ყბების მედიკამენტური გენეზის ოსტეონეკროზი ონკოლოგიურ პაციენტებში
PDF (English)

როგორ უნდა ციტირება

ბრეგაძე ო., აწყვერელი ლ., ჭუჭულაშვილი ნ., ბიბიჩაძე მ., & წიკლაური გ. (2023). ყბების მედიკამენტური გენეზის ოსტეონეკროზი ონკოლოგიურ პაციენტებში . თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული, 56, 24–26. Retrieved from https://journals.4science.ge/index.php/CSW/article/view/2265

ანოტაცია

განხილულია ყბების მედიკამენტური გენეზის ოსტეონეკროზების აქტუალურ პრობლემა.  დაავადება ვლინდება ონკოლოგიურ პაციენტებში, რომლებიც გადიან ანტირეზორბციულ ქიმიოთერაპიას ბისფოსფონატური პრეპარატებით. პრობლემის აქტუალობაზე მიუთითებს, ერთი მხრივ, ბოლო პერიოდში კლინიკური შემთხვევების მკვეთრი ზრდა და, მეორე მხრივ, დაავადების მძიმე მიმდინარეობა. შესწავლილია ბოლო ერთი წლის განმავლობაში გამოვლენილი 7 კლინიკური შემთხვევა (6 ქალი და 1 მამაკაცი).  5 შემთხვევაში ოსტეონეკროზი განვითარებული იყო ქვედა ყბის ძვალში, 2 შემთხვევაში - ზედა ყბის ძვალში. პრობლემის აქტუალობიდან გამომდინარე, აღწერილია ბისფოსფონატური ნეკროზის კლინიკური შემთხვევა. საქმე შეეხება 47 წლის ქალს, რომელსაც  2016 წ.  ჩაუტარდა ოპერაცია მარჯვენა სარძევე ჯირკვლის ინვაზიური სადინროვანი კარცინომის გამო. ოპერაციული ჩარევის შემდეგ, პაციენტს გეგმურად  უტარდებოდა ქიმიოთერაპიის კურსები ბისფოსფონატური (ზომეტა) და დენოსუმაბის (იქსგევა) ჯგუფის  პრეპარატებით. 2022 წ. პაციენტს დაუდგინდა ქვედა ყბის მედიკამენტური ოსტეონეკროზის მესამე სტადია, რის გამოც მოთავსდა კლინიკაში.  მრტ- კვლევით გამოვლინდა ქვედა ყბის ძვლის დიფუზური დესტრუქციის უბანი, ჰიპეროსტოზით. პაციენტს ჩაუტარდა კომპლექსური მკურნალობა. ოპერაციულად სანირდა ქვედა ყბის ძვალი - მოიკვეთა როგორც ჰიპეროსტოზული უბანი, ისე ძვლის დანეკროზებული  მასივი საღი ქსოვილის ფარგლებში. ამ კატეგორიის პაციენტების მკურნალობისა და გამოსავლის  თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია დიაგნოზის დადგენა დაავადების ადრეულ სტადიაზე, რაშიც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ყბების გეგმურ მრტ-კვლევას.

PDF (English)

წყაროები

Керимова KM .‚ HeTpOBa A. H. Бисфосфонатный остеонекроз челюсти: текущее состояние проблемы, рекомендации по профилактике и тактике лечения // Международный студенческий научный вестник. — 2018. - N9 4-1 .; URL: https://eduherald.ru/ru/article/View?id:l 8643.

Marx R.E. Pamidronate (Aredia) and zoledronate (Zometa) induced avascular necrosis of the jaws: a growing epidemic. J Oral Maxillofac Surg 2003; 61: 1115—1117.

Landesberg., Marx R.E., Mehrotra B. American Association of Oral and Maxillofacial Surgeons Position Paper on Bisphosphonate-Related Osteonecrosis of the Jaws—2009 Update. J Oral Maxillofac Surg 2009; 67: Suppl 1: 2—12.

12. Shipman C.M., Rogers M.J., Apperley J.F., Russell R.G., Croucher P.I. Bisphosphonates induce apoptosis in human myeloma cell lines: a novel anti-tumour activity. Br J Haematol 1997; 98(3):665-72

Downloads

Download data is not yet available.