LG, Sjostrom M, et al: Thighmusculature in relation to chronic anterior cruciate ligament tear: Muscle size, morphology, and mechanical output bere reconstruction. Am J Sports Med 17:423-429, 1989
Viskontas DG, Giuffre BM, Duggal N, et al: Bone bruis- es associated with ACL rupture: Correlation with injury
mechanism. Am J Sports Med 36:927-933, 2008
McIntosh AL, Dahm DL, Stuart MJ: Anterior cruci- ate ligament reconstruction in the skeletally immature pa-
tient. Arthroscopy 22:1325-1330, 2006
Shino K, Nakata K, Horibe S, et al: Quantitative eval- uation after arthroscopic anterior cruciate ligament recon-
struction. Allograft versus autograft. Am J Sports Med21:609-616, 1993
Barrett G, Stokes D, White M: Anterior cruciate lig- ament reconstruction in patients older than 40 years:Allograft
versus autograft patellar tendon. Am J Sports Med 33:15051512, 2005
Poehling GG, Curl WW, Lee CA, et al: Analysis of outcomes of anterior cruciate ligament repair with 5-year
follow-up: Allograft versus autograft. Arthroscopy 21:774-785, 2005
Goldblatt JP, Fitzsimmons SE, Balk E, et al: Recon-struction of the anterior cruciate ligament: Metal-analysis of patellar tendon versus hamstring tendon autograft. Arthros-
copy 21:791-803, 200515. West RV, Harner CD: Graft selection in anterior cru- ciate ligament reconstruction. J Am Acad Orthop Surg
:197-207, 200516. Freedman KB, D’Amato MJ, Nedeff DD, et al: Ar-throscopic anterior cruciate ligament reconstruction: Ametaanalysis comparing patellar tendon and hamstring ten-
don autografts. Am J Sports Med 31:2-11, 200317. Baer GS, Harner CD: Clinical outcomes of allograft versus autograft in anterior cruciate ligament reconstruction.Clin Sports Med 26: 661-681, 2007
Lawhorn KW, Howell SM: Principles for using ham- string tendons for anterior cruciate ligament reconstruction.
Clin Sports Med 26:567- 585, 200719. Sajovic M, Vengust V, Komadina R, et al: Aprospec- tive, randomized comparison of semitendinosus and gracilistendon versus patellar tendon autografts for anterior cruci- ate ligament reconstruction: Five-year follow-up.Am J Sports Med 34:1933-1940, 2006
Lebel B, Hulet C, Galaud B, et al: Arthroscopic re- construction of the anterior cruciate ligament using bone-
patellar tendon-bone autograft: A minimum 10-year follow-up. Am J Sports Med 36:1275-1282, 2008
Edgar CM, Zimmer S, Kakar S, et al: Prospective comparison of auto and allograft hamstring tendon constructs for ACL reconstruction. Clin Orthop Relat Res 466:2238-2246, 2008
Shaieb MD, Kan DM, Chang SK, et al: A prospec- tive randomized comparison of patellar tendon versus semi-
tendinosus and gracilis tendon autografts for anterior cruci-ate ligament reconstruction. Am J Sports Med 30:214-220,
Tejwani SG, Shen W, Fu FH: Soft tissue allograft andouble-bundle reconstruction. Clin Sports Med 26:639-660,
Gulotta LV, Rodeo SA: Biology of autograft and al-lograft healing in anterior cruciate ligament reconstruction. Clin Sports Med 26:509-524, 2007
Elkousy HA, Sekiya JK, Harner CD: Broadening theindications for meniscal repair. Sports Med Arthrosc Rev
:270-275, 2002
Lozano J, Ma CB, Cannon WD: All-inside meniscusrepair: Asystematic review. Clin Orthop Relat Res 455:134-
, 2007
Barber FA, McGarry JE: Meniscal repair techniques.Sports Med Arthrosc 15:199-207, 2007
Borden P, Nyland J, Caborn DN, et al: Biomechani- cal comparison of the fast-fix meniscal repair suture system with vertical mattress sutures and meniscus arrows. Am J Sports Med 31:374-378, 2003
Ferretti M, Ekdahl M, Shen W, et al: Osseous landmarks of the femoral attachment of the anterior cruciate lig- ament: An anatomic study.Arthroscopy 23:1218-1225, 2007
Elliott MJ, Kurtz CA: Peripheral versus aperture fixation for anterior cruciate ligament reconstruction. Clin
Sports Med 26:683-693, 2007