ანოტაცია
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვა ერთ-ერთი პრიორიტეტია. კვლევის მიზანს წარმოადგენდა რეპროდუქციული ჯანმრთელობის ინდიკატორების კვლევა ქ. თბილისში 2021-2022 წლებში. ჩატარდა პროსპექტული კვლევა. კვლევის ინსტრუმენტად გამოყენებული იქნა პილოტურ კვლევაში აპრობირებული კითხვარი. კვლევამ აჩვენა, რომ რეპროდუქციული ჯანმრთელობის ინდიკატორების კვლევა, ჩვენს რეალობაში, სენსიტურ კვლევათა რიგს შეიძლება მივაკუთვნოთ; რომ ქალთა აბსოლუტურ უმრავლესობას ესმის კითხვარის შინაარსი, ადექვატურად აღიქვამს ყველა დასმულ კითხვას, შეუძლია მათი ახსნა და შინაარსობრივი ინტერპრეტირება, თუმცა პასუხის გაცემა კითხვების სპეციფიკურ ნაწილზე მაინც უჭირს. ეს ორი მიზეზით შეიძლება იყოს განპირობებული: პირველი - სამიზნე პოპულაციის არაინფორმირებულობა და მეორე - პერსონალური თავშეკავება იმაზე, რაც მის მიერ სენსიტიურ საკითხად არის მიჩნეული.
წყაროები
European strategic approach for making pregnancy safer: Improving maternal and perinatal health. Available from:http://www.euro.who.int/_data /assets /pdf file/0012/98796 /E90771.pdf
World Health Organization. Maternal and newborn health. Available from: http:// www.euro.who.int / en/health-topics / Life-stages /maternal-and-new born health /maternal-and-newborn-health
World Health Organization. Targets and strategies for ending preventable maternal mortality. Consensus statement.Available from: http://apps.who.int/iris /bitstream/10665/130776/1/WHO_RHR_14.21_eng.pdf?ua=1&ua=1
Evidence Review Results-Based Financing of Maternal and Newborn Health Care in Low - and Lower-Middle-Income Countries Final version 27 February 2013
Maternal health in poor countries: The broader context and a call for action Article in The Lancet • November 2006
WHO analysis of causes of maternal death: Asystematic review Article in The Lancet • May 2006
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი - პერინატალური ჯანმრთელობის ანგარიში (2016 წ.)