ჟიბერის ვარდისფერი სირსველის ოჯახური შემთხვევა
PDF (English)

როგორ უნდა ციტირება

გიგინეიშვილი ქ., ელიავა მ., & კაციტაძე ა. (2023). ჟიბერის ვარდისფერი სირსველის ოჯახური შემთხვევა. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული, 56, 43–45. Retrieved from https://journals.4science.ge/index.php/CSW/article/view/2270

ანოტაცია

ჟიბერის ვარდისფერი სირსველი ანთებითი დერმატოზია, რომელიც ხასიათდება ოვალური და მრგვალი, ლაქოვან-პაპულური და ერითემულ-სქვამოზური გამონაყრით. დაავადების ეტიოლოგია დღემდე გაურკვეველია, თუმცა უკანასკნელ პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ინფექციურ თეორიას, რომლის დადასტურებად შეიძლება განხილულ იქნას წარმოდგენილი კლინიკური შემთხვევა - ჟიბე-რის ვარდისფერი სირსველის ოჯახური შემთხვევა: პაციენტი 26 წლის, მრავლობითი გამონაყრით ზედა კიდურებისა და ტორსის არეში. პაციენტის დათვალიერებისას დადგინდა დამაკმაყოფილებელი ზოგადი მგდომარეობა. ტემპერატურული რეაქცია არ აღენიშნებოდა. ლიმფური კვანძები პალპაციით არ ისინჯებოდა. ხილული ლორწოვანი გარსების დათვალიერებისას პათოლოგიური ცვლილებები არ იქნა ნანახი. ტანზე ვლინდებოდა მრავლობითი, სიმეტრიული, ოვალური და მრგვალი ფორმის, მცირე ზომის ლაქები ნაზი აქერცვლით. სხეულის ქვემო ნახევარზე, მათ შორის კიდურებზე, გამონაყარი არ ვრცელდებოდა. პაციენტის გამოკითხვისას გაირკვა, რომ ანალო-გიური გამონაყარი აღენიშნებოდა მის მეუღლეს. სოკო-პარაზიტზე კანის ანაფხეკის ლაბორატორიულმა გამოკვლევამ გამორიცხა სოკოვანი ინფექციის შესაძლო არსებობა. პაციენტებს დაესვათ დიაგნოზი - ჟიბერის ვარდისფერი სირსველის ოჯახური შემთხვევა, სავარაუდოდ გამოწვეული ვირუსული აგენტით. პაციენტებს მიეცათ რეკომენდაცია და დაენიშნათ მკურნალობა.

PDF (English)

წყაროები

https://www.who.int/director-general/speeches/detail/who-director-general-s-opening-remarks-at-the-media-briefing-on-covid-19—11-march-2020

Zeinab Abdelrahman, Mengyuan Li and XiaoshengWang, Comparative Review of SARS-CoV-2, SARS-CoV, MERS-CoV, and Influenza A Respiratory Viruses.Front. Immunol., 11 September 2020;

https://www.worldometers.info/coronavirus/ -20.12.2020;

Risk factors and risk groups of Covid-19; European Center for Disease Control and Prevention, https://www.ecdc.europa.eu/en/covid-19/latest-evidence/epidemiology .

Nina Vindegaard and Michael EriksenBenros. COVID-19 pandemic and mental health consequences: Systematic review of the current evidence. Elsevier Public Health collection, May, 2020.

Claudia Carvalho-Schneider, Emeline Laurent,AdrienLemaignen et al. Follow-up of adults with noncritical COVID-19 two months after symptom onset. Clinical Microbiology and Infections. October, 2020.

Julia Mackolil, JobyMackolil, Addressing psychosocial problems associated with the COVID-19 lockdown. Asian Journal of Psychiatry 51 (2020)

Calliope Holingue, PhD, MPH; Luther G. Kalb, PhD; Kira E. Riehm, MSc; Daniel Bennett, PhD; Arie Kapteyn, PhD; Cindy B. Veldhuis, PhD; Renee M. Johnson, PhD, MPH; M. Daniele Fallin, PhD; FraukeKreuter, PhD; Elizabeth A. Stuart, PhD; Johannes Thrulet all. Mental Distress in the United States at the Beginning of the COVID-19 Pandemic. Am J Public Health. 2020;110(11):1628-1634.48

Nora D. Volkow. Collision of the COVID-19 and Addiction Epidemics. Annals of Internal Medicine.April, 2020.

SimonaZaami, Enrico Marinelli and Maria Rosaria Varì.New Trends of Substance AbuseDuring COVID-19 Pandemic: AnInternational Perspective.Frontiers in Psychiatry, 16 July 2020.

Mahua Jana Dubey, RitwikGhosh, SubhamChatter jee, PayelBiswas,SubhankarChatterjee, Souvik Dubey. COVID-19 and addiction. Diabetes &Metabolic Syndrome: Clinical Research &Reviews. 14 (June) 2020.

Sujita Kumar Kar, Pawan Sharmaet al. COVID-19 pandemic and addiction: Current problems and future concerns. Asian Journal of Psychiatry, 51. Elsevier. March 2020.

Downloads

Download data is not yet available.