ანოტაცია
სებორეული ბუშტოვანას დიფერენციული დიაგნოზი განსაკუთრებულად რთულია, ვინაიდან ეს დაავადება ხასიათდება სებორეის და წითელი მგლურასთვის დამახასიათებელი სიმტომებით. მნიშვნელოვანია ამ დერმატოზისთვის დამახასიათებელი კლინიკური სიმპტომების დაზუსტება, რათა დროულად მოხდეს მისი ამოცნობა და კორტიკოსტეროიდული პრეპარატების დარტყმითი დოზებით მკურნალობის დაწყება, ვინაიდან სებორეული ბუშტოვანა ზოგჯერ ტრანსფორმირდება ფოთლისებრ ბუშტოვანად, რაც შესაძლოა პაციენტისთვის ლეტარულად დასრულდეს. განხილულია კლინიკური შემთხვევა. პაციენტი 60 წ., უჩიოდა გამონაყრის არსებობას სახის, გულ-მკერდის და ზურგის არეში. სუბიექტურად აღნიშნავდა წვისა და ტკივილის შეგრძნებას. ობიექტურად: ერითემულ ფონზე ვლინდებოდა თხელი საფარის მქონე ბუშტები და ეროზიები, რომლებიც დაფარული იყო ყავისფერი, რუხი და შავი მასიური ქერქებით. მათი მოცილებისას ჩანდა სველი ზედაპირი. მეორეული ჰი-პერპიგმენტაცია შეიმჩნეოდა უკვე ეპითელიზირებული ეროზიების ადგილას. დაზიანებულ უბანში დადებითი იყო ნიკოლსკის სიმპტომი. სისხლის და შარდის ანალიზებში პათოლოგიური ცვლილებები არ აღინიშნებოდა. ციტოლოგიური გამოკვლევისას გამოვლინდა აკანტოლიზური უჯრედები.
წყაროები
ა.კაციტაძე. დერმატოლოგია და ვენეროლოგია 2020. თავი მე-18. ერითმული ბუშტოვანა.
Sewon KAang, Masayuki Amagai, Anna L. Bruckner, Alexander H. Enk, David J. Margolis, Amy J. McMichael, Jeffrey S. Orringer. Fitzpatrick’s Dermatology, Ninth Edition,1-Volume. Pp.914.
Hertl M. Autoimmune diseases of the skin. Pathogenesis, diagnosis, management. 3rd Ed. Springer Wien New York, 2011. p. 593.