ეპითელურ-მეზენქიმური ტრანსფორმაციის როლი ავთვისებიანი სიმსივნეების პათოგენეზში
PDF (English)

როგორ უნდა ციტირება

ბერიაშვილი რ., ბურკაძე გ., & კეპულაძე შ. (2023). ეპითელურ-მეზენქიმური ტრანსფორმაციის როლი ავთვისებიანი სიმსივნეების პათოგენეზში . თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული, 56, 19–22. Retrieved from https://journals.4science.ge/index.php/CSW/article/view/2259

ანოტაცია

ეპითელურ-მეზენქიმური ტრანსფორმაცია (EMT) პირველად აღწერილი იყო ადრეული ემბრიოგენეზის პერიოდში, როგორც  კარგად განსაზღვრული პროგრამა  სხვადასხვა მორფოგენეტიკური მოვლენებით. ტრანსფორმაციის  პროცესი გამოვლენილ  იქნა  ემბრიონის განვითარების  შემდგომ ეტაპებზეც და მოზრდილებში ჭრილობების შეხორცების დროსაც. საყურადღებოა, რომ ემბრიონის ნორმალური განვითარების დროს თუ პათოლოგიურ კონტექსტში, ეპითელიუმიდან მეზენქიმურ მდგომარეობაზე გადასვლა ხშირად არასრულია, რაც იწვევს ისეთი უჯრედების წარმოქმნას, რომლებიც შუალედურ მდგომარეობაში იმყოფებიან და ინარჩუნებენ ეპითელიურ და მეზენქიმურ მახასიათებლებს. მნიშვნელოვანია, რომ ეს შუალედური მდგომარეობები შეიძლება იყოს მრავალფეროვანი, რაც დამოკიდებულია ბიოლოგიურ კონტექსტზე. ტრანსფორმაცია გარდამავალი მდგომარეობაა, რასაც შეიძლება მოჰყვეს შექცევადი პროცესი. კერძოდ, მეზენქიმურიდან კვლავ ეპითელური ტრანსფორმაცია (MET). ეპითელურ-მეზენქიმური ტრანსფორმაციის კვლევა სადღეისოდ სწრაფად ფართოვდება და განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს  ავთვისებიანი სიმსივნეების პათოგენეზის დადგენაში. ტრანსფორმაცია სიმსივნეების დროს  მოიცავს დინამიკურ ცვლილებებს უჯრედულ ორგანიზაციაში - ეპითელურიდან მეზენქიმურ ფენოტიპებამდე, რაც იწვევს უჯრედების მიგრაციას, ინვაზიას და ამ  პროცესებთან  დაკავშირებულ ფუნქციურ ცვლილებებს;  ეპითელური უჯრედების მიერ უჯრედული პოლარობის, უჯრედულ-უჯრედული ადჰეზიურობის დაკარგვისა და, ამავდროულად, მიგრაციის, ინვაზიურობისა და მეზენქიმური მახასიათებლების შეძენის კომპლექსურ მრავალსაფეხუროვან პროცესს.

PDF (English)

წყაროები

Hay, E. D. in Epithelial–Mesenchymal Interactions: 18th Hahnemann Symposium (eds R. Fleischmajer & Billingham, R. E.) 31–35 (Williams and Wilkins, 1968).

Epithelial-Mesenchymal Transition in Cancer: A Historical Overview Domenico Ribatti, Roberto Tamma, Tiziana Annese; Department of Basic Medical Sciences, Neuro- sciences and Sensory Organs, University of Bari Medical School, Bari, Italy April 1, 2020;

A. Dongre and R. A. Weinberg, “New insights into the mechanisms of epithelial–mesenchymal transition and implications for cancer,” Nat. Rev. Mol. Cell Biol., vol. 20, no. 2, pp. 69–84, 2019.

Lambert, A. W., Pattabiraman, D. R. & Weinberg, R. A.Emerging biological principles of metastasis. Cell 168, 670– 691, 2017.

J. Jiang, X. Li, X. Yin, J. Zhang, and B. Shi, “Association of low expression of E-cadherin and beta-catenin with the progression of early stage human squamous cervical cancer.,” Oncol. Lett., vol. 17, no. 6, pp. 5729–5739, Jun. 2019.

Lombaerts M., van Wezel T., Philippo K., Dierssen J.W., Zimmerman R.M., Oosting J., van Eijk R., Eilers P.H., van de Water B., Cornelisse C.J., et al. E-cadherin transcriptional downregulation by promoter methylation but not mutation is related to epithelial-to-mesenchymal transition in breast cancer cell lines. Br. J. Cancer. 2016;94:661–671.

Onder T.T., Gupta P.B., Mani S.A., Yang J., Lander E.S., Weinberg R.A. Loss of E-cadherin promotes metastasis via multiple downstream transcriptional pathways. Cancer Res. 2008; 68:3645–3654.

Abdulla T., Luna-Zurita L., de la Pompa J.L., Schleich J.M., Summers R. Epithelial to mesenchymal transition—The roles of cell morphology, labile adhesion and junctional coupling. Comput Methods Progr. Biomed. 2015.

A. Gheldof and G. Berx, “Cadherins and epithelial-to- mesenchymal transition.,” Prog. Mol. Biol. Transl. Sci., vol. 116, pp. 317–336, 2013.

J. Maier, B. Traenkle, and U. Rothbauer, “Real-time analysis of epithelial-mesenchymal transition using fluorescent single-domain antibodies,” Sci. Rep., vol. 5, no. 1, p. 13402, 2015.

S. R. Georgescu et al., “Tumour Microenvironment in Skin Carcinogenesis.,” Adv. Exp. Med. Biol., vol. 1226, pp. 123–142, 2020. 12. Micalizzi D., Ford H. Epithelial to mesenchymal transition in development of cancer. Future Oncol. 2009; 8:1129– 1143.

Downloads

Download data is not yet available.